ავეჯი ინდურ სტილში
ავეჯის დამზადება

ავეჯი ინდურ სტილში

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

545

0

27.03.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

მეტრიქსის სერვისები

image-რემონტირემონტი

სარემონტო კომპანია თბილისში — სადაც პრობლემები ჩვენი საზრუნავია

ხელოსნის ძიება, მასალების შერჩევა, ვადების კონტროლი, გაფუჭებული ნერვები და დახარჯული დრო — სახლის რემონტი თბილისში ამ ყველაფერთან ასოცირდება. Metrix-თან თანამშრომლობისას კი ეს სია უბრალოდ არ არსებობს. მეტიც — სარემონტო სამუშაოები თქვენთვის უხილავი პროცესი გახდება: ჩვენ ვზრუნავთ, თქვენ — ცხოვრებთ.

ერთი გუნდი — სრული პასუხისმგებლობა

Metrix აერთიანებს გამოცდილ, სანდო სპეციალისტებს, რომლებიც სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს საკუთარ თავზე იღებენ და პროექტს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში აბარებენ — გარანტიით.

სრული სარემონტო მომსახურება — ერთი გუნდი, სრული პასუხისმგებლობა

Metrix-ის გუნდი ასრულებს ყველა სახის სამუშაოს, რაც თქვენი სივრცის იდეალური მოწყობისთვის გჭირდებათ:

იატაკის ნებისმიერი საფარის დაგება

აბაზანის რემონტი და სანტექნიკის მონტაჟი

შპალერის გაკვრა და კედლის შეღებვა

გათბობა და კონდიცირების სისტემის მონტაჟი

ელექტრო გაყვანილობის სრული გაყვანა

კედლებისა და იატაკის თბოიზოლაცია

შეკიდული და გაჭიმული ჭერის მონტაჟი

პროფესიონალიზმი, რომელიც შედეგში ჩანს

Metrix დაკომპლექტებულია საქმის უბადლო ოსტატებით — სპეციალისტებით, რომლებიც ყოველ პროექტს უდიდესი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით უდგებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი — არამედ თქვენი სრული კმაყოფილება ბინის რემონტის მიმდინარეობის ყოველ ეტაპზე.

image-დიზაინერიდიზაინერი

ინტერიერის დიზაინი — სადაც სწორი დაგეგმარება გადამწყვეტია

დიზაინი და დაგეგმარება რემონტის განუყოფელი ნაწილებია — სწორედ ისინი განსაზღვრავენ სივრცის საბოლოო ფუნქციურობასა და ვიზუალურ შედეგს.

შეუსაბამო განათება, ცუდად დაგეგმილი გაყვანილობა თუ შეუფერებელი ავეჯი — ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური პრობლემა. ეს ყოველდღიური დისკომფორტია, რომელიც წლების განმავლობაში გაგახსენებთ ერთ არასწორ გადაწყვეტილებას.

რას იძლევა პროფესიონალი დიზაინერი?

Metrix-ის დიზაინერთან თანამშრომლობით თქვენი საცხოვრებელი სივრცე იქცევა სივრცედ, რომელიც:

თქვენს ცხოვრების რიტმზეა მორგებული — არა ჟურნალის გარეკანზე

მაქსიმალურად ფუნქციურია — ყოველი კვადრატული მეტრი გამოყენებულია

3D ვიზუალიზაციით წინასწარ ნანახია შედეგი — სიურპრიზების გარეშე

გრძელვადიან ტრენდებზეა დაფუძნებული — თანხის დახარჯვა მართლაც ღირს

Metrix-ის დიზაინერი — პირველი ნაბიჯიდან ბოლომდე

Metrix-ის სპეციალისტი თქვენთან შეთანხმებით ასრულებს სრულ დიზაინის ციკლს:

აზომვითი სამუშაოები და სივრცის სწორი დაგეგმარება

დიზაინისა და სტილის შერჩევა — თქვენი სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით

3D დიზაინის შექმნა — რეალისტური შედეგის წინასწარი აღქმისთვის

სასურველი მასალის შერჩევა და შეძენაში დახმარება

აქტიური ჩართულობა სამუშაო პროცესში — საჭიროების შემთხვევაში

შედეგი, რომელიც სახლში ყოველ დილას გახსენდებათ

სწორი დიზაინი არ ნიშნავს მხოლოდ ლამაზ სივრცეს — ის ნიშნავს სივრცეს, სადაც კომფორტულად ცხოვრობთ. Metrix-ის დიზაინერი თქვენს სურვილებს რეალობად აქცევს — სივრცე, რომელშიც ყოველდღიური კომფორტი და სტილი ერთმანეთს აღარ ეწინააღმდეგება.

image-ავეჯის დამზადებაავეჯის დამზადება

ავეჯი შეკვეთით — თქვენი გემოვნებით, თქვენივე სივრცეში

თუ თქვენი პრიორიტეტია საცხოვრებელი სივრცის გემოვნებიანი, ესთეტიკური ავეჯით შევსება — სწორ მისამართზე ხართ. Metrix-ის პროფესიონალი გუნდი თქვენს ხედვას რეალობად აქცევს, დასაწყისიდან მონტაჟამდე.

სრული თავისუფლება დიზაინის შერჩევისას

შეკვეთით დამზადებული ავეჯი მზა მოდელებისგან პრინციპულად განსხვავდება — აქ შეზღუდვები არ არსებობს:

თავად დაგეგმეთ დიზაინი ან მოიძიეთ იდეა სასურველი კატალოგებიდან

ისარგებლეთ Metrix-ის დიზაინერისა და ოსტატების რეკომენდაციებით

შეარჩიეთ სასურველი ფერი და მასალა — თქვენს გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებულად

მიიღეთ ინდივიდუალური დიზაინი, რომელიც სხვა არსად იქნება

ავეჯი ყველა სივრცისთვის — ერთი გუნდისგან

Metrix-ის ოსტატები ამზადებენ ნებისმიერი სირთულისა თუ მოცულობის შეკვეთას:

სამზარეულო

აბაზანა

საძინებელი

მისაღები ოთახი

საბავშვო ოთახი

ოფისი და ეზო

ყოველი შეკვეთა სრულდება უნაკლოდ და დროულად — უდიდესი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით, რაც დამკვეთის მოლოდინებს ყოველთვის ამართლებს.

დაგვიკავშირდით დღეს

მზად ხართ, ავეჯის შეკვეთა სტრესის გარეშე გამოცდილებად აქციოთ? დაგვიკავშირდით დღეს — პირველივე საუბარში მიიღებთ ზუსტ ფასს, რეალისტურ ვადას და სრულ სიმშვიდეს. Metrix-ი გელოდებათ.

image-VIP მასტერიVIP მასტერი

VIP მასტერი — გამოიძახე ახლავე

გათბობა გაფუჭდა, სანტექნიკამ გაჟონა, ელექტროობის პრობლემაა — და ხელოსანი ვერ იპოვე? Metrix-ის VIP მასტერი სწორედ ამ სიტუაციისთვისაა.

ერთი ზარით უმალ იძახებ სპეციალისტს — 24/7, თბილისის ნებისმიერ უბანში:

სანტექნიკა და გათბობა/კონდიცირება

ელექტრო სამუშაოები

მინის და რკინის კარის დამზადება და მონტაჟი

ნებისმიერი სივრცის შემინვა

რკინასთან დაკავშირებული სამუშაოები

მასალაც არ გაქვთ? არც ეს არის პრობლემა — ოსტატი თავად შეიძენს. სასწრაფოდ გჭირდებათ ხელოსანი? — ის ძალიან სწრაფად გესტუმრებათ.

გამოძახების ღირებულება 20 ლარიდან იწყება.

ინდური სტილის ავეჯის თავისებურება რადიკალურად განსხვავებული მახასიათებლების  უჩვეულო თანხვედრაა, სადაც ფუფუნება და მდიდრული ვიზუალი ჰარმონიულად ერწყმის ასკეტიზმის მოკრძალებულ ხაზებსა და ფორმებს. ინდური ავეჯი ერთდროულად  მარტივი ფორმების და ურთულესი ტექნიკით შესრულებული ჩუქურთმების, ორნამენტების და ტექსტურების კოქტეილია.
ინდოეთი აღმოსავლური არომატების და ფერების ქვეყანაა. აქ რწმენა, რელიგია, სულიერი მხარე უმნიშვნელოვანესია და აისახება ცხოვრების ყველა სფეროზე, მათ შორის ავეჯის წარმოებაზეც. აქაური ავეჯი თითქოს დარიჩინის, მიხაკის, კარდიამინის და სხვა ინდური სუნელების არომატს აფრქვევს და გაზიარებს ზღაპრულ სამყაროს.

ინდური დიზაინი

ისტორია

ინდოეთში, მრავალი საუკუნის განმავლობაში, უბრალო ადამიანების სახლებში იყო მხოლოდ საბაზისო ავეჯი, რომლის კომპლექტაციაში შედიოდა:
> მარტივი ფორმის სკამები;
> პატარა, უჯრიანი კომოდები ნივთების შესანახად;
> მაგიდა, რომელსაც აგრეთვე იყენებდნენ როგორც კარს, რაც ინდური კულტურისთვის ჩვეული ამბავია.
ინდოეთში ავეჯს ძირითადად საზეიმო დატვირთვა ჰქონდა და გამოიყენებოდა მაჰარაჯების სასახლეებში. მოსახლეობის დაბალი ფენა ტრადიციულად ჭამდა და ეძინა იატაკზე. მათთვის არც იმდენად მნიშვნელოვანი იყო სახლის ავეჯი და ინტერიერის ნივთები. საწოლი, როგორც ასეთი, არც არსებობდა, მხოლოდ ინდოეთის კოლონიური დაპყრობის შემდგომ, (რომელიც მე-16-ე საუკუნეში დაიწყო) დამკვიდრდა ევროპული ტენდენციები, თუ როგორი უნდა იყოს ავეჯი.  წლების შემდეგ ინდური ავეჯის სტილი შეერწყა აღმოსავლურ და დასავლურ მიმართულებებს და ამ შერწყმას ინდოევროპული სტილი ეწოდა. ამის შედეგად გაჩნდა ისეთი ინტერიერის ნივთები, სადაც გაერთიანებულია ევროპული სტილი, ინდური მასალები და ავეჯის დამზადების განსხვავებული ტექნოლოგია.

ინდო-ევროპული სტილი

"მეტრიქს-ავეჯი" - როცა ხარისხი ფასზე მეტია!

მეტის გაგება

წარმოების მასალები

ისეთი თანამედროვე მასალები,როგორიცაა მერქანბოჭკოვანი ფილა, ლამინატი, პლასტიკი და სხვა ამ ტიპის ნაკლებად ეკოლოგიური მასალები, ინდური ავეჯის წარმოებაში არ გამოიყენება. ინდური ავეჯი და ნივთები მკაცრად განსაზღვრულად მზადდება ბუნებრივი ნედლეულის გამოყენებით. მათ შორის ყველაზე პოპულარულია: ვარდის ხე, მანგო, კაკალი, ბუნებრივი რატანი და ა. შ...
ბუნებრივი მასალის დამუშავება შრომატევადი პროცესია. პირველ რიგში, აუცილებლად, მასალა უნდა იყოს კარგად გამომშრალი, რომ შემდგომში არ გაუჩნდეს ბზარები, იყოს გამძლე და არ შეიცვალოს ფორმა. ავეჯის დამზადების პროცესი იწყება მშრალი მასალის მოპოვებით. ამ ტიპის მასალა მოაქვთ ისეთი ადგილებიდან, სადაც მშრალი კლიმატია და თავისთავად დიდხანს ლოდინი ( სანამ ხე გაშრება) აღარაა საჭირო.
ავეჯის შეღებვა და გალაქვა ხდება მცენარეულ ბაზაზე დამზადებული ბუნებრივი საღებავებით, აგრეთვე გამოიყენება ფუტკრის ცვილიც, რომელსაც, გარდა იმისა, რომ აქვს შესანიშნავი ფიქსაციის უნარი, გამოყოფს საოცარ სურნელს და ავეჯს აძლევს „სუნთქვის“ საშუალებას. ინდური ავეჯის შესაღებად დაუშვებელია ქიმიური ნაერთების გამოყენება!

ინდური ავეჯი

ძირითადი მახასიათებლები:

დღესდღეობით ეთნო სტილის ავეჯი პოპულარობის ზენიტშია, სახლის ინტერიერში ეთნიკური მოტივების გამოყენება თავისებურად სათუთი პროცესია, რადგან მცირე არასწორმა დეტალმაც კი შესაძლოა დაარღვიოს ინტერიერში ჰარმონია და დიზაინს დაუკარგოს მთავარი პრინციპი. თუმცა ძირითადი მახასიათებლების ცოდნით და მათი სწორი შერწყმით შესაძლებელია იდეალური შედეგის მიღება.

ეს მახასიათებლებია:

1. შესამჩნევად დაბალი ავეჯი - მაგიდები დაბალ ფეხებზე, საწოლები და რბილი ავეჯი თითქმის იატაკის დონეზე, ინდური კარადა არასდროს ებჯინება ჭერს, როგორც სხვა სტილის ავეჯი;
2. რთული ჩუქურთმები და ორნამენტები - ასეთი მეთოდი თავიდან ჩამოყალიბდა ტერმიტებისგან და ტენიანობისგან დასაცავად, შემდგომ კი ავეჯის სტილის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად იქცა;
3. ინკრუსტირებული ავეჯი - ეს არის ერთგვარი მოზაიკის ტექნიკა, როცა ნაკეთობაზე ხდება სხვა მასალის ნატეხების ჩასმა. მაგალითად ხის ბაზაზე სპილოს ძვლის, მინის, სარკის ნატეხების, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების გამოყენება;
4. ჭედური, მომინანქრებული და ხელით მოხატული ზედაპირები;
5. ხელნაკეთი დეტალები - ეს ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი მახასიათებელია ინდური სტილის ავეჯისთვის. ჩუქურთმა და ჭედური ელემენტები კეთდება მთლიანად ხელით, ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე;
6. ბუნებრივი ნედლეული - მაღალი ხარისხის ბუნებრივი მასალა უზრუნველყოფს ავეჯის გამძლეობას;
7. დიდი რაოდენობით ტექსტილის გამოყენება - რაც შეიძლება ბევრი ბალიში, ფარდები, გადასაფარებლები. ეს ყველაფერი დამზადებული უნდა იყოს ბუნებრივი მასალისგან, ცხოველების და ყვავილების ფორმის ორნამენტებით. ყველაზე ხშირად ტექსტილზე გამოიყენება წვეთის ფორმის ცნობილი ინდური ორნამეტი - „ინდური კიტრი“.

ინდური კიტრი

ავეჯის მრავალსახეობა

ინდური ავეჯი მრავალფეროვანია, მისი „სავიზიტო ბარათია“ უნიკალური ვიზუალი, მკვეთრი, ხალისიანი ფერები, სიმყარე და დაბალი ცვეთა.

ავეჯი

ყველაზე პოპულარული ნაირსახეობებია:

1. ყავის, ჟურნალის მაგიდა - მოკლე, მსხვილ ფეხებზე დაყრდნობილი მაგიდები, რომელიც გაფორმებულია ინდური თემატიკის დეკორით ან სიგრძეზე გასდევს ჩუქურთმა. მაგიდის ზედაპირებისთვის ხშირად გამოიყენება მარმარილოს ფილები ან მინა;
2. სასადილო მაგიდა - ის უნდა იყოს დიდი და მასიური. რაც უფრო მდიდარია ოჯახი, მით უფრო ძვირფასი მასალისგან დამზადებული სასადილო მაგიდა  აქვს. ინდოეთში აგრეთვე პოპულარულია ინკრუსტირებული მარმარილოს მაგიდები ძვრიფასი ქვებით;
3. ინდური კარადა - ის უმეტესად დაბალი, მაგრამ მასიურია. გამოყენებული ბუნებრივი მასალის გამო გამოირჩევა მძიმე წონით. მდიდრული და ორიგინალური ვიზუალი მას განასხვავებს სხვა ავეჯისგან. ინკრუსტირება, ურთულესი ჩუქურთმები და ორნამენტები კი მას ნამდვილ შედევრად აქცევს;
4. რბილი ავეჯი - მისი განმასხვავებელი ნიშანი დაბალი ფეხები და საფარის მკვეთრად გამოხატული ფერი და ტექსტურაა.  ნათელი ფერის ქსოვილებზე ხშირად გამოყენებულია ნაქარგები, რაც ხაზს უსვამს სტილის ხასიათს. დივნის ჩონჩხი აუცილებლად დამზადებულია ნატურალური ხისგან;
5. პუფები და სკამები - შეიძლება ითქვას, სავალდებულო ატრიბუტია. სკამები უზურგოა, აქვს დაბალი ფეხები და კვარდატული ფორმა. დასაჯდომად გამოიყენება რბილი, ხშირად ხელით ნაქსოვი ბალიში. ამ სკამის პლუსია დაკეცვის შესაძლებლობა ადგილის დაზოგვის მიზნით. ინდურ პუფს უმეტესად ფეხების ქვეშ დასადგმელად იყენებენ. მის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ინდური ინტერიერი;
6. შირმა - ყველაზე პოპულარული და ორიგინალური ელემენტი ინდურ დიზაინში. მისი გამოყენებით შესაძლებელია სივრცის ზონირება. ინდურ შირმას უმეტეს შემთხვევაში აქვს ღია ფორმები.

ინდური შირმა

ფერთა გამა

ინდური ავეჯის ფერთა შერწყმა გასაოცარია, თუმცა მათი კომბინაცია ხშირად არალოგიკურია, მაგრამ საოცრად ჰარმონიულად თავსებადი. განსაკუთრებულად მრავალფეროვანია ტექსტილში გამოყენებული ჩრდილები. ისინი თითქოს იმეორებენ ადგილობრივი სანელებლების ფერს და გადმოსცემენ მათ არომატს. წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, მწვანე და რა თქმა უნდა ფირუზისფერი - ამ ფერებისგან შექმნილი დაუჯერებელი კომბინციები ქმნის განუმეორებელ ინდურ ხასიათს.
P.შ. ინდურ დიზაინში თეთრი ფერი თითქმის არ გამოიყენება, რადგან ის გლოვის ფერადაა მიჩნეული.

ინდური დიზაინი

კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები