samzareulo-provansis-stilshi
ინტერიერის დიზაინერი

სამზარეულო პროვანსის სტილში

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1161

0

16.10.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

პროვანსული სტილი საზარეულოში - ეს ფრანგული სოფლის მშვიდი ატმოსფეროა, რომელიც თითქოს იმისთვისაა შექმნილი, რომ დაგავიწყოთ ქალაქის დამქანცველი აჟიოტაჟი და სამსახურის მომაბეზრებელი რუტინა. ის გარანტირებულად მოგანიჭებთ კომფორტისა და სიმშვიდის შეგრძნებას ყოველდღე. პროვანსული დიზაინი შემოქმედებითი დიზაინია, სადაც ძირითადად გამოიყენება ვინტაჟური და ხელნაკეთი ნივთები, რაც მთლიანობაში განუმეორებელ ინდივიდუალურობას ანიჭებს ინტერიერს. ეს სტილი სრულად ასახავს ფრანგი გლეხების გაზომილ ცხოვრებას, ალბათ ამის გამოცაა, რომ ინტერიერში ხშირად გამოიყენება ისეთი ხელმისაწვდომი მასალები როგორიცაა: ხე, ქვა, თიხა, აგრეთვე ბამბის, ტილოს და სხვა ბუნებრივი ქსოვილები.


 ვის შეეფერება პროვანსის სტილი?

თუ გიზიდავთ ფრანგული სოფლის განუმეორებელი  შარმი, რომელიც თითქოს შერწყმულია ბუნებასთან; თუ თქვენს გემოვნებას მიესადაგება ვინტაჟური, დახვეწილი და ამავდროულად უბრალო ნივთები; თუ გხიბლავთ სოფლის სიძველე, რომელსაც სამხერეთის განთიადის, მთების, ზღვისა და ლავანდის ველების ბუნებრივი ნაზი სურნელი მოაქვს და თუ გიყვართ სამზარეულოში ყვავილების სიმრავლე და მოტივები ტექსტილზე, ავეჯზე, დახვეწილი მაქმანი და მაკრამი, რომელიც  ქმნის რომანტიკულ, ჰაეროვან ატმოსფეროს, მაშინ ეს სტილი თქვენთვისაა. დიახ, ეს არის სტილი რომანტიკული ბუნების ადამიანებისთვის, ვისთვისაც მთავარი არა ბოლო მოდის ტექნოლოგიებით გაწყობილი სამზარეულო, არამედ სიმყუდროვე და უბრალოებაა.

პროვანსული სამზარეულო

შექმენით დიზაინი "მეტრიქსთან" ერთად!

მეტის გაგება

პროვანსის სტილის სამზარეულოს ძირითადი პრინციპები

სამზარეულოს მოწყობისას ყურადღება მიაქციეთ ყველა პატარა წვრილმანს და დაიცავით შემდეგი ძირითადი პრინციპები:
1. ბუნებრივი მასალები - უარი თქვით ნებისმიერ სინთეტიკურ მასალაზე, უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ ხეს, ქვას, კერამიკას, მსუბუქ ქსოვილებს (თეთრეული, ბამბა, აბრეშუმი). ჭურჭელი, სასურველია, იყოს კერამიკული, ფაიფურის ან სპილენძის.
 2. ავეჯი დაძველების ეფექტით -  არ არის აუცილებელი ავეჯი ეძებოთ ანტიკვარულ მაღაზიებში, რომელსაც შეუძლია შთანთქას მთელი თქვენი ბიუჯეტი. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ავეჯი და შემდგომ ხელოვნურად დააძველოთ, მთავარია ის იყოს დამზადებული ბუნებრივი მასალისგან.
 3. ფერების თბილი პალიტრა -  სამზარეულოში უნდა ჭარბობდეს რბილი, დახვეწილი პასტელის ფერები, როგორიცაა ფირუზისფერი, ტერაკოტა, სალათისფერი, რძიანი ყავისფერი, კრემისფერი, თეთრი, ღია ცისფერი და ა. შ…
4. განათება - ის უნდა იყოს რაც შეიძლება ბუნებრივი. ამ სტილისთვის მნიშვნელოვანია სამზარეულო იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი კარგი განათებით. დაუშვებელია ნახევრად ბნელი და პირქუში ატმოსფერო. თუ არ არის საკმარისი ღია წვდომა მზის შუქზე, მაშინ უნდა დამონტაჟდეს დიდი რაოდენობით ნათურები. გამოიყენეთ ყველაზე მსუბუქი ფერები ინტერიერის გასაფორმებლად.
5. მარტივი ფორმები  - მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პროვანსის სტილი ბუნებრივობის განსახიერებაა. ასეთ ინტერიერში არ არის ადგილი ექსტრავაგანტული ავეჯისთვის და ორიგინალური დიზაინერული გადაწყვეტილებებისთვის. ყველაფერი უნდა იყოს მარტივი და მყუდრო.

პროვანსი


სამზარეულოს ავეჯი პროვანსის სტილში

რადგან ეს სტილი აერთიანებს სოფლის სიმარტივეს და ფრანგულ დახვეწილობას, ამიტომ ავეჯს უმეტესწილად მოძველებული და ვინტაჟური იერი დაჰკრავს. თამამად გამოიყენეთ ბებიის ნაქონი ბუფეტი, მოჩუქურთმებული მაგიდა, მოსაწყენი დიზაინის სავარძლები, სკამები და სიძველის გამო დაწუნებული სხვა ნივთები. ასეთ ოჯახურ მემკვიდრეობას შეიგიძლიათ მეორე სიცოცხლე მიანიჭოთ  - ბზარები, დაზიანებები, ხანდაზმულობის მიმანიშნებელი ადგილები ამ შემთხვევაში არ ითველბა დეფექტად, პირიქით, ის ხაზს გაუსვამს სტილის ინდივიდუალურობას. საკმარისია ასეთი ნივთების ოდნავი განახლება, შეღებვა და ლამაზად გაფორმება, თუნდაც ხელით მოხატვა. ასეთი ავეჯი თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ შეიძინოთ ან შეუკვეთოთ ავეჯი და მისცეთ დაძველების ეფექტი. პროვანსის სტილის სამზარეულოში განსაკუთრებული ელემენტია ხის თაროები, გაფორმებული საკოლექციო ან უბრალოდ ლამაზი ფაიფურის ნაკეთობებით. უპირატესობას თუ პრაქტიკულობას ანიჭებთ, შეგიძლიათ თაროები მინით დაფაროთ. მთავარია სურვილი და მონდომება, რომ მიიღოთ ორიგინალური და კრეატიული დიზაინი.

პროვანსი


ფარდების არჩევანი

სამზარეულოში ბუნებრივი ტექსტილის გამოყენებით, შესაძლებელია  სოფლის სპონტანურობისა და კომფორტული ატმოსფეროს მიღება, რაც ასე დამახასიათებელია პროვანსის სტილისთვის. ფანჯრებისთვის გამოიყენეთ ისეთი  ფარდები, რომლებიც დამზადებული იქნება მსუბუქი ბუნებრივი ქსოვილებისგან და არ შეაკავებს მზის სხივებს. ასეთი ქსოვილებია: გიპიური,  ფლანელი, შიფონი, ბატისტი, მუსლინი, სელი, ბამბა, აბრეშუმი და სხვა…  ჩიტების და ყვავილების ორნამენტებით გაფორმებული ფარდები შესანიშნავად ეხამება პროვანსის სამზარეულოს, მთავარია ფერები მიუსადაგოთ ავეჯს. ღია პასტელის ფერის ფარდები თითქმის ყველა ფერის სამზარეულოს ავეჯთან თავსებადია. თუ გადაწყვეტთ ერთი ფერის ფარდის გამოყენებას, მაშინ ეცადეთ ის გააფორმოთ დახვეწილი მაქმანებით. დიზაინერების რჩევით კედელზე ლენტებით მიმაგრებული ფარდები ხაზს გაუსვამს პროვანსულ სტილს. ხილის ორნამენტებიანი  ტილოს ფარდა კი სამზარეულოში ხალისიან ატმოსფეროს შექმნის.

პროვანსი ფარდები


განათება სამზარეულოში

პროვანსი საფრანგეთის სამხრეთი რეგიონია, რაც  თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საცხოვრებელი სივრცის განათებას თითქმის მთელი დღე უზრუნველყოფს კაშკაშა მზე და თუ სამზარეულოს მოწყობას პროვანსის სტილში აპირებთ და არ არის საკმარისი ბუნებრივი განათება, მაშინ ის ხელოვნურით უნდა ჩაანაცვლოთ. ამისთვის თანამედროვე LED ნათურები თბილ თეთრ ან მოყვითალო სპექტრში იდეალურია, რადგან  მაქსიმალურად ახლოს არის ბუნებრივთან და აღიქმება ყველაზე კომფორტულად.
წერტილოვანი განათება შეგილიათ გადაანაწილოთ მთლიანად ჭერის პარამეტრზე ან დაამონტაჟოთ სამზარეულოს გარნიტურის თაროებსა და სამუშაო მაგიდის თავზე. სასადილო ზონა თუ გამოყოფილია, მაშინ აუცილებელია ცენტრში განთავსდეს ერთი დიდი ან რამდენიმე პატარა ჭაღი. თუ სასადილო მაგიდა კედელზეა მიმაგრებული, მაშინ დიზაინერების რჩევაა კედელზე ბრების დამაგრება. პროვანსის სტილის სამზარეულოსთვის საუკეთესო არჩევანია კლასიკური ტიპის მოდელები, რომლებსაც აქვთ ზარების, ბაღის ნათურების ან შანდლის ფორმები. საუკეთესო ვარიანტია სანათები გაფორმებული ყვავილებით, პატარა ჩიტებით ან ხვეული ორნამენტებით.

პროვანსი სამზარეულო

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები