ras-nishnavs-shavi-tetri-da-mcvane-karkasi
რემონტი

შავი, თეთრი და მწვანე კარკასი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

15708

0

23.08.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ალბათ ხშირად შეგხვედრიათ სამშენებლო კომპანიების შეთავაზება: შავი, თეთრი თუ მწვანე კარკასი? ყოველდღიურობაში ეს სიტყვები თითქოს ნაცნობი და გასაგებია, მაგრამ მნიშვნელობა და ზუსტი განმარტება ბევრმა არ იცის. ეს კითხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დღემდე აქტუალურია და პასუხის პოვნა არც თუ მარტივია. ევროპის ქვეყნებში არ არსებობს ასეთი დაყოფა ობიექტის ჩაბარების დროს, ამიტომ უცხოელი მომხმარებლისთვის ცოტა რთული გასაგებია გასაყიდი ობიექტის ასეთი მოცემულობით კლასიფიცირება.


მნიშვნელოვანი არჩევანი

ცხოვრებაში ბევრჯერ დგება მომენტი, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და თუ ადამიანი ამ საკითხს ყურადღებით არ მოეკიდა და შეცდომა დაუშვა, ამ შეცდომის სავალალო შედეგს მრავალი წელი მოიმკის.  ბინის შეძენა სწორედ ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვლენაა, რომლის არსწორი გადაჭრა ადამიანის მთელ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.


ბინა დასრულების დონის მიხედვით

კორპუსული ტიპის ბინის შეძენისას უნდა გადაწყვიტოთ, ბინას შეიძენთ ძველ თუ ახალაშენებულ კორპუსში.  თუ არჩევანს შეაჩერებთ ახალაშენებულ კორპუსზე, მაშინ უნდა განსაზღვროთ, დასრულების რა დონეზე უნდა იყოს შენაძენი: ბინა რომელსაც თავად გაარემონტებთ ნულიდან (შავი კარკასი); ბინა, რომელიც მიყვანილი იქნება კოსმეტიკურ რემონტამდე (თეთრი კარკასი) თუ სრულიად გარემონტებული ბინა ავეჯით და ტექნიკით ან სრული რემონტით და უავეჯოდ.


ინტერესები მოარგეთ ფინანსებს

დღესდღეობით თბილისში არ არსებობს ისეთი უბანი თუ რაიონი, სადაც ახალი საცხოვრებელი კორპუსები არ შენდება. თბილისი მართლაც მოწინავე ადგილზეა ამ კუთხით და შეიძლება ითქვას, რომ აქ, ნამდვილი მშენებლობის ბუმია. უკვე დამთავრებულ კორპუსში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ბინა დასრულების დონის მიხედვით. არჩევანი თქვენზეა: აირჩევთ შავ, თეთრ თუ ეგრეთ წოდებულ მწვანე კარკასს. არჩევანის გასაკეთებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ინტერესები, მოთხოვნები და ეს ყველაფერი ფინანსურ მდგომარეობას მოარგოთ. ყველა ამ ვარიანტს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. საკმაოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც თუ რა მიზნით ყიდულობთ ბინას: გინდათ საცხოვრებლად, გასაქირავებლად, კაპიტალის დასაბანდებლად თუ კიდევ სხვა მიზნებისთვის. ამის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ვარიანტის ტიპი დასრულების დონის მიხედვით:
1. შავი კარკასი;
2. თეთრი კარკასი;
3. ბინა სრული რემონტით ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარეშე;
4. ბინა სრული რემონიტით ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
სასურველი ბინის შერჩევისა და შეძენის შემდეგ, უკვე შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი - რემონტი იწყება. თუმცა, რემონტამდე განვიხილოთ თუ რას ნიშნავს თეთრი, შავი და ა. შ.. კარკასი. ვიმედოვნებთ, ეს სტატია დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში. ახლა უფრო დეტალურად თითოეულ დონეზე:




დააზღვიეთ რემონტის დრო!

მეტის გაგება

 შავი კარკასი

კედლები პერიმეტრზე არ არის ბათქაშით შელესილი; შიდა ტიხრები ამოსაყვანია; არ არის მოჭიმული იატაკი (стяжка);  ელექტროგაყვანილობა მიყვანილია შესასვლელ კარამდე; არ არის განსაზღვრული ადგილები როზეტებისა და გადამრთველებისთვის; ელექტრო მავთულები, ასევე სუსტწერტილოვანი სისტემის მავთულები, მაგალითად, როგორიცაა საკაბელო ინტერნეტი, მიყვანილია შესასვლელ კარებამდე; წყალი და კანალიზაცია, როგორც წესი,  მიყვანილია ერთ ან რამდენიმე ადგილას, სადაც განლაგებული უნდა იყოს სანტექნიკის მილები. შესასვლელი რკინის კარი შედის შავი  კარკასის ღირებულებაში, მაგრამ უმეტესად ძალიან ცუდი ხარისხისაა და ხშირად გამოსაცვლელი ხდება. ამ ჩამონათვალით გასაგებია, რომ შავი კარკასის შეძენა ნიშნავს, გააკეთოთ ყველაფერი ნულიდან. თუმცა არსებობს მომხმარებელი, ვინც ასეთი მოცემულობით კმაყოფილია, რადგან ამ დროს არ არის საჭირო დემონტაჟი, რაღაცების გადაკეთება და ახლიდან გაკეთება და რაც მთავარია, ყველაზე მიმზიდველი შავი კარკასის შეძენისას, ეს მისი ხელმისაწვდომი ფასია.


თეთრი კარკასი

კედლები პერიმეტრზე შელესილია და შიდა ტიხრები ამოყვანილი პროექტის გათვალისწინებით;  იატაკი მოჭიმულია; ელექტროგაყვანილობა დამონტაჟებული; გამზადებულია ადგილები როზეტებისა და გადამრთველებისთვის; სუსტწერტილოვანი სისტემის სადენები, როგორიცაა ინტერნეტის სადენი, მიყვანილია შესასვლელ კარამდე; სამზარეულოსა და აბაზანა - ტუალეტში შეყვანილია წყლის და კანალიზაციის  მილები; აგრეთვე, შეიძლება დამონტაჟებული იყოს უნიტაზიც, თუ ამას ითვალისწინებს ხელშეკრულება. დამონტაჟებულია კარგი ხარისხის შესასვლელი კარი. ამ დონეზე, ობიექტი მზადაა უკვე ისეთი სამუშაოებისთვის როგორიცაა  კედლების შეღებვა, ფილების და ლამინატის დაგება და ა.შ.
რაც შეეხება გათბობის სიტემას, ბევრი სამშენებლო კომპანია თეთრ კარკასში მოიაზრებს  ცენტრალური გათბობის მილების გაყვანასაც, აგრეთვე სატელეფონო ხაზებს, საკაბელო ტელევიზიას; ეს დამოკიდებულია ხელშეკრულების პირობებზე და მოლაპარაკებაზე. უპირატესობა: თეთრი კარკასის რემონტის დროს დაზოგავთ დროს და ნერვებს შავ სამუშაოებზე.


სრული რემონტი ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარეშე

სარემონტო სამუშაოები ბოლომდე დამთავრებულია. დამონტაჟებულია ყველა შიდა კარი. თუმცა ამ ტიპის რემონტი არ გულისხმობს ავეჯს, არც ჩაშენებულ კარადებს. როცა სამშენებლო კომპანია გაბარებთ ამ ტიპის მომსახურებას, თქვენ უნდა შეიძინოთ ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ნათურები, ინტერიერის ნივთები და თავად შეუკვეთოთ სამზარეულო.


სრული რემონიტი ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით

ამ მოცემულობაში იგულისხმება (სრულ რემონტთან ერთად) გემოვნებით შერჩეული ავეჯი, ჩაშენებული კარადები, მაღალი კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ინტერიერის ნივთები, განათება, ფარდები, ჟალუზები და ა. შ...  ამ ტიპის მომსახურება საქართველოში ჯერ ახალი ხილია, თუმცა ზოგ სარემონტო კომპანიას უკვე აქვს ასეთი სერვისიც. ამ ტიპის რემონტში იგულისხმება ბინა, რომელიც სრულიად გამზადებულია საცხოვრებლად. აკლია მხოლოდ თქვენი პირადი ნივთები, საკვები მაცივარში და ბოთლი კარგი ღვინო, ახალი სახლის აღსანიშნავად.
                                                                                                              კომპანია „მეტრიქსი“ გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები