ინტერიერის დიზაინის სტილისტური მიმართულებები
ინტერიერის დიზაინერი

ინტერიერის დიზაინის სტილისტური მიმართულებები

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1157

0

29.05.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

მეტრიქსის სერვისები

image-რემონტირემონტი

სარემონტო კომპანია თბილისში — სადაც პრობლემები ჩვენი საზრუნავია

ხელოსნის ძიება, მასალების შერჩევა, ვადების კონტროლი, გაფუჭებული ნერვები და დახარჯული დრო — სახლის რემონტი თბილისში ამ ყველაფერთან ასოცირდება. Metrix-თან თანამშრომლობისას კი ეს სია უბრალოდ არ არსებობს. მეტიც — სარემონტო სამუშაოები თქვენთვის უხილავი პროცესი გახდება: ჩვენ ვზრუნავთ, თქვენ — ცხოვრებთ.

ერთი გუნდი — სრული პასუხისმგებლობა

Metrix აერთიანებს გამოცდილ, სანდო სპეციალისტებს, რომლებიც სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს საკუთარ თავზე იღებენ და პროექტს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში აბარებენ — გარანტიით.

სრული სარემონტო მომსახურება — ერთი გუნდი, სრული პასუხისმგებლობა

Metrix-ის გუნდი ასრულებს ყველა სახის სამუშაოს, რაც თქვენი სივრცის იდეალური მოწყობისთვის გჭირდებათ:

იატაკის ნებისმიერი საფარის დაგება

აბაზანის რემონტი და სანტექნიკის მონტაჟი

შპალერის გაკვრა და კედლის შეღებვა

გათბობა და კონდიცირების სისტემის მონტაჟი

ელექტრო გაყვანილობის სრული გაყვანა

კედლებისა და იატაკის თბოიზოლაცია

შეკიდული და გაჭიმული ჭერის მონტაჟი

პროფესიონალიზმი, რომელიც შედეგში ჩანს

Metrix დაკომპლექტებულია საქმის უბადლო ოსტატებით — სპეციალისტებით, რომლებიც ყოველ პროექტს უდიდესი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით უდგებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი — არამედ თქვენი სრული კმაყოფილება ბინის რემონტის მიმდინარეობის ყოველ ეტაპზე.

image-დიზაინერიდიზაინერი

ინტერიერის დიზაინი — სადაც სწორი დაგეგმარება გადამწყვეტია

დიზაინი და დაგეგმარება რემონტის განუყოფელი ნაწილებია — სწორედ ისინი განსაზღვრავენ სივრცის საბოლოო ფუნქციურობასა და ვიზუალურ შედეგს.

შეუსაბამო განათება, ცუდად დაგეგმილი გაყვანილობა თუ შეუფერებელი ავეჯი — ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური პრობლემა. ეს ყოველდღიური დისკომფორტია, რომელიც წლების განმავლობაში გაგახსენებთ ერთ არასწორ გადაწყვეტილებას.

რას იძლევა პროფესიონალი დიზაინერი?

Metrix-ის დიზაინერთან თანამშრომლობით თქვენი საცხოვრებელი სივრცე იქცევა სივრცედ, რომელიც:

თქვენს ცხოვრების რიტმზეა მორგებული — არა ჟურნალის გარეკანზე

მაქსიმალურად ფუნქციურია — ყოველი კვადრატული მეტრი გამოყენებულია

3D ვიზუალიზაციით წინასწარ ნანახია შედეგი — სიურპრიზების გარეშე

გრძელვადიან ტრენდებზეა დაფუძნებული — თანხის დახარჯვა მართლაც ღირს

Metrix-ის დიზაინერი — პირველი ნაბიჯიდან ბოლომდე

Metrix-ის სპეციალისტი თქვენთან შეთანხმებით ასრულებს სრულ დიზაინის ციკლს:

აზომვითი სამუშაოები და სივრცის სწორი დაგეგმარება

დიზაინისა და სტილის შერჩევა — თქვენი სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით

3D დიზაინის შექმნა — რეალისტური შედეგის წინასწარი აღქმისთვის

სასურველი მასალის შერჩევა და შეძენაში დახმარება

აქტიური ჩართულობა სამუშაო პროცესში — საჭიროების შემთხვევაში

შედეგი, რომელიც სახლში ყოველ დილას გახსენდებათ

სწორი დიზაინი არ ნიშნავს მხოლოდ ლამაზ სივრცეს — ის ნიშნავს სივრცეს, სადაც კომფორტულად ცხოვრობთ. Metrix-ის დიზაინერი თქვენს სურვილებს რეალობად აქცევს — სივრცე, რომელშიც ყოველდღიური კომფორტი და სტილი ერთმანეთს აღარ ეწინააღმდეგება.

image-ავეჯის დამზადებაავეჯის დამზადება

ავეჯი შეკვეთით — თქვენი გემოვნებით, თქვენივე სივრცეში

თუ თქვენი პრიორიტეტია საცხოვრებელი სივრცის გემოვნებიანი, ესთეტიკური ავეჯით შევსება — სწორ მისამართზე ხართ. Metrix-ის პროფესიონალი გუნდი თქვენს ხედვას რეალობად აქცევს, დასაწყისიდან მონტაჟამდე.

სრული თავისუფლება დიზაინის შერჩევისას

შეკვეთით დამზადებული ავეჯი მზა მოდელებისგან პრინციპულად განსხვავდება — აქ შეზღუდვები არ არსებობს:

თავად დაგეგმეთ დიზაინი ან მოიძიეთ იდეა სასურველი კატალოგებიდან

ისარგებლეთ Metrix-ის დიზაინერისა და ოსტატების რეკომენდაციებით

შეარჩიეთ სასურველი ფერი და მასალა — თქვენს გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებულად

მიიღეთ ინდივიდუალური დიზაინი, რომელიც სხვა არსად იქნება

ავეჯი ყველა სივრცისთვის — ერთი გუნდისგან

Metrix-ის ოსტატები ამზადებენ ნებისმიერი სირთულისა თუ მოცულობის შეკვეთას:

სამზარეულო

აბაზანა

საძინებელი

მისაღები ოთახი

საბავშვო ოთახი

ოფისი და ეზო

ყოველი შეკვეთა სრულდება უნაკლოდ და დროულად — უდიდესი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით, რაც დამკვეთის მოლოდინებს ყოველთვის ამართლებს.

დაგვიკავშირდით დღეს

მზად ხართ, ავეჯის შეკვეთა სტრესის გარეშე გამოცდილებად აქციოთ? დაგვიკავშირდით დღეს — პირველივე საუბარში მიიღებთ ზუსტ ფასს, რეალისტურ ვადას და სრულ სიმშვიდეს. Metrix-ი გელოდებათ.

image-VIP მასტერიVIP მასტერი

VIP მასტერი — გამოიძახე ახლავე

გათბობა გაფუჭდა, სანტექნიკამ გაჟონა, ელექტროობის პრობლემაა — და ხელოსანი ვერ იპოვე? Metrix-ის VIP მასტერი სწორედ ამ სიტუაციისთვისაა.

ერთი ზარით უმალ იძახებ სპეციალისტს — 24/7, თბილისის ნებისმიერ უბანში:

სანტექნიკა და გათბობა/კონდიცირება

ელექტრო სამუშაოები

მინის და რკინის კარის დამზადება და მონტაჟი

ნებისმიერი სივრცის შემინვა

რკინასთან დაკავშირებული სამუშაოები

მასალაც არ გაქვთ? არც ეს არის პრობლემა — ოსტატი თავად შეიძენს. სასწრაფოდ გჭირდებათ ხელოსანი? — ის ძალიან სწრაფად გესტუმრებათ.

გამოძახების ღირებულება 20 ლარიდან იწყება.

ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ ბოლო მოდის დიზაინით ინტერიერის გაფორმება და პროფესიონალი დიზაინერის მომსახურება მხოლოდ მდიდრულ ვილებზე და აპარტამენტებზეა გათვლილი და ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, ჩვეულებრივი ქალაქური ტიპის ბინისთვის კი საკმარისია მარტივი და იაფიანი რემონტი ყოველგვარი დიზაინერული გადაწყეტების გარეშე. ამიტომ, ასეთი ადამიანები კმაყოფილდებიან მარტივი კოსმეტიკური რემონტით და თავს ინუგეშებენ გამონათქვამით: „საქმე მოკვარახჭინდა იაფად და მხიარულად“.

თანამედროვე სტილი ინტერიერისთვის

სინამდვილეში, ინტერიერის თანამედროვე სტილით გაფორმება სულაც არ ნიშნავს ძვირადღირებული სარემონტო მასალების გამოყენებას. დღევანდელი სამომხმარებლო ბაზარი იძლევა იმის საშუალებას, რომ ინტერიერი განახლდეს იმ სარემონტო სამუშაოების გარეშეც, რაც რამდენიმე წლის წინ, უდავოდ, ძვირი სიამოვნება გახლდათ, მაგალითად:
ა) ლოფტის, პროვანსის ან კლასიკური სტილით გაფორმებულ ოთახში ბუხრის დასაყენებლად ადრე კედლის დანგრევა იყო საჭირო, ახლა მაღაზიებში იყიდება ელექტრო ბუხრები, რომლთა დამონტაჟებაც კედლების დაუნგრევლად, რამდენიმე საათშია შესაძლებელი.
ბ) ბაროკოს, ამპერის, არტ-ნუვოს სტილისთვის დამახასიათებელი კოლონების და სვეტების დამონტაჟება ადრე რთულ, ძვირიან და შრომატევად პროცესად ითვლებოდა, დღესდღეობით კი ამის გაკეთება გაცილებით მარტივია და არც დიდი თანხების და დროის ხარჯვას მოითხოვს. დღეს ასეთი კონსტრუქციები მზადდება ქაფისგან და შესაბამისად არის ძალიან მსუბუქი და იაფი. შეძენა შესაძლებელია მზა მდგომარეობაში. მცირე წონის გამო ტრანსპორტირება და შემდგომ მონტაჟი უაღესად გაადვილებული პროცესია, საკმარისია წებო და  რამდენიმე წუთი დასამაგრებლად.

კოლონები და სვეტები

სრული დიზაინერული მომსახურების პაკეტი

მეტის გაგება

ეთნო სტილის ევროპული მიმართულებები

ზემოთ ჩამოთვლილი გამარტივებული პროცესების გათვალისწინებით უკვე გაცილებით მარტივია სტანდარტული ბინის გარდაქმნა თანამედროვე, ორიგინალურ სივრცედ. ასეთი თამამი პროექტების განსახორციელებლად დიზაინერები ხშირად აკეთებენ არჩევანს ეთნო სტილის ევროპული მიმართულებებზე, რომლებიც გამორჩევიან ელეგანტური, მრავალფეროვანი, პრაქტიკული, დახვეწილი დიზაინით და სახასიათო ეროვნული შტრიხებით, მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევიან ისეთი სტილები, როგორიცაა სკანდინავიური, იტალიური, ფრანგული, ინგლისური და ა. შ...

სანდინავიური ეთნო სტილი

იტლიური სტილი

იტალიური სტილი კლასიკური ელეგანტურობის და პროვინციული სისადავის  საოცარი სინთეზია. მასში ჰარმონიულადაა შერწყმული რთული ფორმები და სოფლური სიმარტივე. თითქოს ევროპის ხმელთაშუა ზღვისპირეთის დამახასიათებელმა მთელმა ფუფუნებამ, პრაქტიკულობამ და თბილმა ხასიათმა ერთად მოიყარა თავი და ამ სტილში გაერთიანდა.
გამოყოფენ იტალიური სტილის ორ ძირითად მიმართულებას - კლასიკურ და თანამედროვე ვარიანტებს.
1. კლასიკური იტალიური სტილის ამოცნობა შესაძლებელია ხელნაკეთი ხის ავეჯით, ვენეციური თაბაშირით, მოოქროვილი ფრესკებით, ისტორიული სტილის სტატუეტებით. განათება მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ხაზგასმულია მდიდრული ფონი - ძვირფასი ბროლის ჭაღები, ჭედური რკინის ნათურები. კლასიკური სტილი გათვლილია რომანტიკის მოყვარულ ადამიანებზე, ვისთვისაც ფუფუნება და რომანტიკული გარემო მნიშვნელოვანია.
2. თანამედროვე იტალიურ სტილში მთავარი აქცენტი კეთდება კომფორტზე და მხოლოდ კომფორტზე! მასიური ავეჯი, მოხერხებული დივნები და ფუმფულა სავარძლები, კომფორტული ფორმის მაგიდები, კარადებისა და თაროების ლოგიკური კომბინაცია. თანამედროვე იტალიური სტილი უხდება აქტიურ, თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს.

იტალიური სტილი

ინგლისური სტილი

ეს გამოკვეთილად დახვეწილი და სიმეტრიული დიზაინი საჩუქარია კლასიკის მოყვარულთათვის. ელეგანტურობასთან ერთად ის ცნობილია, როგორც ეკომეგობრული სტილი, რადგან ინტერიერში გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი მასალა. იშვიათ შემთხვევაში დაშვებულია ხის მაგივრად ისეთი ძვირადღირებული ხის იმიტაციის გამოყენება, რომელიც აკმაყოფილებს ეკო სტანდარტებს. ინგლისური სტილის ინტერიერში პლასტმასის გამოყენება ცუდ ტონად ითვლება. კედლების ფერი უმეტესად ღია, ცივ ტონებშია გადაწყვეტილი. ქვედა ნაწილი ხშირად დაფარულია ხის პანელებითა და დაფებით, კედლის ზედა ნაწილი კი - სქელი, ხარისხიანი შპალერით ან ქაღალდით, რომელიც მოხატულია მქრქალი საღებავით.
ინგლისური სტილით ინტერიერის გაფორმების მსურველებს დიზაინერები ურჩევენ, რომ  დაგეგმარებისას გაითვალისწინონ და გამოყონ საპატიო ადგილი დიდი ინგლისური ბუხრისთვის და მყუდრო ბიბლიოთეკისთვის, რადგან ამ ორი კომპონენტის გარეშე პროექტი გამოვა არასრულფასოვანი.

ინგლისური სტილი

ფრანგული სტილი

ფრანგული სტილი შესაფერისია როგორც აგარაკებისთვის და კერძო სახლებისთვის, ასევე მაღალი ჭერის მქონე ქალაქური ტიპის ბინებისთვისაც. მთავარია სახლს ჰქონდეს დიდი, ნათელი  მისაღები ოთახი დიდი ფანჯრებით, სადაც შესაძლებელია განთავსდეს ანტიკვარული ავეჯი მომრგვალებული კუთხეებით, ხელოვნების ნიმუშები, კუპიდონის სტატუეტები, მდიდრული დეკორი. აგრეთვე დასაშვებია პარალელურად მოეწყოს სახელოსნო. მისაღები ოთახის იატაკისთვის პარკეტი იდეალურ გადაწყვეტად ითვლება. განათების მონტაჟის დროს გამოგადგებათ მდიდარი ფანტაზია, რადგან ამ მიმართულებით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

ფრანგული სტილი განათება

ყველაზე პოპულარული ფრანგული სტილებია:

> როკოკო - სიმსუბუქე, ფუფუნება, მოჭარბებული ოქროსფერი, რთული ორნამენტი;
> კლასიკა - არისტოკრატული ვიზუალი, სიმკაცრე, ლაკონურობა;
> ნეოკლასიკა - პასტელის ფერები, უხვი განათება, მონოქრომული გადაწყვეტა;
> ამპირი - ძვირადღირებული ქსოვილები, მოოქროვილი დეკორი, მდიდრული ვიზუალი;
> არტ ნუვო - რთული ხაზები, ფერების და ტექსტურების თამამი კომბინაციები;
> არტ დეკო - გეომეტრიული ორნამენტი, უჩვეულო აქსესუარები, კონტრასტები და ნათელი კონტურები;
> პროვანსი - ეკომეგობრული, სოფლური უბრლოება და სისადავე, მყუდრო და თბილი ხასიათი.
> ბაროკო - ელეგანტური ხასიათი, რთული ჩუქურთმა ავეჯზე, მომრგვალებული ხაზები;

ფრანგული ბაროკო

სკანდინავიური სტილი

გარემოსდაცვითი კეთილგანწყობის გლობალიაზაციამ და ფართო მოთხოვნამ ეკოსტანდარტებზე, სისუფთავეზე და ბუნებრივ მასალაზე განაპირობა სკანდინავიური სტილის პოპულარობის მკვეთრი ზრდა. კლიმატური ზონისა და გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურებებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა და დაიხვეწა სტილის ესთეტიკა. მსოფლიოს წამყვანმა დიზაინერებმა ინტენსიურად დაიწყეს სკანდინავიური ინტერიერის რეპროდუცირება. სტილის წარმატება ასევე განაპირობა როგორც ეკომეგობრულმა მახასიათებლებმა, ასევე ეროვნული და საერთაშორისო დეტალების ჰარმონიულმა შერწყმამ.

სკანდინავიური სტილი ინტერიერიში

ინტერიერისთვის ძირითადად გამოიყენება ამ რეგიონისთვისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მასალები: პირველ რიგში, ხე მისი ყველა ფორმით - ლაქირებული, პრიალა ტექსტურიდან დაწყებული უხეშ დამუშავებამდე. სკანდინავიურ სტილში ჩრდილოეთის ბუნების სიცივეს აკომპენსირებს მრავალფეროვანი ტექსტილი: უხეში, ხელნაქსოვი მატყლით დაწყებული, ნატიფად დამუშავებულ ხალიჩებამდე. სწორედ ეს ხალიჩები, ბუნებრივი ბეწვი იატაკზე, ფერადი ბალიშები, საწოლის ღუნღულა გადასაფარებლები და სადა ფარდები ქმნიან სითბოთი და სიმყუდროვით ცნობილ სტილის ხასიათს.

სკანდინავიური ტექსტილი

„ხრიკები“ სკანდინავიური სტილის შესაქმნელად

1. ავეჯისთვისა და იატაკისთვის გამოიყენეთ ღია ფერის ხე, მონოქრომულ ფერებში რამდენიმე ტონის განსხვავებით.
2. ეცადეთ იატაკისთვის მთელ ფართზე გამოიყენოთ (სველი წერტილების გამოკლებით) ერთი ტიპის საფარი.
3. კედლებისთვის რეკომენდებულია თეთრი ან ღია ნაცრისფერი საღებავი.
4. მოდერნისტული ავეჯის და ვინტაჟური ნივთების ორიგინალური კომბინაციით შესაძლებელია ინტერიერი გახადოთ „უფრო მეტად სკანდინავიური“;
5. ინტერიერში სავალდებულოა როგორც ფუნქციონალური, ასევე დეკორატიული დანიშნულების ბუნებრივი ელემენტების გამოყენება.
6. დიდი რაოდენობით ტექსტილის გამოყენებით  ინტერიერი გახდება თბილი, მყუდრო და კომფორტული.

სკანდინავიური დიზაინი

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები