saremonto-xarjtagricxva
რემონტი

როგორ დავადგინოთ სახლის რემონტის რეალური ხარჯთაღრიცხვა

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

792

0

28.02.2023

ავტორი: კომპანია მეტრიქსი



სარემონტო ხარჯთაღრიცხვა

მეტის გაგება

რემონტის წამოწყება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული - აუცილებლობა, ფინანსური მდგომარეობა და მზად ყოფნა ყველა იმ დისკომფორტისთვის, რაც მას თან ახლავს. ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს თუ აკმაყოფილებთ და რემონტის დაწყება მაინც გადაწყვიტეთ, ჩათვალეთ, საქმის ნახევარი უკვე გაკეთებული გაქვთ. ყველაზე რთული კი სწორედ ამის შემდეგ იწყება.

რემონტამდე ზერელედ დათვლილმა ხარჯებმა შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ და რემონტის პროცესი ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაგიქციოთ. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ხელოსანს იმაზე მეტი ანაზღაურება სჭირდება, ვიდრე თქვენ გათვალეთ. მასალები იმაზე ძვირია, ვიდრე ის 10 წლის უკან იყო. არც ისაა გამორიცხული, მასალის რაოდენობის დათვლაში შეცდეთ და იმაზე მეტი ლამინატის შეძენა დაგჭირდეთ, ვიდრე ნაბიჯებით გადაზომილ ფართს სჭირდებოდა. შესაძლოა, რამე დეტალი გამოგრჩეთ და რემონტის მსვლელობისას იჩინოს თავი. თან ისე, რომ საგულდაგულოდ დათვლილი თანხები გაგისამმაგოთ და ბანკიდან აღებული სესხიც ქარს გაატანოთ. სამუშაოების მსვლელობისას გაუთვალისწინებელი თანხების მოძიება, ალბათ დაგვეთანხმებით, არც ისე მარტივია. ამ ყველაფერს კი გარდაუვალ კრახამდე - გაურკვეველი ვადით შეჩერებულ რემონტამდე მივყავართ.

რეალური ხარჯთაღრიცხვა არა მხოლოდ ბიუჯეტის გათვლაში დაგეხმარებათ, არამედ მთლიანად რემონტის პროცესს გაგიმარტივებთ. ასევე, გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ზუსტად არის ის შესრულებული დაგეგმარება, მით უფრო კომფორტული ხდება რემონტის პროცესი დაწყებიდან დასრულებამდე. საბოლოოდ კი ისეთ საცხოვრებელ სივრცეს მიიღებთ, რომელში ცხოვრებაც მრავალი წლის განმავლობაში მოგანიჭებთ ბედნიერებას.


კონსულტაცია ადგილზე გამოძახებით

სარემონტო ხარჯების ზუსტი დათვლა ნამდვილად არ არის მარტივი, თუმცა თუ ამ საქმეს პროფესიონალებს მიანდობთ, უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით. ხომ გაგიგიათ ქართული ანდაზა - ,,პური მეპურემ გამოაცხოსო“. ჩვენც სწორედ ამ პრინციპს მივყვებით და დამკვეთის კეთილდღეობასა თუ ხარისხს ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მრავალწლიანი გამოცდილება თუ პრაქტიკაში არსებული უამრავი პროექტი გვაძლევს საშუალებას, წინასწარ განვსაზღვროთ რემონტთან დაკავშირებული ხარჯები და მის დაწყებამდე დამკვეთს სახლის რემონტის ზუსტი ხარჯთაღრიცხვა მივაწოდოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი ოთახის რემონტს გეგმავთ, აბაზანის განახლება გადაწყვიტეთ თუ მთლიანი ბინის რეკონსტრუქცია გაქვთ დაგეგმილი.

100%-ით სუფთად შესრულებული სარემონტო ხარჯთაღრიცხვა ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ფასიანი მომსახურების სანაცვლოდ მომხმარებელს სარემონტო ბიუჯეტის ზუსტ დათვლას ვთავაზობთ და ვიცავთ სამომავლო გაუგებრობებისგან, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვარაუდის დონეზე დათვლილი ხარჯები და არასწორი რაოდენობით შეძენილი მასალა იწვევს.


როგორ ითვლება რემონტის ხარჯები

იმის გასაგებად, თუ რა ღირს რემონტი, პირველ რიგში Metrix-ის გუნდს უნდა დაუკავშირდეთ და ვიზიტი დაგეგმოთ. საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი აზომვითი სამუშაოების უშეცდომოდ შესრულებაა. სწორედ ამ მიზნით წინასწარ შეთანხმებულ დროს თქვენთან კვალიფიციურ სპეციალისტებს გამოვგზავნით. ისინი ლაზერული ხელსაწყოების დახმარებით მილიმეტრის სიზუსტით აზომავენ ობიექტს და თქვენ მიერ მიცემულ რეკომენდაციებსაც ზედმიწევნით გაითვალისწინებენ. აზომვის დასრულების შემდეგ სპეციალისტები გულდასმით გაგესაუბრებიან და თქვენს ყველა სურვილსა თუ საჭიროებას დეტალურად ჩაინიშნავენ - სადმე ტიხარს ხომ არ გეგმავთ, როგორი მასალის გამოყენებას ანიჭებთ უპირატესობას, რომელიმე ბრენდის პროდუქცია ხომ არ გაქვთ უკვე შერჩეული, კედლის დეკორატიული აგურით მოპირკეთებას ხომ არ მოიაზრებთ და სხვა.

აზომვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ სპეციალური ჯგუფი უმოკლეს დროში, სამი დღის ვადაში, დაითვლის მასალისა და ხელობის ღირებულებას. ბინის რემონტის საბოლოო ხარჯთახრიცხვას კი PDF ფაილის სახით მეილზე გამოგიგზავნით. გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ მიერ გამოთვლილი ხარჯები 100%-ით ზუსტი იქნება და ერთი თეთრით მეტის გადახდაც კი არ მოგიწევთ (რა თქმა უნდა, თუ რემონტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის თანახმად წარიმართება და გაუთვალისწინებელ მოვლენებს არ ექნება ადგილი).


რა უპირატესობა აქვს რემონტის ღირებულების წინასწარ გამოთვლას

წინასწარ დათვლილი ბიუჯეტი თავიდან აგარიდებთ მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის ალბათობას. ჩვენ მიერ გამოთვლილი ბინის რემონტის ხარჯები მოგცემთ საშუალებას, თამამად ითანამშრომლოთ ნებისმიერ სამშენებლო კომპანიასთან თუ კერძო ხელოსანთან. Metrix-ის გუნდის გამოთვლების დახმარებით ზუსტად გეცოდინებათ მასალის ღირებულება, თქვენთვის საჭირო რაოდენობა და თითოეული მიმართულებით ხელოსნის მომსახურების ანაზღაურება.

ასევე, შესაძლებლობა გექნებათ, ზუსტად განსაზღვროთ რემონტისთვის საჭირო ბიუჯეტი და ბანკიდან სწორედ ის თანხა გამოიტანოთ, რაც ხარჯების დასაფარად გჭირდებათ - არც მეტი და არც ნაკლები.

Metrix-ის გუნდთან თანამშრომლობა სწორი პრიორიტეტების განსაზღვრაშიც დაგეხმარებათ. გამოცდილი სპეციალისტები გირჩევენ, რომელ მასალაში დაზოგოთ თანხა და რომელში არ დაიშუროთ. მაგალითად, სანტექნიკაში ან ელექტრო გაყვანილობაში დაზოგილმა თანხამ შესაძლოა, თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დააყენოს. დეკორატიულ ან მოსაპირკეთებელ მასალებში დაზოგილმა ხარჯებმა კი რემონტი გაგიიაფოთ -ნამდვილად არაფერი დაშავდება, თუ ძვირადღირებულ შპალერს რომელიმე საღებავით ჩაანაცვლებთ.


რატომ არის Metrix-თან თანამშრომლობა კომფორტული

მეტი სანდოობისა და კომფორტისთვის Metrix-ის გუნდი ხარჯთაღრიცხვის დათვლასთან ერთად სარემონტო მომსახურების სრულ პაკეტსაც გთავაზობთ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სარემონტო მომსახურებით ისარგებლებთ, ხარჯთაღრიცხვის ფასიანი მომსახურება სრულიად უსასყიდლოდ, საჩუქრად, გადმოგეცემათ. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გაძლევთ გარანტიას, რომ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მოგემსახურებათ. ისინი უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმეს და მის დასრულებას წინასწარ განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოფენ.

თუ წინასწარ დაიჭერთ თადარიგს და ხარჯთაღრიცხვამდე Metrix-ის დიზაინერის მომსახურებით ისარგებლებთ, მის მიერ დაგეგმილი 3D რენდერის დახმარებით რემონტის ღირებულების დათვლის პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებთ.

სწორი ღირებულებებისა და ბაზარზე სანდო სახელის დამსახურებით მეტრიქსს არაერთი პარტნიორი ჰყავს. ვმეგობრობთ უამრავ ჰიპერმარკეტთან თუ მაღაზიასთან, რომელიც მომხმარებელს სარემონტო და სამშენებლო მასალებს სთავაზობს. მათთან მეგობრობის ფარგლებში ჩვენს მომხმარებელს 30%-მდე ფასდაკლებაზე მიუწვდება ხელი. სწორედ ამიტომ, ჩვენი სარემონტო მომსახურებით სარეგებლობისას რემონტის ღირებულება კიდევ უფრო გიმცირდებათ, რაც საბოლოო ჯამში თქვენს ბიუჯეტზე დადებითად აისახება.


Metrix-ის სავიზიტო ბარათია - ხარისხი

ჩვენი ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე 100%-ით ვართ პასუხისმგებელნი. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მხრიდან რამე დარღვევას ექნება ადგილი, ხელშეკრულებაში არსებული სპეციალური პუნქტის თანახმად ვალდებულებას ვიღებთ, სრული თანხის 5% დაგიბრუნოთ და საკუთარ შეცდომაზეც თავად ავიღოთ პასუხისმგებლობა. აღნიშნული პუნქტი სრულად მომხმარებლის კომფორტიდან გამომდინარეობს, რადგან ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება უპირველესია. ჩვენი მიზანია, Metrix-თან თანამშრომლობისას ადამიანები თავს დაცულად და მშვიდად გრძნობდნენ.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები