დიზაინი მარტოხელა მამაკაცის ოთახისთვის
ინტერიერის დიზაინერი

დიზაინი მარტოხელა მამაკაცის ოთახისთვის

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

959

0

26.06.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

მეტრიქსის სერვისები

image-რემონტირემონტი

სარემონტო კომპანია თბილისში — სადაც პრობლემები ჩვენი საზრუნავია

ხელოსნის ძიება, მასალების შერჩევა, ვადების კონტროლი, გაფუჭებული ნერვები და დახარჯული დრო — სახლის რემონტი თბილისში ამ ყველაფერთან ასოცირდება. Metrix-თან თანამშრომლობისას კი ეს სია უბრალოდ არ არსებობს. მეტიც — სარემონტო სამუშაოები თქვენთვის უხილავი პროცესი გახდება: ჩვენ ვზრუნავთ, თქვენ — ცხოვრებთ.

ერთი გუნდი — სრული პასუხისმგებლობა

Metrix აერთიანებს გამოცდილ, სანდო სპეციალისტებს, რომლებიც სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს საკუთარ თავზე იღებენ და პროექტს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში აბარებენ — გარანტიით.

სრული სარემონტო მომსახურება — ერთი გუნდი, სრული პასუხისმგებლობა

Metrix-ის გუნდი ასრულებს ყველა სახის სამუშაოს, რაც თქვენი სივრცის იდეალური მოწყობისთვის გჭირდებათ:

იატაკის ნებისმიერი საფარის დაგება

აბაზანის რემონტი და სანტექნიკის მონტაჟი

შპალერის გაკვრა და კედლის შეღებვა

გათბობა და კონდიცირების სისტემის მონტაჟი

ელექტრო გაყვანილობის სრული გაყვანა

კედლებისა და იატაკის თბოიზოლაცია

შეკიდული და გაჭიმული ჭერის მონტაჟი

პროფესიონალიზმი, რომელიც შედეგში ჩანს

Metrix დაკომპლექტებულია საქმის უბადლო ოსტატებით — სპეციალისტებით, რომლებიც ყოველ პროექტს უდიდესი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით უდგებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი — არამედ თქვენი სრული კმაყოფილება ბინის რემონტის მიმდინარეობის ყოველ ეტაპზე.

image-დიზაინერიდიზაინერი

ინტერიერის დიზაინი — სადაც სწორი დაგეგმარება გადამწყვეტია

დიზაინი და დაგეგმარება რემონტის განუყოფელი ნაწილებია — სწორედ ისინი განსაზღვრავენ სივრცის საბოლოო ფუნქციურობასა და ვიზუალურ შედეგს.

შეუსაბამო განათება, ცუდად დაგეგმილი გაყვანილობა თუ შეუფერებელი ავეჯი — ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური პრობლემა. ეს ყოველდღიური დისკომფორტია, რომელიც წლების განმავლობაში გაგახსენებთ ერთ არასწორ გადაწყვეტილებას.

რას იძლევა პროფესიონალი დიზაინერი?

Metrix-ის დიზაინერთან თანამშრომლობით თქვენი საცხოვრებელი სივრცე იქცევა სივრცედ, რომელიც:

თქვენს ცხოვრების რიტმზეა მორგებული — არა ჟურნალის გარეკანზე

მაქსიმალურად ფუნქციურია — ყოველი კვადრატული მეტრი გამოყენებულია

3D ვიზუალიზაციით წინასწარ ნანახია შედეგი — სიურპრიზების გარეშე

გრძელვადიან ტრენდებზეა დაფუძნებული — თანხის დახარჯვა მართლაც ღირს

Metrix-ის დიზაინერი — პირველი ნაბიჯიდან ბოლომდე

Metrix-ის სპეციალისტი თქვენთან შეთანხმებით ასრულებს სრულ დიზაინის ციკლს:

აზომვითი სამუშაოები და სივრცის სწორი დაგეგმარება

დიზაინისა და სტილის შერჩევა — თქვენი სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით

3D დიზაინის შექმნა — რეალისტური შედეგის წინასწარი აღქმისთვის

სასურველი მასალის შერჩევა და შეძენაში დახმარება

აქტიური ჩართულობა სამუშაო პროცესში — საჭიროების შემთხვევაში

შედეგი, რომელიც სახლში ყოველ დილას გახსენდებათ

სწორი დიზაინი არ ნიშნავს მხოლოდ ლამაზ სივრცეს — ის ნიშნავს სივრცეს, სადაც კომფორტულად ცხოვრობთ. Metrix-ის დიზაინერი თქვენს სურვილებს რეალობად აქცევს — სივრცე, რომელშიც ყოველდღიური კომფორტი და სტილი ერთმანეთს აღარ ეწინააღმდეგება.

image-ავეჯის დამზადებაავეჯის დამზადება

ავეჯი შეკვეთით — თქვენი გემოვნებით, თქვენივე სივრცეში

თუ თქვენი პრიორიტეტია საცხოვრებელი სივრცის გემოვნებიანი, ესთეტიკური ავეჯით შევსება — სწორ მისამართზე ხართ. Metrix-ის პროფესიონალი გუნდი თქვენს ხედვას რეალობად აქცევს, დასაწყისიდან მონტაჟამდე.

სრული თავისუფლება დიზაინის შერჩევისას

შეკვეთით დამზადებული ავეჯი მზა მოდელებისგან პრინციპულად განსხვავდება — აქ შეზღუდვები არ არსებობს:

თავად დაგეგმეთ დიზაინი ან მოიძიეთ იდეა სასურველი კატალოგებიდან

ისარგებლეთ Metrix-ის დიზაინერისა და ოსტატების რეკომენდაციებით

შეარჩიეთ სასურველი ფერი და მასალა — თქვენს გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებულად

მიიღეთ ინდივიდუალური დიზაინი, რომელიც სხვა არსად იქნება

ავეჯი ყველა სივრცისთვის — ერთი გუნდისგან

Metrix-ის ოსტატები ამზადებენ ნებისმიერი სირთულისა თუ მოცულობის შეკვეთას:

სამზარეულო

აბაზანა

საძინებელი

მისაღები ოთახი

საბავშვო ოთახი

ოფისი და ეზო

ყოველი შეკვეთა სრულდება უნაკლოდ და დროულად — უდიდესი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით, რაც დამკვეთის მოლოდინებს ყოველთვის ამართლებს.

დაგვიკავშირდით დღეს

მზად ხართ, ავეჯის შეკვეთა სტრესის გარეშე გამოცდილებად აქციოთ? დაგვიკავშირდით დღეს — პირველივე საუბარში მიიღებთ ზუსტ ფასს, რეალისტურ ვადას და სრულ სიმშვიდეს. Metrix-ი გელოდებათ.

image-VIP მასტერიVIP მასტერი

VIP მასტერი — გამოიძახე ახლავე

გათბობა გაფუჭდა, სანტექნიკამ გაჟონა, ელექტროობის პრობლემაა — და ხელოსანი ვერ იპოვე? Metrix-ის VIP მასტერი სწორედ ამ სიტუაციისთვისაა.

ერთი ზარით უმალ იძახებ სპეციალისტს — 24/7, თბილისის ნებისმიერ უბანში:

სანტექნიკა და გათბობა/კონდიცირება

ელექტრო სამუშაოები

მინის და რკინის კარის დამზადება და მონტაჟი

ნებისმიერი სივრცის შემინვა

რკინასთან დაკავშირებული სამუშაოები

მასალაც არ გაქვთ? არც ეს არის პრობლემა — ოსტატი თავად შეიძენს. სასწრაფოდ გჭირდებათ ხელოსანი? — ის ძალიან სწრაფად გესტუმრებათ.

გამოძახების ღირებულება 20 ლარიდან იწყება.

რამდენიმე ათეული წლის წინ მარტოხელა მამაკაცის ოთახის დიზაინი ასოცირდებოდა ტყავის დივანთან, ქაოტურად განლაგებულ ინტერიერთან, მინიმალური რაოდენობის უგემოვნო ავეჯთან, მტვრიან ნივთებთან, მიმოფანტულ ტანსაცმელთან და ა. შ.... ინფორმაციულ საუკუნეში ინტერიერის დიზაინის სწრაფმა ინოვაციურმა  განვითარებამ ამგვარი სტერეოტიპების ნგრევა გამოიწვია. დღეს უკვე ახალგაზრდა მამაკაცებს სურთ თავიანთი სახლი გახადონ ორიგინალური, ფუნქციონალური, დახვეწილი და კომფორტული, მით უმეტეს რომ, შესაბამისი მახასიათებლების გათვალისწინებით მარტივადაა შესაძლებელი სასურველი სტილის შექმნა.

ბრუტალური სტილი

სტილისტური მიმართულებები მამაკაცის ოთახისთვის

თანამედროვე ინტერიერის დიზაინი დღესდღეობით მამაკაცებს უამრავ მოსახერხებელ სტილისტურ მიმართულებას სთავაზობს, ყველა ეს სტილი იდეალურად ერგება მარტოხელა მამაკაცის ოთახის დიზაინს და  გათვლილია ნებისმიერი ზომისა და ფორმის ოთახის მოსაწყობად. მათ შორის ყველაზე კრეატიული და დასამახსოვრებელი სტილებია: ბრუტალიზმი, მინიმალიზმი, ლოფტი, ჰაი-ტეკი, როკ სტილი და ა. შ...

ბრუტალიზმი

შექმენით დიზაინი "მეტრიქსთან" ერთად!

მეტის გაგება

ბრუტალური სტილი

ის არის მკაცრი, ასკეტური და გამოირჩევა უბრალოებით.  ფერთა გამა უკიდურესად თავშეკავებულია, ძირითადად ფიგურირებს შავი, თეთრი და ნაცრისფერი ტონები. დასაშვებია  რბილი ყავისფერის  ან ღია ნარინჯისფერის გამოყენება, რომ გარკვეულწილად გამოაცოცხლოს ინტერიერი. დიზაინერების რეკომენდაციაა ნათელი, ხასხასა ფერების უგულებელყოფა. ბრუტალური სტილის ინტერიერი მინიმალისტური და ამავდროულად ფუნქციონალურია. რბილი ავეჯისთვის არ გამოიყენება ფუშფუშა, ფერადი ბალიშები და ჭრელი ფარდაგები. ვერც ფანჯრებზე შენიშნავთ მაქმანიან ფარდებს. აქ ყველაფერი სადა და ლაკონურია. ყველა ნივთს თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს. ავეჯი მკაცრია, ზედმეტი დეტალებისა და დეკორატიული ელემენტების გარეშე. ამ სტილის განმასხვავებელი ნიშანი შიშველი ბეტონის ზედაპირების სხვადასხვა დეტალებით გაფორმების არარსებობაა. კედლები, როგორც წესი, ცემენტისაა, ყოველგვარი დაფარვის გარეშე, რადგან მნიშვნელოვანია ტექსტურა გამოჩნდეს პირვანდელი სახით. იატაკის მოპირკეთებისთვის გამოიყენება ხის უხეში ფილა, ფაიფურის ქვა ან მიკროცემენტი.

ინტერიერის დიზაინი

დამახასიათებელი ნიშნები.

ხელოვნური ქაოსი - ინტერიერის დიზაინში ხელოვნურად  შექმნილია გარკვეული სახის არეულობა და არასრულყოფილება;
უხეში ფორმები და ტექსტურა -ეს სტილს განსაკუთრებულ ინდივიდუალურობას და სიმძაფრეს ანიჭებს;
ფუნქციონალურობა - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თითოეული ნივთი ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს და ჰქონდეს კონკრეტული ლოკაცია, ოთახის ყველა რესურსი გამოიყენება მაქსიმალურად;
მინიმუმამდე დაყვანილი დეკორი - ეს ბრუტალური სტილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია;
დაუმუშავებელი ზედაპირები - ზედაპირები ისეა დამუშავებული, რომ კედლებსა და იატაკს არ აქვთ დაკარგული თავდაპირველი ვიზუალი;
ხილული კომუნიკაციები - კომუნიკაციები არა მხოლოდ არ არის დამალული, არამედ განზრახ თვალში მოსახვედრია;
ხარისხიანი მასალები - გამოყენებულია ძვირადღირებული მასალა. ინტერიერში მოიაზრება ძვირფასი ხისა და ნაწრთობი მინისგან დამზადებული ავეჯი;
მართკუთხა ფორმები - ავეჯი არის უაღრესად მარტივი შესრულებაში, მრავალფუნქციური, პრაქტიკული, ხშირად აქვს მართკუთხა და სხვა მსგავსი ფორმები;
ტექსტილის მინიმუმი -  ინტერიერში ყველა სახის ქსოვილი მინიმალურადაა გამოყენებული. იატაკზე დასაშვებია სადა ხალიჩა.

ტექსტილი დიზაინში

ლოფტი

ლოფტი არის შთამბეჭდავი და თანამედროვე სტილი. სტილი რომ სრულყოფილი გამოვიდეს, აუცილებელია მაქსიმალურ სივრცე, თუნდაც ამისთვის საჭირო გახდეს კედლებისა და ტიხრების დემონტაჟი. მეტი ეფექტის მისაღებად აუცილებელია დიდი ნათელი ფანჯრები, რომლის დაფარვა არ არის რეკომენდებული ფარდებით.
ლოფტი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ქარხნული ესთეტიკის ჰარმონიული სინთეზია, რომლის ინტერიერშიც მოიაზრება:
•    ბეტონის ზედაპირები;
•    აგურის ხილული ფაქტურა;
•    უხეშად შელესილი კედლები;
•    ჭერზე განლაგებული უხეში ხის კოჭები;
•    ღია კომუნიკაციები;
•    მკაცრი და ნათელი ხაზები.

ლოფტი

ძირითადი მახასიათებლები:

1.  ფუნქციონალური ავეჯი, რომლის ფორმები მარტივი და ამავდროულად რთულია;
2.  მისასალმებელია ჩაშენებული კარადები, უჯრები და ტექნიკა;
3.  დაშვებულია ისეთი თანამედროვე მასალების გამოყენება, როგორიცაა პლასტმასი, მინა, ბეტონი,       ლითონი და სინთეტიკური ქსოვილები;
4.  სივრცის ზონირებისთვის იდეალურია მინა-ლითონისგან დამზადებული სასრიალო კარები;
5.  ბუნებრივ განათებასთან ერთად აუცილებელია ხელოვნურიც, რომლის მიღება შესაძლებელია   წერტილოვანი განათების ან LED ნათურების მეშვეობით;
6.  მისასალმებელია განსაზღვრულ ფერთა სინთეზი, მაგ. როგორიცაა თეთრი, ნაცრისფერი და მეტალის ჩრდილების შერწყმა. თუმცა, არც  სხვა ფერებია  აკრძალული, მაგრამ მათი გამოყენება ზომიერებას მოითხოვს;
7.  თანამედროვე ტექნოლოგიების სიმრავლე, რომელიც მაშინვე ხვდება ყურადღების ცენტრში;

8.  მკაცრად შერჩეული დეკორი, ეს შეიძლება იყოს ფოტოსურათი, ფერწერული ტილო, პლაკატი ან სტილის შესაფერისი ფიგურები;

ლოფტი და ფერთა გამა

რა არის საჭირო ლოფტის შესაქმნელად

ინდუსტრიული სტილი - ლოფტის ინტერიერის გაფორმება არ წარმოადგენს რთულ სამუშაოს, მთავარია შენარჩუნდეს ინდუსტრიული სტილი. სხვენის რეალური ატმოსფეროს შენარჩუნება ან შექმნა წარმატების გასაღებია;
ლოგიკური კომბინაციები - სულაც არ არის საჭირო თანამედროვეობის ხიბლის დათმობა, ძველისა და ახლის კანონზომიერი კომბინაცია ნიშნავს რომ პორექტს წარმატებულად გაართვით თავი;
მრავალფუნქციური ავეჯი - რეკომენდებულია მრავალფუნქციური ავეჯი. მისასალმებელია ნებისმიერი ავეჯი, თუნდაც ანტიკვარული, მთავარია ის იყოს მოხერხებული და სტილს ერგებოდეს;
აქსესუარები - სტილს კრეატიულობას სძენს ორიგინალური აქსესუარები, თუნდაც ეს იყოს საგზაო ნიშნები, პოლიტიკური პლაკატები, საბავშვო ნახატები, მთავარია ხაზგასმით ჩანდეს განსხვავებული სტილი;
ღია დაგეგმარება - მაქსიმალურად შეამცირეთ კედლებისა და ტიხრების რაოდენობა. უმჯობესია სივრცის ზონირება განახორციელოთ განათების, ფერების, ავეჯისა და ღია თაროების გამოყენებით.

ზონირება ლოფტის დიზაინში

როკ სტილი

მელომანი მამაკაცები აუცილებლად დააფასებენ ამ მიმართულებას. ეს სტილი გარანტირებულად უზრუნველყოფს  მათთვის კომფორტული გარემოს შექმნას.
ვინაიდან ეს მიმართულება  საკმაოდ ახალგაზრდაა, ისეთ სავალდებულო ელემენტებს არ მოიცავს როგორც სხვა სტილების შემთხვევაშია. თუმცა, არსებობობს რამდენიმე განსაზღვრული მახასიათებელი, რომლის დახმარებითაც შეძლებთ წარმატებულად მოარგოთ როკ სტილი მარტოხელა მამაკაცის ოთახის ინტერიერს.

ძირითადი მახასიათებლები:

1.  როკის სტილი არის უბრალოება და სიმარტივე, მისთვის რთული და პრეტენზიული ელემენტები მიუღებელია;
2.  ინტერიერში ჭარბადაა  უხეშად დამუშავებული აგური, ხე, ლითონი და ქვა;
3.  მნიშვნელოვანია მაქსიმალური ფუნქციონალიზმი, ამიტომ ზედმეტი ელემენტებით გადატვირთვა არ   არის რეკომენდებული;
4.  მნიშვნელოვანია ბუნებრივ განათებასთან იყოს ხელოვნური განათებაც. გამოიყენეთ მრავალფეროვანი ნათურები, მაგრამ არა მოცულობითი ჭაღები.
5.  მისასალმებელია კედლების და ბალიშების დროშებით გაფორმება. ძირითადად გამოიყენება დიდი ბრიტანეთის დროშა.
6.  მთელ ოთახში დაუდევრად მიმოფანტული ჩანაწერები და დისკები ხაზს უსვამს სტილის ხასიათს. დასაშვებია მულაჟების გამოყენება;
7.  დიდი პლაკატებისა და ფოტოების საშუალებით შესაძლებელია შპალერის ჩანაცვლება;
8.  აუცილებელია მუსიკალური ინსტრუმენტების ფორმის დეკორატიული სიმბოლური ნივთები.
9.  მისასალმებელია მუსიკალური ატრიბუტიკის გამოყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულებით. მაგალითად: ძველი გიტარის გამოყენება თაროდ ან მაგიდად, დინამიკები - ფიგურების სადგამად, ძველი პიანინო - სუვენირების კარადად, დასარტყამი ინსტრუმენტის კარკასი გამოდგება ქოთნებისთვის ბუნებრივი გამწვანებით, ჩანაწერები და დისკები კედლის საფარისთვის და  ა. შ...
10.  სახასიათო შტრიხია კედლებზე და თაროებზე განლაგებული ჩარჩოები მუსიკოსების ფოტოებით და ავტოგრაფებით.

როკ სტილი

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები