ofisis-dizaini
ინტერიერის დიზაინერი

ოფისის დიზაინი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

786

0

24.01.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

საოფისე ფართის დიზაინპროექტის შედგენა განსხვავებულ სამუშაო სპეციფიკას და მიდგომას მოითხოვს, რადგან ოფისის კომფორტულად მოწყობა მხოლოდ თანამშრომლების შრომისუნარიანობის ამაღლებისთვის არ არის განკუთვნილი. ბიზნესპარტნიორებმა და პერსპექტიულმა კლიენტებმა ოფისში შესვლისთანავე უნდა იგრძნონ კომპანიის მდიდარი შესაძლებლობები, ზრუნვა ვიზიტორებისა და საკუთარი თანამშრომლების მიმართ. ასეთი ზრუნვა მენეჯმენტის სწორ მუშაობასა და კარგ ტონზე მიანიშნებს. მაღალბიუჯეტური და დახვეწილი დიზაინი კომპანიას უქმნის მაღალი რეპუტაციის და სანდოობის იმიჯს.


ოფისის მოწყობის ძირითადი პრინციპები:

დიზაინპროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული უნდა იყოს  ტერიტორიის ფუნქციონალური დანიშნულება. მაგ: „ბექ-ოფისში“ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კომფორტული სამუშაო პირობების შექმნას თანამშრომლებისთვის - შრომის ეფექტურობის გასაზრდელად.  წინა ოფისისთვის, რომელიც განკუთნილია კლიენტების მისაღებად, უფრო მნიშვნელოვანია პრეზენტაბელური იერი და ვიზუალური გაფორმება, რაც აუცილებელია კლიენტში ნდობის გამოსაწვევად.


გარე ოფისი


შეუკვეთეთ ოფისის დიზაინი აქ:

მეტის გაგება

სპეციალისტის რეკომენდაციები და თანამშრომელთა ინტერესები

დიზაინპროექტის შედგენისას მნიშვნელოვანია როგორც სპეციალისტის რეკომნედაციები, ასევე ოფისში მომუშავე პერსონალის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, სურვილები და ინტერესები. მათ შეუძლიათ შემოგთავაზონ ისეთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო დეტალები, რაც შეძლება სპეციალისტს გამორჩეს. ასეთი ნიუანსები მნიშვნელოვანია მუშაობის ეფექტურობის ასამაღლებლად.

გაითვალისწინეთ თანამშრომელთა ინტერესები:

1. საოფისე ფართის დიზაინპროექტზე მუშაობისას, არ დაივიწყოთ, რომ სამუშაო საათების გარდა, არის დრო, როდესაც თანამშრომლებს კვება და დასვენება სჭირდებათ.თუ ამას გაითვალისწინებთ და გამოყოფთ ადგილს დასვენებისთვის და მოთხოვნადი ტექნიკით აღჭურვული მინი სამზარეულოსთვის, თანამშრომლები აუცილებლად დააფასებენ გამოვლენილ ზრუნვას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება შრომის ეფექტურობაზე.

დასასვენებელი ზონა

2. მუდმივი ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნება საოფისე სივრცეში ძალზედ მნიშვნელოვანია ეფექტური სამუშაო პროცესის წარმართვისთვის. არასწორად განლაგებულ გათბობა - კონდიცირების პრობლემებთან დაკავშირებით ხშირად წარმოიქმნება საკამათო სიტუაციები თანამშრომლებს შორის. ზოგი თანამშრომელი იყინება კონდიციონერთან ახლოს ყოფინის გამო, როცა მოშორებით მომუშავეებს სიცხე აწუხებთ. ამ პრობლემას მარტივად გადაჭრით თუ  სისტემას ჭერზე დაამონტაჟებთ.
3. გამოკითხეთ თანამშრომლები და მათი სამუშაო ადგილის და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შეადგინეთ ელექტროგადამცემი ქსელების დეტალური გაყვანილობის სქემა.
4. საოფისე ინტერიერის გადაჭარბებული ფორმალიზება მკაცრი ვიზუალის მაგიდებით, რომელიც სავსეა საოფისე აღჭურვილობით, აგრეთვე დაყოფა გამჭოლი ტიხრებით, რომლებიც აცალკევებს თანამშრომელთა სამუშაო სივრცეს, არ აიძულებს მათ შეასრულონ მაღალხარისხიანი სამუშაო. თუ შრომის პროდუქტიულობის გაზრდა გსურთ, მაშინ მათ შეუქმენით ორიგინალური, კომფორტული და ნათელი საოფისე სივრცე, ხალისიანი გაფორმებით და მხიარული ფერებით. საუკეთესო იდეაა ოფისის გამწვანება. ცოცხალი მცენარეები არა მარტო ალამაზებენ საოფისე სივრცეს და ასუფთავებენ ჰაერს, არამედ ამაღლებენ განწყობას.

მწვანე ოფისი
5. სამუშაოს ეფექტურად წარმოებისთვის საუკეთესო ვარიანტია, როცა თითოეული თანამშრომელისთვის შექმნილია პერსონალური სივრცე მაღალი ხარისხის ხმის იზოლაციით.  თუ ოფისის მცირე ფართი ამის საშუალებას არ იძლევა, მაშინ სჯობს გამოიყოს სივრცე ტიხრების საშუალებით და ამით უზრუნველყოფილ იქნას დამოუკიდებელი სამუშაო ადგილი თითოეული თანამშრომლისთვის.
6. არასაკმარისი ბუნებრივი განათების გამო ჩაბნელებული ოფისი, ფერგასული და მოუწესრიგებელი კედლები, შესაღები და აქერცლილი იატაკი, გაშავებული ჭერი, მოძველებული ტექნოლოგიები კლავს თანამშრომლების ენთუზიაზმს, ამცირებს ინტერესს სამუშაოს მიმართ და საგრძნობლად აქვეითებს შრომის ეფექტურობას. აუცილებელია ზემოთ აღნიშნული მიზეზები სასწრაფოდ გამოსწორდეს და სამუშაო ადგილები აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით.

საოფისე დიზაინი

სპეციალისტის რჩევები და რეკომენდაციები:

სანამ სპეციალისტს მოიწვევთ, პირველ რიგში, ჯერ თავად ჩამოაყალიბეთ რისი რეკონტრუქცია და განახლება გსურთ, ასე უფრო გაგიადვილდებათ აუხსნათ თუ რა მოლოდინები გაქვთ სამუშაოს დასრულების შემდგომ და მიიღოთ უფრო მეტად კომპეტენტური რჩევები და რეკომენდაციები მისგან.
1. სანამ ფართის დაგეგმარებას შეუდგებით, ლოგიკურია იფიქროთ, რომ მომავალში საოფისე საქმიანობის წარმატებული განვითარების შედეგად, შესაძლოა გაიზარდოს საშტატო ერთეული და საჭირო გახდეს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. ამის წინასწარ გათვალისწინებით ბევრ სირთულეებს აირიდებთ შემდგომში.
2. ოფისის მისაღები სივრცე კომპანიის სახეა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მისაღებში კომფორტული გარემოს შექმნას. ამ სივრცეში ელიან კლიენტები მენეჯმენტთან შეხვედრას. ზოგადად, აქ იქმნება პირველი შთაბეჭდილება, რომელიც შეიძლება მომავალში იყოს საკმაოდ სტაბილური და გადაწყვიტოს შემდგომი თანამშრომლობის ბედიც კი.


3. თუ საოფისე ფართი არც თუ დიდია, მაშინ მიზანშეწონილია იფიქროთ ჩაშენებული ავეჯის დიზაინზე. ამით თავიდან აიცილებთ მცირე ოფისებისთვის დამახასიათებელ პრობლემას - ოფისებში სივრცის გადატვირთულობას. რემონტის საწყის ეტაპზე თუ გააფართოებთ სტანდარტულ რაფებს, შეძლებთ მათ გამოყენებას სამუშაო დანიშნულებით. ნიშებში თაროების და კარადების განთავსება დაგიზოგავთ სივრცეს და მოუხდება ოთახის ვიზუალს.

ჩაშენებული კარადები
4. საოფისე ფართის განახლებისთვის საჭირო მასალებზე ნუ გააკეთებთ ეკონომიას, უმჯობესია ყველაფერი შეარჩიოთ მაღალი ხარისხის. თუ თქვენი საოფისე საქმიანობა იმ ტიპისაა, რომ თანამშრომელთა და კლიენტთა აქტიურ გადაადგილებას მოითხოვს, მაშინ ლოგიკურია რომ იატაკის საფარს ცვეთა მეტი ექნება. ხარისხიანი მასალა კი დიდხანს შეინარჩუნებს ოფისს მუშა მდგომარეობაში, თუნდაც ასზე მეტი ვიზიტორის შემთხვევაში დღიურად. მაგალითად, აღარ დაგჭირდებათ ექვს თვეში ერთხელ განმეორებითი რემონტი, თუ ლამინატის საფარის ან ლინოლეუმის ნაცვლად იატაკებს დაფარავთ გამძლე ფილებით. რეკომენდებულია მარმარილოს  ან კერამიკული ფილების გამოყენება, რომელიც გამოირჩევა ხარისხით და ცვეთის წინააღმდეგობის მაღალი მაჩვენებლით.
5. ოფისის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ადექვატური განათება. უშუალოდ სამუშაო ადგილი საკმარისად უნდა იყოს განათებული. თუმცა, არც ზედმეტად კაშკაშა განათება ვარგა, მან შეიძლება სწრაფად დაღალოს თვალები.

ოფისის განათება


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები