lofti-interieris-dizainis-amerikuli-stili
ინტერიერის დიზაინერი

"ლოფტი" - ინტერიერის დიზაინის ამერიკული სტილი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1531

0

21.06.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ალბათ შეამჩნევდით, რომ საძიებო სისტემაში „ინტერიერის დიზაინის“ ძებნისას უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ფოტოები, სადაც ოთახის ყველა თუ არა, ერთი კედელი მაინც არის აგურის ან უხეშად დამუშავებული ქვის ეფექტით. ეს ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია აქტუალურია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
შესაბამისად ქართულ სარემონტო ბაზარზე გამოკვეთილად გაზრდილია მოთხოვნა  აგურის კედლის გამოყენებაზე. მომხმარებლები სარემონტო კომპანიებს უფრო და უფრო ხშირად უკვეთავენ აგურის კედელს, ქვის ან ბეტონის იატაკს, ძველებური ეფექტის ისეთ მილებს, რომლებიც კედლებში აღარაა ჩამალული და ჭერზე დაუფარავად ჩანს. სტილი საკმაოდ უცხოა და შთამბეჭდავი. გამოირჩევა ორიგინალურობით და უდავოდ დიდ შთაბეჭდილებას ახდენს პირველივე დანახვისას.
 ამ სტილს ინტერიერის დიზაინში „ლოფტი“ ჰქვია და  ძირითადად ქალაქურ სტილს მიაკუთვნებენ. „ლოფტი“ განსაკუთრებული სტილია. მისთვის დამახასიათებელი მკვეთრი და ორიგინალური შტრიხების გამო ადვილია მისი გამორჩევა სხვა უამრავ დიზაინერული სტილისგან. მისი ძირითადი დამახასიათებელი შტრიხებია: ღია სივრცეები, აგურის ან ქვის კედლები, რომლებიც ისეა დამუშავებული, რომ დაუმუშავებლის ეფექტს ქმნის. სივრცეში გამოკიდული სადენები და მილები კი უფრო მეტად უსვამს ხაზს მის ორიგინალურობას.


ლოფტი

როგორ ამოვიცნოთ "ლოფტი"

უფრო მარტივად რომ აღიქვათ ლოფტის სრული ხიბლი, წარმოიდგინეთ მიტოვებული ფაბრიკა: უზარმაზარი თაღებით, მასიური ხის კოჭებით, ქვის ან აგურის უხეშად დამუშავებული კედლებით, უბრალო ბეტონის იატაკით და შეუნიღბავი, ჰაერში გამოკიდებული მილებით და სადენებით. უბრალოდ, სამუშაო დაზგების და დანადგარების ნაცვლად წარმოიდგინეთ, რომ ამ სივრცეში განლაგებულია ადამიანის საცხოვრებლისთვის აუცილებელი საგნები, როგორიცაა : დივანი, კარადები, საწოლი, მაგიდა, სკამები და ამ ყველაფერს დაამატეთ სურეალისტური შინაარსის რამდენიმე ფოტო ან ისეთი  პოსტერები და პრინტები, რომელიც აგურის კედელს მიესადაგება და სურათიც მზადაა. დიახ, თქვენ მიიღეთ ლოფტის კლასიკური ნიმუში.


ლოფტის სტილი

სტილი ორიგინალური ადამიანებისთვის

ეს სტილი თავისი არაორდინალურობით იმდენად მკვეთრად განსხვავებულია რომ, ლოფტის სტილში მოწყობილი საცხოვრებელი უკვე თავისთავად მიანიშნებს პატრონის ინდივიდუალიზმზე, კრეატიულობაზე და  ხაზს უსვამს მის პრეტენზიას, იყოს სხვებისგან განსხვავებული.
დიზაინი ლოფტის სტილში იმდენად სრულყოფილი და უნივერსალურია, რომ თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახლისთვის, ასევე მოდური კლუბის ან ისეთი კაფეს გასაფორმებლად, რომელსაც ხელოვანი ხალხი ხშირად სტუმრობს.


სივრცის მოწყობა - მეტრიქს დიზაინი

მეტის გაგება


ლოფტის დიზაინი

„ლოფტის“ წარმოშობის ისტორია

ვინც არ იცის ისტორია, თუ რატომ დაერქვა ამ სტილს „ლოფტი“ (რაც ინგლისურიდან თარგმანისას  სხვენს ნიშნავს) ცოტა უცნაურად მოეჩვენება, და იკითხავს: რატომ  მაინცდამაინც „ლოფტი“ ?
ისტორია კი საკმაოდ საინტერესოა. შეიძლება ითქვას, რომ  ის ბუნებრივად მოიტანა, შექმნილმა თანხვედრამ დროისა და ყოფითი კრიზისული პირობებისა, რომელიც წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა საუკუნის, დაახლოებით, 40- ან წლებში. ეს ის წლებია, როცა ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ - იორკში, უძრავი ქონების ფასმა სწრაფი ზრდა დაიწყო და იმ დროისთვის წარმოუდგენელ ნიშნულს მიაღწია. ამ ფაქტიდან გამომდინარე მეწარმეებმა მიიღეს გონივრული გადაწყვეტილება, თავიანთი ფაბრიკები და სხვა დანიშნულების საწარმოები გადაეტანათ გარეუბნებში. მანჰეტენზე კი ამის შედეგად გაჩნდა თავისუფალი სივრცეები, ლოფტების სახით. რადგან სხვა გასაქირავებელი ფართებისგან ის უჩვეულო და განსხვავებული ვიზუალით გამოირჩეოდა, ამის გამო საკმაოდ დაბალი ფასი დაადეს. მოკლე დროში  „ლოფტებს“ თავისი მუდმივი კლიენტურა გაუჩნდა. ესენი იყვნენ ხელმოკლე ახალგაზრდა მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები და ა. შ..  მათთვის მიმზიდველი აღმოჩნდა როგორც დაბალი საარენდო ფასი, ასევე ის უცნაური ვიზუალი, რაც ხელოვანი ადამიანებისთვის ასე მნიშვნელოვანია.
მხატვრებისთვის სივრცე იდეალური აღმოჩნდა გამოფენების მოსაწყობად. საჭიროებას აღარ წარმოადგენდა ცალკე სივრცის ქირაობა სახელოსნოსთვის. ისინი საცხოვრებელ ფართშივე ქმნიდნენ სამხატვრო სტუდიოებს, რაც ჰარმონიულად ერწყმოდა ერთ მთლიანობას. საბოლოოდ ეს ყველაფერი მათთვის ერთგვარი ინსპირაციის და შთაგონების წყაროდაც კი იქცა.


ტრენდული სტილი
უბრალო სხვენიდან ტრენდულ სტილამდე

მაგრამ დრო შეიცვალა და სულ რაღაც ნახევარი საუკუნის შემდგომ „ლოფტი“ მოთხოვნად და საკმაოდ ძვირიან სიამოვნებად იქცა. ლოფტ- აპატამენტებით ხელმოკლე მხატვრები კი არა, უკვე საზოგადოების შეძლებული ფენა დაინტერესდა, რადგან  დიზაინის ეს მიმართულება, სულ რაღაც რამდენიმე ათეულ წელში, ელიტარული და მაღალი გემოვნების მიმანიშნებელი გახდა. ინტერიერის სტილი შესამჩნევად არ შეცვლილა, მხოლოდ ამ სტილისთვის დამახასიათებელ მინიმალისტურ ავეჯს დაემატა უმაღლესი კლასის თანამედროვე ტექნოლოგიები. სტილის მთვარ მახასიათებლად დარჩა თავისუფალი, დაუტიხრავი უზარმაზარი სივრცე. სადაც მხოლოდ აბაზანა იყო გადატიხრული, ისიც სივრცის დიდ ნაწილს არ იკავებდა და აღჭურვილი იყო, როგორც წესი, თანამედროვე, უმაღლესი კლასის ტექნიკითა და აქსესუარებით.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები