ra-girs-remonti-xarjtagricxva-konsultacia-smeta
რემონტი

რა ღირს რემონტი?

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

4910

0

03.05.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

რას აკეთებთ კომფორტული სერვისის მისაღებად?

1. უკავშირდებით „მეტრიქსს“ და ათანხმებთ ვიზიტის დროს.
2. მეორე დღესვე მოდის ჯგუფი და აწარმოებს აზომვით სამუშაოებს. სამ დღეში გბარდებათ დეტალური ანალიზი და ხარჯთაღრიცხვა, რომლის მცირე მონაკვეთი ვიზუალურად ასე გამოიყურება:


3. ირჩევთ რემონტის სასურველ პაკეტს.
4. ათანხმებთ მასალას, იღებთ ამომწურავ ინფორმაციას მასალასთან დაკავშირებით.
5. აფორმებთ ხელშეკრულებას კომპანიასთან.
6. იბარებთ სრულ პროექტს ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში.
7 . და რაც მთავარია, ორივე მხარის დაცულობის მიზნით, არსებობს ხელშეკრულებაში ასეთი პუნქტი, რომელიც ავალდებულებს დამრღვევ მხარეს მთლიანი თანხის 5% გადახდას. ეს არის ზუსტად ის გარანტია, რაც თქვენ ასე გჭირდებათ, რომ მშვიდად გააგრძელოთ ჩვეული ცხოვრება და არ დაგსტრესოთ არანაირმა მოულოდნელმა გარემოებებმა რემონტის მიმდინარეობის პერიოდში.
მოდით, უფრო დეტალურად განვხილოთ სარემონტო კომპანია  „მეტრიქსის“ სერვისები და ამ  სერვისების თანამიმდევრობა ანუ რას გვთავაზობს ეს კომპანია და აკმაყოფილებს თუ არა თქვენს მოთხოვნებს და რამდენად ამართლებს მოლოდინს.


სარემონტო ხარჯთაღრიცხვის შექმნა

მეტის გაგება

თქვენს კომფორტზე მორგებული პაკეტი, რომელიც დაგაზღვევთ შეცდომებისგან.

უკვე მიიღეთ უამრავი ფასიანი თუ უფასო კონსულტაცია და მაინც ვერ დაადგინეთ თუ რა დაგიჯდებათ რეალურად რემონტი? ამაზე არ იდარდოთ, ამ პრობლემის გადაჭრის მარტივი  და რაც მთავარია სანდო გზა არსებობს; შეგიძლიათ, უბრალოდ დარეკოთ მითითებულ ნომერზე ან „მეტრიქსის“  ვებგვერდზე კომენტარის გაკეთებით მოითხოვოთ ზარი და თვითონ დაგიკავშირდებიან. თუ გჭირდებათ რეალური ხარჯთაღრიცხვა, მაშინ თქვენ უნდა მოითხოვოთ ასეთი პაკეტი: „კონსულტაცია ადგილზე გამოძახებით“ - ეს არის პაკეტი, რომელიც 170 ლარი ღირს და მოიცავს 80 კვ/მ-მდე სარემონტო სივრცის ანალიზს და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის შექმნას. (თუ ფართი 80კვ. მ-ზე მეტია ან თუ ფართი განსხვავებული სპეციფიკით მიდგომას მოითხოვს (მაგ. თუ ფართი სადემონტაჟოა ან ავარიული) მაშინ კონსულტაციის ფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად. კონსულტაციის შეკვეთის შემდგომ, მეორე დღეს (ან როცა თქვენ გაწყობთ, რადგან ვიზიტის დროს და ადგილს ირჩევთ თავად) მოდიან თქვენთან კვალიფიციური სპეციალისტები. ისინი მილიმეტრის სიზუსტით აზომავენ სარემონტო ობიექტს. აზომვითი სამუშაოები  სრულდება ლაზრული ხელსაწყოთი, რაც შესრულებული სამუშაოს სიზუსტის გარანტიაა, რადგან აზომვა სრულდება ყველა დეტალის და ნიუანსის გათვალისწინებით.  ვიზიტისას გაგესაუბრებიან და ჩაინიშნავენ ყველა თქვენს სურვილს თუ შენიშვნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ამ ინფორმაციაზეა  დამოკიდებული თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების   კომფორტულ გარემოში ცხოვრება წლების განმავლობაში. სამი დღის ვადაში სპეციალური ჯგუფი გამოთვლის  მასალის და ხელობის ღირებულებას და შეადგენს რეალურ  ხარჯთაღრიცხვას, სადაც გათვალისწინებული იქნება  ყველზე მცირე ნიუანსიც კი და ყველაზე მთავარი რაც არის - რემონტის დაკვეთის შემთხვევაში კომპანია „მეტრიქსი“ პასუხს აგებს, რომ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა არის საბოლოო ფასი და არ დაგიჯდებათ ერთი თეთრით მეტიც კი.

და კიდევ უფრო საინტერესო და მთავარი ინფორმაცია: თუ გადაწყვეტთ და დადებთ ხელშეკრულებას ამ კომპანიასთან ეს ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც 170 ლარი უნდა გადაგეხადათ, თქვენთვის გახდება უფასო. ამასთან ერთად, საკმაოდ კარგი ფასდაკლებების გაკეთებაც შესაძლებელია საჭირო მასალაზე, რომელიც საბოლოო ჯამში პროექტს კიდევ უფრო გააიაფებს, რადგან „მეტრიქსი“ თავის კლიენტებს  სთავაზობს პარტნიორი სამშენებლო მაღაზიებიდან  მოსაპირკეთებელ მასალაზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას  - 15-30% -მდე.


ხარჯთაღრიცხვა, რომლის სანდოობაზეც კომპანია პასუხს აგებს.

...და თუ მაინც, რაღაც მიზეზების გამო, არ შედგება ხელშეკრულება "მეტრიქსთან", მაინც მოგებული დარჩებით, რადგან თქვენ დაგრჩებათ 170 ლარად შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, რომლის სანდოობაზეც კომპანია პასუხს აგებს და აქ მოცემული რეალური ფასები იქნება თქვენთვის ორიენტირი, რომ სხვა ხელოსნები შეცდომაში ვერ შეგიყვანენ, ანუ ვერც ფასებს „გაბერავენ“, ვერც მეტ მასალას გაყიდინებენ და ვერც ვადებში მოგატყუებენ. ანუ ეს ხარჯთაღრიცხვა შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ნებისმიერ სამშენებლო კომპანიასთან ან კერძო ხელოსანთან.
 საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თუ სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებს „მეტრიქსის“  პარტნიორი ობიექტებიდან შეიძენთ, გარდა სიიაფისა, ხარისხზე პასუხისმგებლობას „მეტრიქსი“ იღებს და იძლევა რამდენიმე წლიან გარანტიას. ეს  ნიშნავს იმას, რომ მასალას შეიძენთ იმაზე იაფად, ვიდრე ჰიპერმარკეტებში და სხვა სამშენებლო მაღაზიებში, ზედნამატის გარეშე და თან ხარისხის გარანტიით. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან ხელსაყრელი და მიმზიდველი შეთავაზებაა.


ხარისხი,  რომელიც სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

კომპანია „მეტრიქსი“ ერთ - ერთი პირველია  ქართულ ბაზარზე, ვინც თავის პრიორიტეტად ხარისხი აირჩია.  სამუშაო, რომელსაც ასრულებს კომპანია, მაღალ პროფესიონალიზმზე და სწორი მართვის უნარებზეა დაფუძნებული, რაც თავისთავად ხრისხიანი შედეგის გარანტიააა. ასე რომ, შეკვეთის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ ხარისხს, რომელიც წლები მოგანიჭებთ კომფორტს და ხარისხს რომელზეც პასუხს აგებს კომპანია.


უპრეცედენტო შეთავაზება!

„მეტრიქსის“ შეკვეთის შესრულების ვადები არის ყოველგვარი კონკურენციის გარეშე:  100კვ/მ ფართის რემონტი 20 კალენდარულ დღეში -  არარეალურად ჟღერს? მერწმუნეთ, ეს სავსებით რეალურია, რადგან ამ შეთავაზებას განსაკუთრებული გარანტიები ამყარებს, რომელიც მომხმარებელზე  მაქსიმალურად არის მორგებული. ამ გარანტიების ყველა დეტალი ხელშეკრულებაშია მითითებული, რომლის გაცნობაც, რა თქმა უნდა, რემონტის დაწყებამდე შეგიძლიათ.  „მეტრიქსის“ მთავარი პრიორიტეტი, ხარისხთან ერთად, მომხმარებლის ნდობის გამართლება და მისთვის კომფორტის ზონის შექმნაა.
პ.ს. გაგიჩნდათ დამატებთი კითხვები? გთხოვთ, მოგვწეროთ. სიამოვნებით ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას „მეტრიქსის“ სერვისებთან დაკავშირებით.
გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები