ავეჯის დეკორირების პოპულარული მეთოდები
ავეჯის დამზადება

ავეჯის დეკორირების პოპულარული მეთოდები

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

882

0

10.07.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

მეტრიქსის სერვისები

image-რემონტირემონტი

სარემონტო კომპანია თბილისში — სადაც პრობლემები ჩვენი საზრუნავია

ხელოსნის ძიება, მასალების შერჩევა, ვადების კონტროლი, გაფუჭებული ნერვები და დახარჯული დრო — სახლის რემონტი თბილისში ამ ყველაფერთან ასოცირდება. Metrix-თან თანამშრომლობისას კი ეს სია უბრალოდ არ არსებობს. მეტიც — სარემონტო სამუშაოები თქვენთვის უხილავი პროცესი გახდება: ჩვენ ვზრუნავთ, თქვენ — ცხოვრებთ.

ერთი გუნდი — სრული პასუხისმგებლობა

Metrix აერთიანებს გამოცდილ, სანდო სპეციალისტებს, რომლებიც სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს საკუთარ თავზე იღებენ და პროექტს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში აბარებენ — გარანტიით.

სრული სარემონტო მომსახურება — ერთი გუნდი, სრული პასუხისმგებლობა

Metrix-ის გუნდი ასრულებს ყველა სახის სამუშაოს, რაც თქვენი სივრცის იდეალური მოწყობისთვის გჭირდებათ:

იატაკის ნებისმიერი საფარის დაგება

აბაზანის რემონტი და სანტექნიკის მონტაჟი

შპალერის გაკვრა და კედლის შეღებვა

გათბობა და კონდიცირების სისტემის მონტაჟი

ელექტრო გაყვანილობის სრული გაყვანა

კედლებისა და იატაკის თბოიზოლაცია

შეკიდული და გაჭიმული ჭერის მონტაჟი

პროფესიონალიზმი, რომელიც შედეგში ჩანს

Metrix დაკომპლექტებულია საქმის უბადლო ოსტატებით — სპეციალისტებით, რომლებიც ყოველ პროექტს უდიდესი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით უდგებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი — არამედ თქვენი სრული კმაყოფილება ბინის რემონტის მიმდინარეობის ყოველ ეტაპზე.

image-დიზაინერიდიზაინერი

ინტერიერის დიზაინი — სადაც სწორი დაგეგმარება გადამწყვეტია

დიზაინი და დაგეგმარება რემონტის განუყოფელი ნაწილებია — სწორედ ისინი განსაზღვრავენ სივრცის საბოლოო ფუნქციურობასა და ვიზუალურ შედეგს.

შეუსაბამო განათება, ცუდად დაგეგმილი გაყვანილობა თუ შეუფერებელი ავეჯი — ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური პრობლემა. ეს ყოველდღიური დისკომფორტია, რომელიც წლების განმავლობაში გაგახსენებთ ერთ არასწორ გადაწყვეტილებას.

რას იძლევა პროფესიონალი დიზაინერი?

Metrix-ის დიზაინერთან თანამშრომლობით თქვენი საცხოვრებელი სივრცე იქცევა სივრცედ, რომელიც:

თქვენს ცხოვრების რიტმზეა მორგებული — არა ჟურნალის გარეკანზე

მაქსიმალურად ფუნქციურია — ყოველი კვადრატული მეტრი გამოყენებულია

3D ვიზუალიზაციით წინასწარ ნანახია შედეგი — სიურპრიზების გარეშე

გრძელვადიან ტრენდებზეა დაფუძნებული — თანხის დახარჯვა მართლაც ღირს

Metrix-ის დიზაინერი — პირველი ნაბიჯიდან ბოლომდე

Metrix-ის სპეციალისტი თქვენთან შეთანხმებით ასრულებს სრულ დიზაინის ციკლს:

აზომვითი სამუშაოები და სივრცის სწორი დაგეგმარება

დიზაინისა და სტილის შერჩევა — თქვენი სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით

3D დიზაინის შექმნა — რეალისტური შედეგის წინასწარი აღქმისთვის

სასურველი მასალის შერჩევა და შეძენაში დახმარება

აქტიური ჩართულობა სამუშაო პროცესში — საჭიროების შემთხვევაში

შედეგი, რომელიც სახლში ყოველ დილას გახსენდებათ

სწორი დიზაინი არ ნიშნავს მხოლოდ ლამაზ სივრცეს — ის ნიშნავს სივრცეს, სადაც კომფორტულად ცხოვრობთ. Metrix-ის დიზაინერი თქვენს სურვილებს რეალობად აქცევს — სივრცე, რომელშიც ყოველდღიური კომფორტი და სტილი ერთმანეთს აღარ ეწინააღმდეგება.

image-ავეჯის დამზადებაავეჯის დამზადება

ავეჯი შეკვეთით — თქვენი გემოვნებით, თქვენივე სივრცეში

თუ თქვენი პრიორიტეტია საცხოვრებელი სივრცის გემოვნებიანი, ესთეტიკური ავეჯით შევსება — სწორ მისამართზე ხართ. Metrix-ის პროფესიონალი გუნდი თქვენს ხედვას რეალობად აქცევს, დასაწყისიდან მონტაჟამდე.

სრული თავისუფლება დიზაინის შერჩევისას

შეკვეთით დამზადებული ავეჯი მზა მოდელებისგან პრინციპულად განსხვავდება — აქ შეზღუდვები არ არსებობს:

თავად დაგეგმეთ დიზაინი ან მოიძიეთ იდეა სასურველი კატალოგებიდან

ისარგებლეთ Metrix-ის დიზაინერისა და ოსტატების რეკომენდაციებით

შეარჩიეთ სასურველი ფერი და მასალა — თქვენს გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებულად

მიიღეთ ინდივიდუალური დიზაინი, რომელიც სხვა არსად იქნება

ავეჯი ყველა სივრცისთვის — ერთი გუნდისგან

Metrix-ის ოსტატები ამზადებენ ნებისმიერი სირთულისა თუ მოცულობის შეკვეთას:

სამზარეულო

აბაზანა

საძინებელი

მისაღები ოთახი

საბავშვო ოთახი

ოფისი და ეზო

ყოველი შეკვეთა სრულდება უნაკლოდ და დროულად — უდიდესი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით, რაც დამკვეთის მოლოდინებს ყოველთვის ამართლებს.

დაგვიკავშირდით დღეს

მზად ხართ, ავეჯის შეკვეთა სტრესის გარეშე გამოცდილებად აქციოთ? დაგვიკავშირდით დღეს — პირველივე საუბარში მიიღებთ ზუსტ ფასს, რეალისტურ ვადას და სრულ სიმშვიდეს. Metrix-ი გელოდებათ.

image-VIP მასტერიVIP მასტერი

VIP მასტერი — გამოიძახე ახლავე

გათბობა გაფუჭდა, სანტექნიკამ გაჟონა, ელექტროობის პრობლემაა — და ხელოსანი ვერ იპოვე? Metrix-ის VIP მასტერი სწორედ ამ სიტუაციისთვისაა.

ერთი ზარით უმალ იძახებ სპეციალისტს — 24/7, თბილისის ნებისმიერ უბანში:

სანტექნიკა და გათბობა/კონდიცირება

ელექტრო სამუშაოები

მინის და რკინის კარის დამზადება და მონტაჟი

ნებისმიერი სივრცის შემინვა

რკინასთან დაკავშირებული სამუშაოები

მასალაც არ გაქვთ? არც ეს არის პრობლემა — ოსტატი თავად შეიძენს. სასწრაფოდ გჭირდებათ ხელოსანი? — ის ძალიან სწრაფად გესტუმრებათ.

გამოძახების ღირებულება 20 ლარიდან იწყება.

ხარისხიანი ავეჯი მრავალ ათწლეულს უძლებს, თუმცა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა შეელახოს ვიზუალური მხარე, დაუზიანდეს საფარი, სახელურები ან უბრალოდ გადავიდეს მოდიდან, მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ მისი გადაგდების დრო მოვიდა. არსებობს დეკორირების მრავალი მეთოდი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ ასეთ ავეჯს მიანიჭოთ ახალი სიცოცხლე და გამოიყენოთ კიდევ მრავალი წელი. ავეჯის დეკორირება შესაძლებელია საკუთარი ძალებითაც, ამისთვის დაგჭირდებათ შესაბამისი იარაღები, ტექნიკა და პროფესიული რჩევები, რაც დაგეხმარებათ შესაბამისი მეთოდის შერჩევაში. დეკორირების ყველაზე პოპულარული  მეთოდებია: დეკუპაჟი, ვინირება, დეკორირება ქსოვილით, განახლება თვითწებვადი ფონით, ხეზე წვა, მოზაიკა, ინკრუსტირება და ა. შ...

დეკუპაჟი

დეკუპაჟი

დეკუპაჟი ავეჯის დეკორირების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. მისი საშუალებით შესაძლებელია ავეჯის ზედაპირზე სასურველი პრინტის გადატანა ან ხის, ქვის, ტექსტილის, მინის იმიტირება. დეკუპაჟი საინტერესო და იოლი პროცესია. არ საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და გამოცდილებას. პროცესისთვის საჭირო ინვენტარის შეძენის შემდეგ შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ ამ სახალისო და შემოქმედებით პროცესს.

მასალა და ხელსაწყოები:

1.  გასაახლებელი ავეჯი;
2.  ქსოვილი სასურველი პრინტით;
3.  მძიმე უთო;
4.  სპეციალური წებო;
5.  ფუნჯი;
6.  უფერული ლაქი.

პროცესის თანამიმდევრობა:

2.  უთოს დახმარებით გაასწორეთ პრინტიანი ქსოვილი ან ქაღალდი;
3.  გულდასმით გაასუფთავეთ სამუშაო ზედაპირი, შემდგომ ფუნჯით გადაუსვით წებო;

4.  გადააკარით    პრინტიანი ქსოვილი დამუშავებულ ზედაპირს;
5.  ქსოვილი მაქსიმალურად გადაჭიმეთ ზედაპირზე (შემდგომი ხარვეზების თავიდან ასარიდებლად);
6.  შეძლებისდაგვარად კარგად ამოუკეცეთ კიდეები;
7.  საფუძვლიანად გააშრეთ;
8.  გამშრალ ზედაპირს გადაუსვით ლაქი, დაელოდეთ გაშრობას და ისევ გადაუსვით მომდევნო ფენა,

გაიმეორეთ პროცესი რამდენჯერმე;
9.  ავეჯი ექსპლოატაციამდე  კარგად გააშრეთ შენობის გარეთ, სუფთა ჰაერზე.

დეკორირება დეკუპაჟის მეთოდით

ავეჯი მილიმეტრის სიზუსტით!

მეტის გაგება

შპონირება (ვინირინგი)

პროცესი გულისხმობს ხის თხელი ნაჭრის (შპონის) დამაგრებას ხის ან სხვა მასალის ზედაპირზე, რაც ზრდის მის დეკორატიულ თვისებებს და ღირებულებას. შპონი ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური პროდუქტია, რადგან, ნამდვილი შპონი მზადდება მხოლოდ ბუნებრივი ხისგან. ავეჯის ზედაპირზე შპონის დასამაგრებლად გამოიყენება ცხელი ვინირების მეთოდი, რომელიც  ხორციელდება ცხელი წებოვანი ნაერთის გამოყენებით. ვინირინგის ტექნოლოგია გამოიყენება არა მხოლოდ ხეზე, არამედ მასზე დაფუძნებულ მასალებზე, როგორიცაა მდფ, ლამინატი და სხვ...
პროცესი არ არის რთული და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი გამოყენება თუ დაიცავს მარტივი წესების თანამიმდევრობას.

შპონი

პროცესის თანამიმდევრობა

თავდაპირველად ავეჯი გულდასმით გაწმინდეთ და უსწორმასწორო ზედაპირები დაამუშავეთ. ნაპრალები და სხვა დაიზანებები ამოავსეთ თხევადი წებოთი. ბაზის გაშრობის შემდგომ კვლავ დაამუშავეთ ზუმფარას ქაღალდით (გლუვი ზედაპირის მიღებამდე). მოჭერით შპონი სასურველ ზომაზე (ამისთვის გამოიყენეთ ქაღალდის შაბლონი). ავეჯის ზედაპირზე გადაანაწილეთ წებო თხელ, თანაბარ  ფენად და მოარგეთ ვინირი, შემდეგ  50 გრადუსამდე გაცხელებული უთოთი ან რკინით გაასწორეთ. (წებო არ უნდა ადუღდეს, რათა არ დაკარგოს თავისი თვისებები). მთავარია შპონმა არ გაიკეთოს ნაოჭები და ბუშტუკები და თუ მაინც გაჩნდა ბუშტუკები, შეშუპების ადგილები დაასველეთ წყლით, გააკეთეთ  მცირე ნაჩხვლეტები, საიდანაც შეძლებთ წებოს დამატებას შპრიცის მეშვეობით, ჰაერის გამოდევნის შემდეგ. ბოლოს ზედაპირი გაასწორეთ ცხელი რკინით ან უთოთი.

მასალა და ხელსაწყოები:

1.  შესაბამისი ვინირი;
2.  თხევადი წებო;
3.  სახაზავი და ქაღალდი შაბლონისთვის;
4.  პლაივუდის დანა;
5.  შპონის სპეციალური საჭრელი;
6.  შპრიცი ბუშტუკებისთვის;
7.  უთო ან რკინა.

შპონირებული ავეჯი

დეკორირება თვითწებვადი ფონით

ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული მეთოდია. თვითწებვადი ფონი გამძლეა, ტენიანობის და ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ მდგრადი, აქვს ხელმისაწვდომი ფასი და ფერის და ტექსტურის დიდი არჩევანი. თანამედროვე დეკორატიული ფონები ხასიათდება მრავალფეროვნებით - მარმარილოს, ბუნებრივი ხის და სხვა მრავალგვარი იმიტაციით. ეს მეთოდი გამოიყენება არა მარტო ძველი ავეჯის აღსადგენად, არამედ კედლებისთვის, დეკორისთვის, სამზარეულოს წინსაფრისთვის და ტექნიკისთვისაც კი. ის ძალიან მარტივია გამოსაყენებლად და თუ ავეჯს არ აქვს რთული კონფიგურაცია, ამის გაკეთებას ხელოსნის დაუხმარებლად, თავადაც შეძლებთ.

სამუშაოს თანამიმდევრობა:

1.  დასამუშავებლად გამზადებული ზედაპირები გაწმინდეთ, დაფარეთ სპეციალური ცხიმგამძლე ნაერთით;
2.  შეარჩიეთ ოპტიმალური სიგანის თვითწებვადი ფონის გრაგნილი;
3.  მასალა დაჭერით ავეჯის ზომის შესაბამისად;
4.  დამცავი საფარის მოხსნის შემდეგ დაამაგრეთ განსაზღვრულ ადგილზე;
5.  ფონი შპატელით გაასწორეთ, რითიც ხელს შეუშლით ბუშტუკების წარმოქმნას;
6.  კიდეების გასათანაბრებლად საკანცელარიო დანის გამოყენებით მოაშორეთ ნარჩენები.

მასალა და ხელსაწყოები:

შესაბამისი ხარისხის, ტექსტურის და ფერის ფონის გრაგნილი. ზედაპირის გასაწმენდი ხელსაწყო, ცხიმსაწინააღმდეგო ხსნარი, ფლასი.

დეკორირება თვითწებვადი ფონით

დეკორირება ქსოვილების გამოყენებით

განსაზღვრული დროის გავლის შემდეგ მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებული ავეჯიც კარგავს მიმზიდველ ვიზუალს, იცვითება ან უბრალოდ ბინძურდება მისი საფარი. ახალი ავეჯის შესაძენად კი საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო. ზედმეტი დანახარჯის თავიდან ასარიდებლად არსებობს დეკორირების ისეთი მეთოდები, რომლის გამოყენებით შესაძლებელია რადიკალურად შეიცვალოს რბილი ავეჯის ვიზუალი. ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ რბილი ავეჯისთვის, არამედ სკამებისთვის, კარადებისთვის და კედლებისთვისაც კი. დეკორირებისთვის დაგჭირდებათ ახალი, ხარისხიანი და გამძლე ქსოვილი, რომელიც იდეალურად შეეთავსება ინტერიერს. ყველაზე ხშირად არჩევანს აკეთებენ ნატურალურ ან ხელოვნურ ტყავზე, ალკანტარაზე, გობელინზე, ფლოკზე, ზამშზე, ფაკარდზე და ა. შ...

არჩევანის დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ მასალა აკმყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს:
•  გამძლეობა;
•  მჭიდრო ქსოვა;
•  მარტივად გასაწმენდი;
•  ფორმის შენარჩუნების უნარი ხანგრძლივი ექსპლოატაციის დროს;
•  ჭუჭყგამძლე;
•  წყლისგან დამცავი ზედაპირი.

რბილი ავეჯის განახლება

პროცესის თანამიმდევრობა:

1.  დაშალეთ კონსტრუქცია ცალკეულ ნაწილებად;
2.  მრგვალტუჩას დახმარებით ამოაძრეთ სამაგრები, რომლითაც  ქსოვილია დაფიქსირებული;
3.  მოხსენით ქსოვილი;
4.  ახალი საფარის შექმნა გაგიმარტივდებათ თუ შაბლონისთვის გამოიყენებთ ძველ გადასაკრავს;
5.  ნაკერებისთვის გამოიყენეთ საკერავი მანქანა;
6.  კონსტრუქციის შესაბამის ადგილს მიუსადაგეთ საფარის დეტალები, დაამაგრეთ სპეციალური სარჭებით;
7.  თვალი მიადევნეთ, რომ მუშაობის შემდგომ არ დარჩეს ნაკეცები და უზუსტობები;
8.  ჩარჩოზე სპეციალური სამაგრების დაშორება უნდა იყოს ორი სანტიმეტრი;
9.  ამ ეტაპების დასრულების შემდგომ ააწყვეთ დაშლილი კონსტრუქცია;

მასალა და ხელსაწყოები:

ახალი ქსოვილი, სტეპლერი, შესაბამისი ზომის  გამძლე სამაგრები, მაკრატელი, საზომი ხელსაწყოები, ცარცი მოსანიშნად.

რბილი ავეჯი

დეკორირების სხვა მეთოდები

ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გარდა არსებობს კიდევ ნაკლებად პოპულარიული, მაგრამ საკმაოდ საინტერსო დეკორირების მეთოდები:
ხეზე კვეთა - გამოიყენება ხის კონსტრუქციებზე სამუშაოდ.  ეს მეთოდი რთულია და მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და უნარებს.
დეკორირება შაბლონებით - პროცესი მარტივია და ამავდროულად საინტერესო. მის გამოსაყენებლად არ არის საჭირო განსაკუთრებული ცოდნა.  საკმარისია შეიძინოთ სასურველი შაბლონი და შესასხურებელი საღებავი. სასურველ ზონაზე მიმაგრებულ შაბლონზე საღებავის შესხურების შემდეგ თქვენ მიიღებთ ავეჯს სასურველი ნახატით. დეკორირების ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ავეჯზე.
მოზაიკა - ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება აღმოსავლური ტიპის ავეჯზე. ხასიათდება საშუალო სირთულით და არაპროფესიონალსაც შეუძლია მისი გამოყენებით ავეჯის დეკორირება. პროცესისთვის დაგჭირდებათ სპეციალური პატარა ზომის ქვები ან სხვა მსგავსი მოსაპირკეთებელი მასალა, მაღალი ხარისხის წებო და მდიდარი ფანტაზია ორიგინალური დიზაინის შესაქმნელად.
ხეზე წვა -  საჭიროა შესაბამისი ცოდნა და სპეციალური აპარატი. თავიდან ხის ზედაპირზე ფანქრით სრულდება სასურველი ესკიზი და მხოლოდ ამის შემდგომ ხორციელდება ხაზების გასწვრივ წვა აპარატის გამოყენებით. მეთოდი რთულია და რეკომენდაციაა შესრულდეს პროფესიონალის მეთვალყურეობით.

ავეჯის დეკორირება

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები