samzareulos-motskoba-modernistul-stilshi
ინტერიერის დიზაინერი

სამზარეულოს მოწყობა მოდერნისტულ სტილში

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1823

0

06.07.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

განსაკუთრებული მოვლენა ინტერიერის დიზაინის ისტორიაში

ეს სტილი მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და მაშინვე გახდა მოთხოვნადი, პოპულარული და აქტუალურობას არ კარგავს დღემდე, პირიქით, იმის მაგივრად რომ მივიწყებას მიეცეს, უფრო და უფრო იხვეწება და ახალ შთამბეჭდავ იერსახეს იძენს.
ეს არის აბსოლუტურად ურბანული დიზაინი. მისი მთავარი მახასიათებლების - კომპაქტურობისა და მაქსიმალური ფუნქციონალურობის წყალობით, იდეალურად მიესადაგება ქალაქური ტიპის ბინების პატარა სამზარეულოებს. სამზარეულო მოდერნის სტილში საუკეთესო არჩევანია პატარა ბინების მოსაწყობად, სამზარეულოს სათავსოები ჭერამდე – ეს ვიზუალურად ზრდის სივრცეს და სათავსოების რაოდენობას.
ამ სტილის სამზარეულოს განთავსება შესაძლებელია ძალზედ მოხერხებულად, როგორც პატარა სივრცეში, ასევე დიდი მოცულობის ფართის შემთხვევაშიც.


 სტილის ძირითადი მახასიათებლები

მოდერნისტული (იგივე არტ ნუვო) სტილით მოწყობილი სახლი წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სამზარულოს ეხება.
პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ მოდერნისტული სტილით მოწყობილ სამზარულოში ეს სიპრიალეა. გლუვი და მზინავი ზედაპირები, ჭარბად გამოყენებული გამჭვირვალე ან შეღებილი მინა, გაპრიალებული ფოლადი, პლასტმასის დეტალები და პატარ - პატარა ქრომირებული ჩანართები, გლუვი, მომრგვალებული ფორმები, ჰორიზონტალური ხაზები, მინიმალური ღია თაროები და გამოყოფილ ნიშებში მილიმეტრის სიზუსტით დამონტაჟებული  ტექნიკა - აი რით გამოარჩევთ ამ სტილს სხვა ინტერიერის დიზაინის სტილისგან.
ინოვაციური მასალები, ყველაფერი თანამედროვე და შთამბეჭდავი, დახვეწილი დიზაინი - ეს არტ ნუვოს სავიზიტო ბარათია. ეს არის სტილი, სადაც ბუნებრივი ტექსტურები თითქმის მთლიანად ჩანაცვლებულია ხელოვნურით და ბუნებრივი ხის ავეჯის ტექსტურაც კი არ ჩანს პრიალა საფარის ქვეშ.
არტ ნუვოს სტილის სამზარეულოს ავეჯის გამორჩეული თვისება სიგლუვეა, პანელების ნაკლებობა, გლუვი, პრიალა დეკორი, არაფუნქციური, მხოლოდ ვიზუალისთვის განკუთვნილი  ელემენტები. საერთო ჯამში ეს ყველაფერი მონოლითურად გამოიყურება. ზოგჯერ, ხუმრობით მას  სამეცნიერო ფანტასტიკის ფილში ნანახ ხომალდსაც კი ადარებენ ხოლმე. 

მომსახურება სამი ერთში

მეტის გაგება

ფერთა გამა და განათება

ფერთა პალიტრა მოდერნისტული სამზარეულოსთვის მრავალფეროვანია. თამამად შეგიძლიათ შეუხამოთ ნეიტრალურ ფერს რამე სრულიად კონტრასტული. მაგ: ტრადიციულ კრემისფერს აქრომატული კენკროვანი გამა, ლურჯი კობალტი ან ნარინჯისფერ - ყვითელი ტონალობა. 
მოდერნისტული სტილის აუცილებელ დეტალს წარმოადგენს მრავალფუნქციური განათება, როგორც სამზარეულოში, ასევე მთლიანად სახლში. შეიძლება ეს იყოს ჩვეულებრივი ჭაღი სამზარეულოს ცენტრში: ფოლადი, კერამიკა, ხე თუ მინა, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იყოს ორიგინალური.  ნებისმიერი ოთახის, მათ შორის სამზარეულოს ატმოსფეროს შექმნაში სწორად შერჩეულ განათებას ლომის წილი მიუძღვის. ამ სტილის სამზარეულოს შესანიშნავად მიესადაგება ნეიტრალური თეთრი ან თბილი მოყვითალო განათება. რეკონედაციას უწევენ LED ტექნოლოგიებს, რადგან ეკონომიური, უსაფრთხო და კომფორტულია. მიღებულია, აგრეთვე, განათების დამონტაჟება ჭერის გარდა კედლებსა და იატაკზე. 


სამზარეულოს ავეჯი

ეს სტილი პატარა ფართის სამზარეულოებისთვის იდეალურია და ძირითადად მასზეცაა გათვლილი. ამიტომ, ეს ის შემთხვევაა, როცა დიზაინერები არა მზა სამზარეულოს ყიდვას გირჩევენ, არამედ დაბეჯითებით იძლევიან რეკომენდაციას სამზარეულოს დამზადებაზე, რიგი  უპირატესობების გამო. რადგან ამ ტიპის სამზარეულოს მახასიათებელი ჭერამდე დამონტაჟებული კარადებია, ამიტომ მზა სამზრეულოს დამონტაჟებისას, შესაძლებელია, რიგმა პრობლემებმა იჩინოს თავი, არასაკმარისი ფართის ან თუნდაც დაბალი ჭერის გამო. თუ სამზარეულო მცირე ზომისაა და დაბალი ჭერი აქვს, სასურველია სიმაღლე დააბალანსოთ მოზრდილი ვერტიკალური ელემენტებით (მაგალითად, როგორიცაა მაღალი მაცივარი, გამწოვი მაღალი მილით, კარადა სადაც ტექნიკა ჩამონტაჟდება და ა.შ...) მაქსიმალურად გამოიყენეთ სივრცე კუთხეებში. დიდ ფართში კი ლავირება მარტივია და არც მოითხოვს რამე წესებს.
თუ ავეჯის შეკვეთა გადაწყვიტეთ, წინასწარ განსაზღვრეთ ადგილები სადაც ტექნიკას დაამონტაჟებთ, რადგან შემდგომში პრობლემური შეიძლება გახდეს მონტაჟი. ამ სტილს არ უყვარს ღია თაროები და ძირითადად დაკომპლექტებულია დახურული ტიპის გამოსაღები ან მოსრიალე სათავსოებით, რაც ჰიგიენური თვალსაზრისით საკმაოდ პრაქტიკულია, ჭუჭყიც ნაკლებია და სამზარეულოც ყოველთვის აკურატულად გამოიყურება. თუ მაინცდამაინც გინდათ, რომ თაროს შიგთავსი ჩანდეს, მაშინ შეგიძლიათ რამდენიმე თარო დაამზადებინოთ გამჭვირვალე შუშით, სადაც შეინახავთ ისეთ ჭურჭელს და აქსესუარების, რისი გამოჩენაც გსურთ. მაქსიმალურად ეცადეთ რომ წვრილმანი ნივთები დახურულ სივრცეებში განათავსოთ და დატოვოთ მხოლოდ ისეთი ნივთები  რომლებსაც ყოვედღიურად იყენებთ. ეს მოდერნისტული სტილის მთავარი პრინციპია - არაფერი ზედმეტი თვალში მოსახვედრად.
თუ შეუკვეთავთ სამზარეულოს ისეთი კარებით, რომელიც  დამაგრებულია ალუმინის პროფილზე - ეს არამარტო სტილის შესაბამისი იქნება, არამედ გაზრდის ავეჯის ექსპლუატაციის ვადას, დაიცავს კარის კუთხეებს ტენიანობისგან. 
რაც შეეხება მაცივარს და სხვა ტექნიკას: თუ ის თანამედროვე, ლამაზი და ქრომირებული ზედაპირითაა ნუ დამალავთ მას, უბრალოდ გამოყავით ცალკე ნიშა რათა მან არ გადაფაროს თავისი პირალა ვიზუალით სამზარეულოს კარადები. 


სასადილო ზონა


თუ საცხოვრებლის ფართი ამის საშუალებას გაძლევთ, დიზაინერების რჩევით, უფრო კომფორტულ სივრცეს მიიღებთ, თუ სამზარეულოსგან გამოყოფთ სასადილო ზონას. ასეთი დიზაინი დიდწილად განსაზღვრავს თქვენს ყოველდღიურ ოჯახურ კომფორტს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ. ამ შემთხვევაში  სასადილო ოთახს შეიძლება სხვა დატვირთვაც შეუთავსოთ და ის აქციოთ მუდმივი კომუნიკაციის ადგილად, სადაც პატარები გაერთობიან, ითამაშებენ, დახატავენ, თქვენ კი პარალელურად შეგეძლებათ თვალი ადევნოთ მათ, ისე რომ არ მოწყდეთ სამზარეულოს საქმეებს. უკეთესი იქნება, თუ სასადილო ოთახს მოაქცევთ მზიან მხარეს, დიდი და ნათელი ფანჯრების წყალობით კიდევ უფრო კომფორტულს გახდით მას.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები