aveji-provansis-stilshi
ავეჯის დამზადება

ავეჯი პროვანსის სტილში

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

836

0

30.01.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

პრაქტიკული, კომფრტული, ფერადი, ელეგანტური და თან მარტივი  - ასეთია პროვანსის სტილის ავეჯის მოკლე მახასიათებელი. ამ სტილის ფუძემდებელად ითვლებიან ფრანგული ბურჟუაზიის წარმომადგენლები, რომლებიც დაიღალნენ ქალაქის დაძაბული რიტმით და გადაწყვიტეს, პროვანსის ლაჟვარდოვანი პეიზაჟებით, ლავანდის სურნელით და ზღვის რომანტიკული ხმაურით შთაგონებულებმა, მზიან სამხრეთში აეშენებინათ სახლები და მოეწყოთ ისეთი ინტერიერით, რაც დაავიწყებდათ ქალაქის პომპეზურობას და მიანიჭებდათ  პროვინციისთვის დამახასიათებელ სიმშვიდის შეგრძნებას. ასე ჩამოყალიბდა პროვანსის სტილი - თითქოს ჩვეულებრივი, თავისი ელეგანტური სიმარტივით. ამ მახასიათებლების წყალობით გახდა ეს მოკრძალებული, მაგრამ გემოვნებიანი ინტერიერი ასეთი მოთხოვნადი . ახლა, ამდენი წლის შემდეგაც კი, პროვანსის სტილის ავეჯი ბევრს ხიბლავს თავისი განსაკუთრებულობით, ორიგინალურობით და დახვეწილი "ძველი დროის სურნელით".


ძირითადი მახასიათებელი

პროვანსის ინტერიერში ავეჯი  მხოლოდ ფუნქციურ კომპონენტად არ მოიაზრება, ის მთავარ როლს ასრულებს დეკორატიული თვალსაზრისითაც. მის ელეგანტურ ვიზუალს ოდნავ უხეში დაუდევრობის ელფერი  გადაკრავს და ეს ანიჭებს განუმეორებელ ხიბლს და სილამაზეს. ეს ავეჯი უნიკალურია არა მხოლოდ მისი სილამაზის გამო, არამედ ის უკონკურენტოა პრაქტიკულობის თვალსაზრისით. თავიდან პროვანსის სტილის ავეჯი მზადდებოდა და ძირითადად გამოიყენებოდა აგარაკის სახლების მოსაწყობად. დღეს კი პოპულარული და მოთხოვნადია ქალაქური ტიპის ბინებისთვის. პროვანსული ავეჯი ქალაქურ ბინებს თითითქოს ავსებს ზღვიდან მონაბერი სოფლის ჯანსაღი ჰაერით, ბუნების არომატითა და ლავანდის მსუბუქი სურნელით.

პროვანსი

ხარისხიანი ავეჯის შეკვეთა

მეტის გაგება

მთავარი აქცენტი

რაც შეეხება თავად ავეჯის ვიზუალს, ის აუცილებლად უნდა გამოიყურებოდეს როგორც თაობიდან თაობას გადაცემული საოჯახო მემკვიდრეობა - გადაქერცლილი საღებავით, ალაგ-ალაგ გაცვეთილი, პატარა ღრიჭოებით, სახელურებზე და საზურგეებზე დაბზარული მინანქრით. განსაკუთრებით, პროვანსის სტილის შეუცვლელ ატრიბუტიკას - მომცრო კარადებს, კომოდებს, მომრგვალებული ფორმის ბუფეტებსა და მოჩუქურთმებულ ტუმბოებს უნდა დაჰკრავდეს ეს „სიძველის კეთილშობილური ხიბლი“. მაღალ ფიგურულ ფეხებზე მდგომი კარადები აღჭურვილია უთვალავი უჯრით და წვრილ-წვრილი სათავსოებით. პროვანსის სტილის დანარჩენ ავეჯეულობას: მაგიდებს, სკამებს, დივან-სავარძლებსა და ღია თაროებს ასევე უნდა ჰქონდეს სიძველის ეფექტი. რბილი ავეჯისთვის რეკომენდებულია ნატურალური, ვინტაჟური სტილის ქსოვილი ღია ფერებში, ყვავილების , ჩიტების ან პატარა ნაზი ფუგურების გამოსახულებებით.

პროვანსის საძინებელი


რით გამოვარჩიოთ პროვანსული ავეჯი?

1. სიმარტივე - უბრალოებით;
2. ღია პასტელის ფერებით: ცისფერი, სალათისფერი, რძისფერი, კრემისფერი და ა. შ...
3. ბუნებრივი მასალებით: ხე, კერამიკა, მინა, ლითონი;
4. რეალურად ძველი ან დაძველების ეფექტით;
5. ბუნებრივი ხისგან დამზადებული ავეჯის შესატყვისი დეკორატიული ნივთებით;
6. ვიტრაჟებით და ფერადი რკინის დეკორით გაფორმებული ავეჯით;
7. ხის ღია თაროებზე განთავსებული აქსესუარებით: ფაიფურის ფიგურები, სათამაშოები, ჭურჭელი და სხვა;
8. ყვავილების მოტივებით ავეჯზე, ჭურჭელზე, ფარდებზე;
9. ტექსტილისთვის და ავეჯის დაფარვაზე გამოყენებული ნატურალური ქსოვილებით.

პროვანსი


მასალა ავეჯისთვის

სრულფასოვანი პროვანსული სტილის ავეჯი აუცილებლად დამზადებული უნდა იყოს ექსკლუზიურად ბუნებრივი მყარი ხისგან: იქნება ეს გარდერობი, მაგიდა, ტუმბო თუ სავარძელი. დიზაინს ელეგანტურობას მატებს და იდეალურად ეთავსება ისეთი ნატურალური მასალები როგორიცაა: დეკორატიული მინა, ვიტრაჟი, ფერადი რკინის დეკორი, მინანქარი. ლამინატის, „MDF”-ის, პლასტმასის და სხვა თანამედროვე მასალების გამოყენება მიუღებელია პროვანსის სტილისთვის.  უპირატესობა ენიჭება ღია ფერის ხეებს: მუხას, წიფელს, არყის ხეს, ფიჭვს. თუ ამ მასალისგან დამზადებული ავეჯი არ არის რეალურად ძველი, მაშინ საჭიროა მიეცეს დაძველების ეფექტი, რომლის მიღწევა არ არის რთული დეკუპაჟის მეშვეობით.

პროვანსის საძინებელი


პროვანსული სტილის ავეჯის დეკუპაჟი

დეკუპაჟი იმიტაციის ხელოვნებაა, დღესდღეობით ის დეკორირების პოპულარული ხერხია. მისი საშუალებით შესაძლებელია ხის, ქვის, ტექსტილის, მინის ზედაპირების იმიტაცია, აგრეთვე დაძველების ეფექტის შექმნა ყველანაირ ზედაპირზე. ინტერნეტსივრცეში შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი მასალა, გაკვეთილი, რჩევები დეკუპაჟის შესახებ. ამ ინფორმაციის დახმარებით უმარტივესად შეძლებთ ძველი ავეჯი განაახლოთ ან პირიქით, თანამედროვე ავეჯს მიანიჭოთ დაძველების ეფეექტი. დეკუპაჟი საკმაოდ სახალისო და საინტერესო პროცესია. შეგიძლიათ დაუყოვნებლივ შეუდგეთ ამ საინტერესო და შემოქმედებით პროცესს, როგორც კი შეიძენთ პროცესისთვის საჭირო ინვენტარს.

პროცესისთვის საჭირო ინვენტარი:

1. ავეჯი, რომლის განახლებასაც აპირებთ;
2. უთო;
3. წებო „პევეა“;
4. ფუნჯი და ხისთვის განკუთვნილი უფერული ლაქი;
5. ქსოვილი სასურველი პრინტით.

დეკუპაჟი

პროცესის თანამიმდევრობა:

1. ქსოვილი გულდასმით გააუთოეთ;
2. ავეჯის ზედაპირი კარგად გაასუფთავეთ და ფუნჯით წაუსვით ზედაპირზე წებო, შემდეგ პრინტიანი ქსოვილი გადააკარით დამუშავებულ ზედაპირს;
3. ქსოვილი გადაჭიმეთ ზედაპირზე და შეძლებისდაგვარად კარგად ამოუკეცეთ კიდეები;
4. საფუძვლიანად გააშრეთ;
5. როცა დარწმუნდებით, რომ ბოლომდე გაშრა, მხოლოდ ამის შემდგომ გადაუსვით ქსოვლის ლაქი, დაელოდეთ გაშრობას და კიდევ გადაუსვით მომდევნო ფენა. გაიმეორეთ ეს პროცესი რამდენჯერმე;
6. სანამ ახლადშექმნილ ავეჯს გამოიყენებთ, აუცილებლად კარგად გააშრეთ შენობის გარეთ, სუფთა ჰაერზე.

დეკუპაჟი

სიძველის ეფექტისთვის:

სიძველის ეფექტის მისაღწევად ზედაპირი დაფარეთ სპეციალური ცვილით და შემდგომ შეღებეთ. სრული გაშრობის შემდეგ დაასველეთ და კვლავ გააშრეთ - ასე მიიღებთ სასურველ შედეგს.
ხელოვნური ბზარების ეფექტის მიღებას შეძლებთ თუ საღებავის ორ ფენას შორის ლაქს წაუსვამთ. გარე ფენის გაშრობის შემდგომ ჩნდება ბზარები, რაც ასეთ ხიბლს და ინდივიდუალურობას ანიჭებს პროვანსის სტილის ავეჯს.


კომპანია „მეტრიქსი“ გისურვებთ სახლში პროვანსულ სიმყუდროვეს, ფრანგულ სიმსუბუქეს და სილამაზეს!


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები