karadis-saxeobebi
ავეჯის დამზადება

კარადის სახეობები

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

3279

0

08.03.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

კარადა არის ფუნქციური ავეჯი, რომელიც შექმნილია ტანაცმლის, ფეხსაცმლის, წიგნების, ჭურჭლის, აქსესუარების და სხვა ნივთების შესანახად. მისი დახმარებით შესაძლებელია არა მარტო ნივთების შენახვა, არამედ სივრცის გაფართოება ან შევსება მომგებიანად, აგრეთვე შესაძლებელია ოთახის ფართის ვიზუალურად გაზრდა ან ადგილის დაზოგვა. სწორი ლოკაციის შერჩევით ადვილადაა შესაძლებელი კედლების, ჭერის ან იატაკის ნაკლოვანებების და ხარვეზების დამალვა.


რის მიხედვით შეიძლება დაიყოს კარადები?

კარადები შეიძლება დაიყოს კარის რაოდენობის, კომპლექტაციის, ფორმის, მასალის, დანიშნულების, დიზაინის ტიპის, კარის ტიპის, კონფიგურაციის და კიდევ სხვა ნიშნულების  მიხედვით.

კარის რაოდენობის მიხედვით:

1.    ერთკარიანი, ორკარიანი, სამკარიანი და ა. შ...
2.    კომბინირებული (ასეთ ტიპს ხშირად წიგნის, ჭურჭლის და სამზარეულოს კარადები განეკუთვნება).

კომპლექტაციის მიხედვით:

1.    ტიპური;
2.    სერიული;
3.    მოდულირებული.

საძინებლის კარადა

ავეჯი მილიმეტრის სიზუსტით

მეტის გაგება

კარების ტიპის მიხედვით:

*   კუპე კარადა სასრიალო კარებით: აქვს კარის გაღების ორი მექანიზმი: ჩარჩო, რომლის შიგნით კარი მოძრაობს გორგოლაჭების მეშვეობით და მეორე: როცა გორგოლაჭები მოძრაობენ რელსის გასწვრივ - ასეთი მექანიზმი ხელს უშლის კარადაში მტვრის შეღწევას.
*    კარადა ორმხრივი გაღების სისტემიანი კარით (საქანელა): ამ ტიპის კარი  გამოიყენება სივრცის ეკონომიის მიზნით, რადგან იღება ორივე მიმართულებით, თუმცა აქვს მინუსიც - ჯეროვნად ვერ აკავებს მტვრის ნაწილაკებს.
*    კარადა ასაწევი კარებით: ასეთი ტიპის კარები უმეტესად დამონტაჟებულია სამზარეულოს გარნიტურის ზედა სათავსოებზე, რაც მეტად მოსახერხებელს ხდის მის გამოყენებას.
*    კარადები ფარდა „კარებით“: ასეთი ტიპის დაფარვა მოსახერხებელია საგარდირობე ოთახებისთვის, აგრეთვე ფეხსაცმლის კარადებისთვის.
*    ღია ტიპის კარადები: ასეთ კარადას არ აქვს კარები და გამოიყენება ძირითადად აქსესუარების, წიგნების, ყვავილის ქოთნების და მსგავსი ნივთების განსათავსებლად.
*    კარადა დასაკეცი კარებით: კარადა ასეთი კარებით თანამედროვე და ვიზუალურად მომგებიანია, ამავდროულად იდეალურია სივრცის დაზოგვის მიზნითაც. თუმცა აქვს ნაკლიც - მისი ნაწილები ხშირად გამოდის მწყობრიდან.


კარადა

დიზაინის სტილის მიხედვით:

1.    კლასიკური დიზაინი, როგორიცაა: როკოკო, ბაროკო, ამპირი, გოთიკა, კლასიკა;
2.    ეთნო სტილში: იაპონური, აფრიკული, ჩინური, ფრანგული, სკანდინავიური და ა. შ...;
3.    თანამედროვე სტილის კარადები: ლოფტი, მოდერნი, არტ-დეკო, პოპ-არტი და ა. შ...

ფორმის მიხედვით:

1.    სწორხაზოვანი;
2.    კუთხის კარადები (L- ფორმის, U- ფორმის);
3.    კარადები მომრგვალებული დაბოლოებით (ძირითადად გვერდითი პანელი);
4.    კარადები მართკუთხა ფორმით.

კარადა მომრგვალებული ფორმით

მასალის მიხედვით:

•    ხის კარადები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ავეჯის წარმოებაში, ხის მასალა გამოიყენება ყველა ტიპის კარადისთვის: სამზარეულოს, საძინებლის, შემოსასვლელის, საბავშვოს და ა. შ... გარდა იმისა რომ ის ვიზუალურად მომგებიანია, ყველაზე ეკოლოგიურადაცაა აღიარებული;
•    ლამინატის მასალისგან დამზადებული კარადები პოპულარობით სარგებლობს, ის მიმზიდველია როგორც პრაქტიკულობით და გამძლეობით, ასევე დაბალი ფასითაც.
•    საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი მასალის დამუშავება მარტივია. ამ მასალის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მისგან შესაძლებელია ამოზნექილი ფასადების დამზადება, ეს კი იძლევა ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური ფორმების შექმნის საშუალებას, ამიტომაც „MDF“-ის კარადები ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება.
•    პლასტმასის კარადებზე მოთხოვნა დღითი დღე მატულობს. მის ასეთ პოპულარობას განაპირობებს ხელმისაწვდომი ფასი, ფერის დიდი არჩევანი და მარტივი გადაადგილება, მისი დაბალი წონის გამო.
•    ფოლადის კონსტრუქცია (ძირითადად გამოიყენება გარე სივრცეებისთვის);
•    კარადები მინის ჩანართებით: ასეთი კარადები უმეტესად ანტიკვარულია და რესტავრაციას საჭიროებს. მისი დახვეწილი და ორიგინალური ვიზუალი ყველა დიზაინს არ ეხამება და ხშირად საჭიროებს დიზაინერის ჩართვას. თანამედროვე ბაზარზე მისი  ექსკლუზიური მოდელები მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით.
•    სარკიანი კარადები: ძირითადად გამოიყენება საძინებლი ოთახისთვის, არ არის რეკომენდებული საბავშვო სივრცისთვის, პატარა ბინადარის უსაფრთხოების მიზნით.
•    კარადები რატანისგან: ეს ულამაზესი, მსუბუქი და დახვეწილი ავეჯი ძირითადად გამოიყენება ვერანდის და სხვა ღია სივრცეების გასაფორმებლად.

მომრგვალებული ფორმის კარადა


ყველაზე პოპულარული  კარადები სივრცის ეკონომიის კუთხით:

•    დამოუკიდებელი (ცალკე მდგომი) კარადა - აქვს მთლიანი კორპუსი. მისი შემადგენელი ნაწილებია: ზედა საფარი, ქვედა ნაწილი, გვერდითი კედლები და კარები. უპრობლემოდ თავსდება ოთახის ნებისმიერ კუთხეში, მარტივია მისი ტრანსპორტირება;
•    ჩასაშენებელი კარადა - ამ ტიპის ავეჯი ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. კარადას გვერდითი და ზედა კედლების მაგივრობას ოთახის სივრცითი ელემენტები უწევს: კედლები, ნიშები, ჭერი, იატაკი;
•    ნაწილობრივ ჩაშენებული კარადები - როგორც დასახელება მიანიშნებს, ეს არის პროდუქტი რომელიც ნაწილობრივაა დამოკიდებული ოთახის სივრცით ელემენტებზე და სტანდარტული გარნიტურისგან განსხვავდება ერთი ან ორი ნაწილის არარსებობით.


სარკიანი კარადა


რა დეტალებს უნდა მოიცავდეს კარადის შიგთავსი?

1.    თაროები და ბადე კალათები;
2.    მოძრავი უჯრები მცირე მოცულობის ნივთებისთვის;
3.    საკიდი მილი და კაუჭიანი საკიდები;
4.    თარო ფეხსაცმლისთვის;
5.    შარვლის დამჭერები;
6.    საკიდები ჰალსტუხებისთვის და მანჟეტებისთვის;

კარადის დამზადება


როგორი უნდა იყოს საუკეთესო გარდერობი?

უნდა შეესაბამებოდეს ოთახს ზომით და ფორმით ისე, რომ არ გადატვირთოს ოთახის დიზაინი; იყოს მყარი, ფუნქციური, ტევადი, ჰქონდეს ხარისხიანი ფურნიტურა; კარებზე და უჯრებზე უნდა ჰქონდეს ანჯამების გაჩერების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და უხმაურო ექსპლოატაციას;
ვიზუალურად უნდა აფართოებდეს ოთახს, ზოგავდეს ადგილს და შეესაბამებოდეს ოთახში არსებულ დიზაინს სტილით და ფერით;
ჰქონდეს საჭირო რაოდენობის სათავსოები, რომელიც განთავსებული იქნება ხელმისაწვდომ ლოკაციებზე;
ჰქონდეს ერგონომიული დიზაინი და გამოიყურებოდეს ელეგანტურად.

კარადის დიზაინი

                                                     კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ კოფორტულ სახლს და წარმატებებს!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები