როგორ შევარჩიოთ ფერები სამზარეულოსთვის?
ინტერიერის დიზაინერი

როგორ შევარჩიოთ ფერები სამზარეულოსთვის?

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

3006

0

17.03.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

მეტრიქსის სერვისები

image-რემონტირემონტი

სარემონტო კომპანია თბილისში — სადაც პრობლემები ჩვენი საზრუნავია

ხელოსნის ძიება, მასალების შერჩევა, ვადების კონტროლი, გაფუჭებული ნერვები და დახარჯული დრო — სახლის რემონტი თბილისში ამ ყველაფერთან ასოცირდება. Metrix-თან თანამშრომლობისას კი ეს სია უბრალოდ არ არსებობს. მეტიც — სარემონტო სამუშაოები თქვენთვის უხილავი პროცესი გახდება: ჩვენ ვზრუნავთ, თქვენ — ცხოვრებთ.

ერთი გუნდი — სრული პასუხისმგებლობა

Metrix აერთიანებს გამოცდილ, სანდო სპეციალისტებს, რომლებიც სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს საკუთარ თავზე იღებენ და პროექტს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში აბარებენ — გარანტიით.

სრული სარემონტო მომსახურება — ერთი გუნდი, სრული პასუხისმგებლობა

Metrix-ის გუნდი ასრულებს ყველა სახის სამუშაოს, რაც თქვენი სივრცის იდეალური მოწყობისთვის გჭირდებათ:

იატაკის ნებისმიერი საფარის დაგება

აბაზანის რემონტი და სანტექნიკის მონტაჟი

შპალერის გაკვრა და კედლის შეღებვა

გათბობა და კონდიცირების სისტემის მონტაჟი

ელექტრო გაყვანილობის სრული გაყვანა

კედლებისა და იატაკის თბოიზოლაცია

შეკიდული და გაჭიმული ჭერის მონტაჟი

პროფესიონალიზმი, რომელიც შედეგში ჩანს

Metrix დაკომპლექტებულია საქმის უბადლო ოსტატებით — სპეციალისტებით, რომლებიც ყოველ პროექტს უდიდესი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით უდგებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი — არამედ თქვენი სრული კმაყოფილება ბინის რემონტის მიმდინარეობის ყოველ ეტაპზე.

image-დიზაინერიდიზაინერი

ინტერიერის დიზაინი — სადაც სწორი დაგეგმარება გადამწყვეტია

დიზაინი და დაგეგმარება რემონტის განუყოფელი ნაწილებია — სწორედ ისინი განსაზღვრავენ სივრცის საბოლოო ფუნქციურობასა და ვიზუალურ შედეგს.

შეუსაბამო განათება, ცუდად დაგეგმილი გაყვანილობა თუ შეუფერებელი ავეჯი — ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური პრობლემა. ეს ყოველდღიური დისკომფორტია, რომელიც წლების განმავლობაში გაგახსენებთ ერთ არასწორ გადაწყვეტილებას.

რას იძლევა პროფესიონალი დიზაინერი?

Metrix-ის დიზაინერთან თანამშრომლობით თქვენი საცხოვრებელი სივრცე იქცევა სივრცედ, რომელიც:

თქვენს ცხოვრების რიტმზეა მორგებული — არა ჟურნალის გარეკანზე

მაქსიმალურად ფუნქციურია — ყოველი კვადრატული მეტრი გამოყენებულია

3D ვიზუალიზაციით წინასწარ ნანახია შედეგი — სიურპრიზების გარეშე

გრძელვადიან ტრენდებზეა დაფუძნებული — თანხის დახარჯვა მართლაც ღირს

Metrix-ის დიზაინერი — პირველი ნაბიჯიდან ბოლომდე

Metrix-ის სპეციალისტი თქვენთან შეთანხმებით ასრულებს სრულ დიზაინის ციკლს:

აზომვითი სამუშაოები და სივრცის სწორი დაგეგმარება

დიზაინისა და სტილის შერჩევა — თქვენი სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით

3D დიზაინის შექმნა — რეალისტური შედეგის წინასწარი აღქმისთვის

სასურველი მასალის შერჩევა და შეძენაში დახმარება

აქტიური ჩართულობა სამუშაო პროცესში — საჭიროების შემთხვევაში

შედეგი, რომელიც სახლში ყოველ დილას გახსენდებათ

სწორი დიზაინი არ ნიშნავს მხოლოდ ლამაზ სივრცეს — ის ნიშნავს სივრცეს, სადაც კომფორტულად ცხოვრობთ. Metrix-ის დიზაინერი თქვენს სურვილებს რეალობად აქცევს — სივრცე, რომელშიც ყოველდღიური კომფორტი და სტილი ერთმანეთს აღარ ეწინააღმდეგება.

image-ავეჯის დამზადებაავეჯის დამზადება

ავეჯი შეკვეთით — თქვენი გემოვნებით, თქვენივე სივრცეში

თუ თქვენი პრიორიტეტია საცხოვრებელი სივრცის გემოვნებიანი, ესთეტიკური ავეჯით შევსება — სწორ მისამართზე ხართ. Metrix-ის პროფესიონალი გუნდი თქვენს ხედვას რეალობად აქცევს, დასაწყისიდან მონტაჟამდე.

სრული თავისუფლება დიზაინის შერჩევისას

შეკვეთით დამზადებული ავეჯი მზა მოდელებისგან პრინციპულად განსხვავდება — აქ შეზღუდვები არ არსებობს:

თავად დაგეგმეთ დიზაინი ან მოიძიეთ იდეა სასურველი კატალოგებიდან

ისარგებლეთ Metrix-ის დიზაინერისა და ოსტატების რეკომენდაციებით

შეარჩიეთ სასურველი ფერი და მასალა — თქვენს გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებულად

მიიღეთ ინდივიდუალური დიზაინი, რომელიც სხვა არსად იქნება

ავეჯი ყველა სივრცისთვის — ერთი გუნდისგან

Metrix-ის ოსტატები ამზადებენ ნებისმიერი სირთულისა თუ მოცულობის შეკვეთას:

სამზარეულო

აბაზანა

საძინებელი

მისაღები ოთახი

საბავშვო ოთახი

ოფისი და ეზო

ყოველი შეკვეთა სრულდება უნაკლოდ და დროულად — უდიდესი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით, რაც დამკვეთის მოლოდინებს ყოველთვის ამართლებს.

დაგვიკავშირდით დღეს

მზად ხართ, ავეჯის შეკვეთა სტრესის გარეშე გამოცდილებად აქციოთ? დაგვიკავშირდით დღეს — პირველივე საუბარში მიიღებთ ზუსტ ფასს, რეალისტურ ვადას და სრულ სიმშვიდეს. Metrix-ი გელოდებათ.

image-VIP მასტერიVIP მასტერი

VIP მასტერი — გამოიძახე ახლავე

გათბობა გაფუჭდა, სანტექნიკამ გაჟონა, ელექტროობის პრობლემაა — და ხელოსანი ვერ იპოვე? Metrix-ის VIP მასტერი სწორედ ამ სიტუაციისთვისაა.

ერთი ზარით უმალ იძახებ სპეციალისტს — 24/7, თბილისის ნებისმიერ უბანში:

სანტექნიკა და გათბობა/კონდიცირება

ელექტრო სამუშაოები

მინის და რკინის კარის დამზადება და მონტაჟი

ნებისმიერი სივრცის შემინვა

რკინასთან დაკავშირებული სამუშაოები

მასალაც არ გაქვთ? არც ეს არის პრობლემა — ოსტატი თავად შეიძენს. სასწრაფოდ გჭირდებათ ხელოსანი? — ის ძალიან სწრაფად გესტუმრებათ.

გამოძახების ღირებულება 20 ლარიდან იწყება.

ოჯახის წევრების საყვარელი თავშეყრის ადგილი სამზარეულოა, ამიტომ მას ხშირად სახლის გულსაც უწოდებენ და თუ სამზარეულოს დიზაინი ამავდროულად კომფორტულია და ოჯახის თითოეული წევრის გემოვნებაზეა მორგებული, მაშინ იქ გატარებული დრო ორმაგად სასიამოვნო ხდება. სამზარეულოში ასეთი გარემოს შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია ფერების სწორი არჩევანი. ავეჯის, კედლების, ტექსტილის, დეკორის ფერები და მათი სწორი შეხამება დიდ გავლენას ახდენს ყოველდღიურ განწყობაზე, ურთიერთობებზე, ხასიათზე და თქვენ წარმოიდგინეთ მადაზეც კი. კომფორტული სამზარეულო ოჯახის თითოეული წევრისთვის სხვადასხვაგვარად აღიქმება: ერთისთვის -კაშკაშა, მხიარული, ფერადი სივრცეა, მეორესთვის - დამამშვიდებელი, მყუდრო გარემო , მესამესთვის კი სოფლის სისადავე და პასტელის მსუბუქი ფერები ინტერიერიში.
ამიტომ, სამზარეულოსთვის ფერების შერჩევა საყურადღებო და შრომატევადი პროცესია; მოითხოვს ცოდნას, ძალისხმევას და ოჯახის თითოეული წევრის ხასიათის და ჩვევების გათვალისწინებას.

დიზაინი

საიდან დავიწყოთ?

ხარისხიანად დამზადებული სამზარეულოს ავეჯი უნდა ინარჩუნებდეს მდგრადობას, საწყის ვიზუალს, ფორმას, ფერს და სიამოვნებას ანიჭებდეს მფლობელს ათწლეულების განმავლობაში, ამიტომ სანამ ფერების არჩევამდე მიხვალთ, მნიშვნელოვანია, ყურადღებით შეარჩიოთ ისეთი ავეჯის დამამზადებელი კომპანია, რომლის ნაწარმიც ყველა ამ სტანდარტს გარანტირებულად აკმაყოფილებს. კომპანია „მეტრიქსთან“ თანამშრომლობის შემთხვევაში, კომპანიის დიზაინერი შეისწავლის თქვენი სამზარეულოს ინდივიდუალურ მახასიათებლებს, სახლის ერთიან ვიზუალს, წევრების ხასიათს, ასაკსა და მოთხოვნებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეადგენს შესაბამის დიზაინპროექტს ან მოგცემთ კვალიფიციურ რჩევებს თუ როგორ უნდა აარჩიოთ და შეუხამოთ ფერები სამზარეულოში.

სამზარეულოს დიზაინი

სამზარეულოს დიზაინი

მეტის გაგება

ფერების შეთავსება ფართის მიხედვით

სამზარეულო რომ იდეალური გამოვიდეს, მარტო ავეჯის და კედლების ფერის შერჩევა არ არის საკმარისი. სანამ ავეჯის შეკვეთას განახორციელებთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ ისეთი მონაცემები, როგორიცაა

კონკრეტული ფართის პარამეტრები:

1. პატარა ფართის სამზარეულოსთვის შეარჩიეთ რბილი და ნათელი ფერები, რაც ვიზუალურად გაადიდებს ოთახს და ინტერიერიც ფართო და ნათელი გამოჩნდება. ამ შედეგის მისაღებად მოერიდეთ მუქი, ჩაჟამული ფერების გამოყენებას, ასეთი ფერები რეალურად სივრცეს ამძიმებენ;
2. დიდი მოცულობის ფართი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ფერების მთელი სპექტრი როგორც კედლების, იატაკისა და ჭერისთვის, ასევე სამზარეულოს ავეჯისთვისაც. მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც აუცილებელია ზომის და ფერის თანაფარდობის დაცვა, რათა ავეჯის არასწორმა შეფერილობამ არ შეამციროს სამზარეულოს სივრცე. მაგალითად, დიდი გაბარიტების მქონე ავეჯისთვის შავი ფერი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდი არჩევანია, რადგან ასეთი კომბინაცია  „ნთქავს“ სივრცეს და ავეჯი უბრალოდ დიდ, ბნელ ლაქას ემსგავსება.
3. წაგრძელებული, მართკუთხა ტიპის სამზარეულოს ზონირება შესაძლებელია სწორი ფერების გამოყენებით. მაგალითად თუ ღია ფერის კედელზე დაამონტაჟებთ იდენტური ფერის გარნიტურს, ეს კომბინაცია გამოაჩენს იმაზე დიდ სივრცეს, ვიდრე რეალურად არსებობს და ვიზუალურად შექმნის კვადრატის ფორმის ილუზიას.

განათება სამზრეულოში

ფერების კომბინაცია ინტერიერში

სამზარეულოს ავეჯისთვის ფორმის, ფერის და მასალის შერჩევა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმ სივრცის მონაცემებზე, სადაც უნდა განთავსდეს ავეჯი. სამზარეულოს ინტერიერის ფერების იდეალურად შეთავსებისთვის გადამწვეტი როლი ენიჭება კედლების ფერს. განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი:

მონოქრომული:

როდესაც ავეჯის ფერი მიახლოებულია კედლების ფერთან, მაგალითად, როცა კედელი პასტელის ფერებშია, გარნიტურიც იმეორებს ნაზ გამას რამდენმე ტონის განსხვავებით.

კონტრასტული:

როცა ავეჯი მკვეთრად კონტრასტულია კედლის ფერთან. მაგალითად, დიზაინერები ხანდახან იყენებენ ასეთ თამამ და ნათელ კომბინაციას - კაშკაშა ყვითელი გარნიტური ნაცრისფერი კედლების ფონზე.

ერთი ერთში:

როცა კედლები და გარნიტური ერთ ფერშია გადაწყვეტილი. დღესდღობით ეს ვარიანტი განსაკუთრებით პოპულარულია. ასეთი კომბინაცია ფართის მოცულობითი ვიზუალის გაზრდის ხარჯზე  ხსნის აქცენტს გარნიტურიდან და აქტუალურია სტუდიოს ტიპის სამზარეულოებისთვის.

მონოქრომული სამზარეულო

კედლის ფერის არჩევის ძირითადი წესები:

1. დიდი ზომის ფიგურები კედლის საფარზე ვიზუალურად ამცირებს ოთახის ზომას;
2. პატარა ზომის ფიგურები კი პირიქით, სივრცეს იმაზე დიდს აჩენს, ვიდრე სინამდვილეშია;
3. გადამკვეთი ზოლების ტიპის გეომეტრიული ფიგურები (რომელიც წააგავს ორნამენტს შოტლანდიურ კილტებზე) ქმნის უსასრულო სივრცის ილუზიას;
4. ვერტიკალური ხაზები კედელზე  ვიზუალურად ამაღლებს ჭერს;
5. ჰორიზონტალური ზოლები ფართოს აჩენს ოთახს და თითქოს ამცირებს სიმაღლეს;
6. დიაგონალური ხაზები დინამიკას ანიჭებს სივრცეს და ქმნის მოძრაობის ილუზიას;
7. ტექსტურული საფარი ექსტრაორდინალურია: ფერების და ტექსტურების თამაშით მიიღება ბევრი საინტერესო ეფექტი;

კედლის ფიგურები

ფერების შეთავსება სამზარეულოს ავეჯისთვის

გარნიტური ერთ ფერში მოსაწყენია და სწრაფად ბეზრდება ადამიანს. შესაფერისი გამოსავალი რამდენიმე ფერის შეთავსებაა. სამზარეულოს ავეჯის ფერების კომბინირების რამდენიმე ძირითადი ვარიანტის გამოყენებით შესაძლებელია იდეალური კომბინაციის შერჩევა.
1. ყველაზე პოპულარული კომბინაცია ნაკლებად კონტრასტული ფერებია ზედა და ქვედა კარადებისთვის, როცა ზედა კარადები რამდენიმე ტონით განსხვავდება ქვედა ნაწილისგან;
2. ზედა და ქვედა კარადები მზადდება სხვადასხვა ფერებში მკვეთრი კონტრასტული კომბინაციის გამოყენებით. მაგალითად, თეთრი ზედა ნაწილი წითელ ქვედა კარადებთან.
3. ორი ფერის კომბინაციის გამოყენებით სამზარეულოში შესაძლებელია სივრცის დელიმიტაცია: მანძილის ვიზუალურად გაზრდა ჭერამდე;
4. ფასადის  ჭადრაკისებური კომბინაციის გამოყენებით შეძლებთ ხელსაყრელი აქცენტების გაკეთებას, აგრეთვე სამზარეულოდან სასადილო ზონის გამოყოფას.

სამზარეულოს დიზაინი

დიზაინერის რჩევები:

სამზარეულოს ფერთა შეხამება რომ იდეალური გამოვიდეს უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
* სამზარეულოს გარნიტურში ორზე მეტი ფერის კომბინაცია ხშირად წამგებიანია;
* ორი ფერის შეხამების შემთხვევაში სჯობს ზედა კარადები  უფრო ღია ტონალობის იყოს, ვიდრე ქვედა;
* ვიზუალურად მომგებიანია მონოქრომული სამზარეულო, რომლის ფერებიც ლავირებს ღია კრემისფერიდან მუქ ყავისფერამდე;
* რამდენიმე ფერის კომბინაციის შემთხვევაში, დომინანტი ფერი უნდა იყოს მხოლოდ ერთი;
* სამზარეულოს ინტერიერის დიზაინზე მუშობისას მთავარი აქცენტი გააკეთეთ ავეჯზე;
* თუ კაშკაშა ფერის ავეჯის შეკვეთა გადაწყვიტეთ, მაშინ სჯობს კედლები მშვიდ, ნეიტრალურ ფერებში შეღებოთ.

სამზარეულოს დიზაინი

კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები