ავეჯის დამზადების უპირატესობა
ძნელი წარმოსადგენია სახლი ავეჯის გარეშე. სწორად შერჩეული ავეჯი ქმნის სახლში სიმყუდროვესა და კომფორტს. დღეს მზა ავეჯის ბაზარზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტიდან ნებისმიერი გემოვნების მყიდველს შეუძლია თავისი მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციის შეძენა, მაგრამ მომხმარებლის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ირჩევს ავეჯის შეკვეთით დამზადებას. ამის მიზეზი კი არის არჩევანის სრული თავისუფლება, როგორც ავეჯის პროექტირებისას, ასევე მისი დამზადების პროცესში. იქმნება დიზაინი კლიენტის სურვილების გათვალისწინებით. დამკვეთი ირჩევს მისთვის სასურველი ფერისა და ფაქტურის მასალას, უკვეთავს სასურველი კონფიგურაციის ფურნიტურას. საბოლოო ჯამში ვიღებთ ავეჯს, რომელიც მილიმეტრის სიზუსტით მოთავსდება მისთვის გამოყოფილ ადგილზე, რაც განუმეორებელ ეფექტს შექმნის ინტერიერში, მაგრამ, რომ მივიღოთ ავეჯი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, შეკვეთისას უნდა გავითვალისწინოთ სამი ძირითადი ფაქტორი: ავეჯი, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ვიზუალურად დახვეწილი, ასევე უნდა გვემსახურებოდეს დანიშნულებისამებრ და იყოს კომფორტული მოხმარებაში. ამისთვის საჭიროა ჯერ კიდევ პროექტირების სტადიაზე გათვალისწინებული იყოს ყველა ის ნიუანსი, რომელიც გავლენას მოახდენს ავეჯის სრულფასოვან ექსპლუატაციაზე.