სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია
სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.
უძრავი ქონების მფლობელები ხშირად ახორციელებენ კომერციული ფართის ან ბინის რემონტს მათი გაქირავების ან გაყიდვის ღირებულების გაზრდის მიზნით. ასეთ შემთხვევაში რემონტის დანიშნულება განიხილება როგორც ბინის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდის ფაქტორი. რემონტით და საცხოვრებელი პარამეტრების გაუმჯობესებით შესაძლებელია ფართის ფასის გაზრდა სულ ცოტა 10 % -ით ან მეტით. სწორი გათვლებით ამის განხორციელება სავსებით რეალურია თუ გაითვალისწინებთ სამომხმარებლო ბაზრის იმჟამინდელ მდგომარეობას და შეისწავლით იმ რეგიონის მყიდველთა მოთხოვნებს სადაც მდებარეობს გასაყიდი ობიექტი.
არსებობს რემონტის რამდენიმე ვარიანტი, რომლითაც შესაძლებელია ბინის საცხოვრებელი პარამეტრების გაუმჯობესება, რაც რეალურად საგრძნობლად გაზრდის საწყის ფასს. ამ მიზნით ყველაზე ხშირად განიხილება შემდეგი ვარიანტები:
1. დიზაინერის მომსახურება
ეს ვარიანტი გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას დიზაინერთან, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. დიზაინპროექტი მზადდება იმ რეგიონის მოთხოვნილებების მონაცემეზე დაყრდნობით სადაც მდებარეობს გასაყიდი ობიექტი. ეს არის ვარიანტი, რომლის წარმატებული შედეგი უმეტესად დამოკიდებულია დიზაინერის კომპეტენტურობაზე, გამოცდილებაზე და გემოვნებაზე.
დიზაინეული გათვლებით გარემონტებული და მოწყობილი ფართი, (რომელიც რა თქმა უნდა ითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებსაც), იაფი არ ჯდება და გულისხმობს საკმაო დანახარჯებს დიზაინერის კონსულტაცია-მომსახურებაზე, მასალებზე, ხელოსნებზე და ა. შ.. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ ტიპის მომსახურებამ მრავალჯერ გაამრათლა და რეალურად მოიტანა იმაზე დიდი მოგება, ვიდრე იყო დანახარჯი.
პ.ს. შეგიძლიათ კიდევ უფრო გაზარდოთ მიღებული მოგება თუ ახლად შეძენილ აქსესუარებს, რომელთა მეშვეობით შეძელით სრული დიზაინერული სურათის შექმნა, არ მოხსნით ეტიკეტებს და ბინის გაყიდვის შემდგომ (თუ მყიდველი უარს იტყვის აღნიშნულ ნივთებზე) დააბრუნებთ მაღაზიაში. ასეთი ოპერაციის შედეგად ხშირად შესაძლებელია გადახდილი თანხის დიდი ნაწილის უკან მიღება.
2. მაღალბიუჯეტური რემონტი
ფართის ღირებულების გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ვარიანტია მაღალბიუჯეტური რემონტი მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით. ხარჯი დიდია, მაგრამ ასეთი ინვესტიცია ყოველთვის ამართლებს და ტოვებს გაცილებით დიდ მოგებას. ამ ტიპის რემონტი გულისხმობს ბინის იმ კონდიციამდე მიყვანას, როცა ახალ მფლობელს აღარ სჭირდება არაფრის შეტანა ბინაში, გარდა პირადი ნივთებისა. ეს არის დასრულებული რემონტი გემოვნებით შერჩეული ავეჯით, მაღალი კლასის ტექნიკით, ინტერიერის ელემენტებით, დეკორით, ფარდებით და ყველანაირი საყოფაცხოვრებო წვრილმანი ნივთით. საქართველოში უკვე ბევრი მყიდველი მზადაა გადაიხადოს მეტი თანხა და ეძებს ასეთ ვარიანტს, რომელსაც ასეც უწოდებენ - „შედი და იცხოვრე“. ჩვენს ქვეყანაში ასეთი მომსახურება ჯერ ახლა იკიდებს ფეხს, თუმცა არსებობენ სარემონტო კომპანიები, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ ასეთი ტიპის პროექტებს.
პ. ს. თუ გსურთ, რომ ზემოთ ნახსენები პროექტი წარმატებული აღმოჩნდეს ,ნუ დაზოგავთ ხარისხზე, რადგან წავიდა ის დრო, როცა შესაძლებელი იყო იაფიანი მასალით ბინის ღირებულების გაზრდა. ინფორმაციულ საუკუნეში უკვე აღარ არის მყიდველისთვის რთული, რომ შეაფასოს შესრულებული სამუშაო და გახარჯული მასალის ღირებულება. ასე რომ, ასეთმა „ხრიკმა“ შესაძლოა პირიქით, დაბლა დაწიოს ობიექტის ღირებულება.
3. ფართის გაზრდა კედლის დემონტაჟის ხარჯზე
უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრება იმ მახასიათებლებით, რაც მოთხოვნადია იმ რეგიონის სამომხმარებლო ბაზარზე, სადაც მდებარეობს გასაყიდი ობიექტი. თუმცა ფართო და ნათელი ოთახები ყოველთვის მოთხოვნადი იყო და წარმოადგენდა მყიდველისთვის გადამწყვეტ ფაქტორს. მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეს მფლობელი როცა ბინა, რომლის რეალიზაციაც სურს, ვიწრო და მოუხერხებელი ოთახებითაა დაკომპლექტებული? - ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს მცირეგაბარიტიანი ფართის ყოველი სანტიმეტრი. ასეთ შემთხვევაში, ფასის გასაზრდელად, ყველაზე პოპულარული ვარიანტია გამყოფი კედლის დემონტაჟი. მთავარია სწორი ვარიანტის შერჩევა.
ასეთი ვარიანტებია:
1. მისაღებსა და სამზარეულოს შორის მდებარე კედლის მოხსნით შესაძლებელია ფართო და მოსახერხებელი სტუდიოს ტიპის ოთახის მიღება. თუ გსურთ სამზარეულოს გამოყოფა, ამას შეძლებთ ბარის სადგამის, მაგიდის, დაბალი ტიხრების და სხვა ამდაგვარი ელემენტების გამოყენებით;
2. სასტუმრო ოთახსა და მისაღებს შორის კედლის მოხსნით სივრცე საგრძნობლად იზრდება. ასეთი კომბინაცია იძლევა კარგ შედეგს და ფართი იმაზე ვრცელი ჩანს ვიდრე სინამდვილეშია;
3. თუ ტექნიკური მონაცემი (ამ შემთხვევაში საყრდენი კედლები) იძლევა საშუალებას, შესაძლებელია ბინის სივრცე მთლიანად შეიცვალოს. ხელახალი დატიხვრით მისაღების ან დერეფნის ხარჯზე მიიღებთ ფართო სამზარეულოს და საძინებელ ოთახს. თავისთავად ასეთ შემთხვევაში ბინის ფასიც გაიზრდება, რადგან ისეთ ბინაზე, სადაც ფართო სამზარეულო, სააბაზანო და საძინებელია, ყოველთვის მეტი მოთხოვნაა, ვიდრე სტანდარტულ იზოლირებულ ბინებზე ვიწრო მისაღებით და მიკროსკოპული სამზარეულოთი.
4. ფართო აბაზანა დერეფნის ხარჯზე
ფართო ბინებში ყოველთვის არ არის ხოლმე შესაბამისი ზომის აბაზანა. მოუხერხებელი სველი წერტილი კი ყოველთვის აგდებს ბინის ფასს. ამის გამოსწორების ერთადერთი გზა ხშირად დერეფნის მიერთებაა, რადგან სრული ზომის აბაზანა უფრო მნიშვნელოვანია ბინის რეალიზაციის დროს, ვიდრე დერეფანი. არ შეიძლება სააბაზანოსა და დერეფანს შორის ზღურბლის მოშლა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გარდამავალი ზღურბლის მოწყობა ან იატაკის 2-4 სმ-ით დადაბლება.
5. ანტრესოლის მოწყობა
თუ ბინის პარამეტრები (ამ შემთხვევაში ჭერის სიმაღლე) აკმაყოფილებს მოთხოვნას, მაშინ ბინაში ანტრესოლის მოწყობით შესაძლებელია ბინის ფასის გაზრდა. გაითვალისწინეთ საცხოვრებელ ზონაში ჭერის სიმაღლე უნდა იყოს, 4,6 მეტრზე მეტი და მანძილი ჭერიდან ანტრესოლის სართულის საწყისამდე უნდა იყოს მინიმუმ 2,5 მეტრი, არასაცხოვრებელი შენობების შემთხვევაში - 2,2 მეტრიდან. ანტრესოლის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს მთელი ბინის ფართობის 40%-ს.
6. ფართის გაზრდა ამოშენებული აივნის ხარჯზე
ბოლო დროს პოპულარული გახდა ოთახის ფართობის გაზრდა ლოჯიის ან ამოშენებული აივნის მიერთების ხარჯზე. ამგვარდ საცხოვრებელი ფართის რამდენიმე კვადრატული მეტრით გაზრდა საერთო ჯამში სივრცეს აძლევს მსუბუქ, ნათელ და ფუნქციონალურ ვიზუალს. ასეთი კომბინაციის შედეგად შესაძლებელია ბინის ფასის მნიშვნელოვნად გაზრდა, მთავარია დაცული იყოს მოქმედი საკანონმდებლო ნორმები და ამოშენება იყოს ლეგალური. გამყოფ ზონაზე ხშირად იყენებენ ორკამერიან მინის სტრუქტურას (ე. წ. ფრანგული ფანჯარა) საჭირო ტემპერატურის შენარჩუნების მიზნით. ასეთი კოორდინირებული რეკონსტრუქცია, გარდა იმისა, რომ ბინაში ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის, ამავდროულად საგრძნობლად ზრდის გასაყიდ ფასს.
კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!