ფანჯრების დიზაინი
ინტერიერის დიზაინერი

ფანჯრების დიზაინი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1740

0

28.10.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

მეტრიქსის სერვისები

image-რემონტირემონტი

სარემონტო კომპანია თბილისში — სადაც პრობლემები ჩვენი საზრუნავია

ხელოსნის ძიება, მასალების შერჩევა, ვადების კონტროლი, გაფუჭებული ნერვები და დახარჯული დრო — სახლის რემონტი თბილისში ამ ყველაფერთან ასოცირდება. Metrix-თან თანამშრომლობისას კი ეს სია უბრალოდ არ არსებობს. მეტიც — სარემონტო სამუშაოები თქვენთვის უხილავი პროცესი გახდება: ჩვენ ვზრუნავთ, თქვენ — ცხოვრებთ.

ერთი გუნდი — სრული პასუხისმგებლობა

Metrix აერთიანებს გამოცდილ, სანდო სპეციალისტებს, რომლებიც სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს საკუთარ თავზე იღებენ და პროექტს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში აბარებენ — გარანტიით.

სრული სარემონტო მომსახურება — ერთი გუნდი, სრული პასუხისმგებლობა

Metrix-ის გუნდი ასრულებს ყველა სახის სამუშაოს, რაც თქვენი სივრცის იდეალური მოწყობისთვის გჭირდებათ:

იატაკის ნებისმიერი საფარის დაგება

აბაზანის რემონტი და სანტექნიკის მონტაჟი

შპალერის გაკვრა და კედლის შეღებვა

გათბობა და კონდიცირების სისტემის მონტაჟი

ელექტრო გაყვანილობის სრული გაყვანა

კედლებისა და იატაკის თბოიზოლაცია

შეკიდული და გაჭიმული ჭერის მონტაჟი

პროფესიონალიზმი, რომელიც შედეგში ჩანს

Metrix დაკომპლექტებულია საქმის უბადლო ოსტატებით — სპეციალისტებით, რომლებიც ყოველ პროექტს უდიდესი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით უდგებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი — არამედ თქვენი სრული კმაყოფილება ბინის რემონტის მიმდინარეობის ყოველ ეტაპზე.

image-დიზაინერიდიზაინერი

ინტერიერის დიზაინი — სადაც სწორი დაგეგმარება გადამწყვეტია

დიზაინი და დაგეგმარება რემონტის განუყოფელი ნაწილებია — სწორედ ისინი განსაზღვრავენ სივრცის საბოლოო ფუნქციურობასა და ვიზუალურ შედეგს.

შეუსაბამო განათება, ცუდად დაგეგმილი გაყვანილობა თუ შეუფერებელი ავეჯი — ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური პრობლემა. ეს ყოველდღიური დისკომფორტია, რომელიც წლების განმავლობაში გაგახსენებთ ერთ არასწორ გადაწყვეტილებას.

რას იძლევა პროფესიონალი დიზაინერი?

Metrix-ის დიზაინერთან თანამშრომლობით თქვენი საცხოვრებელი სივრცე იქცევა სივრცედ, რომელიც:

თქვენს ცხოვრების რიტმზეა მორგებული — არა ჟურნალის გარეკანზე

მაქსიმალურად ფუნქციურია — ყოველი კვადრატული მეტრი გამოყენებულია

3D ვიზუალიზაციით წინასწარ ნანახია შედეგი — სიურპრიზების გარეშე

გრძელვადიან ტრენდებზეა დაფუძნებული — თანხის დახარჯვა მართლაც ღირს

Metrix-ის დიზაინერი — პირველი ნაბიჯიდან ბოლომდე

Metrix-ის სპეციალისტი თქვენთან შეთანხმებით ასრულებს სრულ დიზაინის ციკლს:

აზომვითი სამუშაოები და სივრცის სწორი დაგეგმარება

დიზაინისა და სტილის შერჩევა — თქვენი სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით

3D დიზაინის შექმნა — რეალისტური შედეგის წინასწარი აღქმისთვის

სასურველი მასალის შერჩევა და შეძენაში დახმარება

აქტიური ჩართულობა სამუშაო პროცესში — საჭიროების შემთხვევაში

შედეგი, რომელიც სახლში ყოველ დილას გახსენდებათ

სწორი დიზაინი არ ნიშნავს მხოლოდ ლამაზ სივრცეს — ის ნიშნავს სივრცეს, სადაც კომფორტულად ცხოვრობთ. Metrix-ის დიზაინერი თქვენს სურვილებს რეალობად აქცევს — სივრცე, რომელშიც ყოველდღიური კომფორტი და სტილი ერთმანეთს აღარ ეწინააღმდეგება.

image-ავეჯის დამზადებაავეჯის დამზადება

ავეჯი შეკვეთით — თქვენი გემოვნებით, თქვენივე სივრცეში

თუ თქვენი პრიორიტეტია საცხოვრებელი სივრცის გემოვნებიანი, ესთეტიკური ავეჯით შევსება — სწორ მისამართზე ხართ. Metrix-ის პროფესიონალი გუნდი თქვენს ხედვას რეალობად აქცევს, დასაწყისიდან მონტაჟამდე.

სრული თავისუფლება დიზაინის შერჩევისას

შეკვეთით დამზადებული ავეჯი მზა მოდელებისგან პრინციპულად განსხვავდება — აქ შეზღუდვები არ არსებობს:

თავად დაგეგმეთ დიზაინი ან მოიძიეთ იდეა სასურველი კატალოგებიდან

ისარგებლეთ Metrix-ის დიზაინერისა და ოსტატების რეკომენდაციებით

შეარჩიეთ სასურველი ფერი და მასალა — თქვენს გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებულად

მიიღეთ ინდივიდუალური დიზაინი, რომელიც სხვა არსად იქნება

ავეჯი ყველა სივრცისთვის — ერთი გუნდისგან

Metrix-ის ოსტატები ამზადებენ ნებისმიერი სირთულისა თუ მოცულობის შეკვეთას:

სამზარეულო

აბაზანა

საძინებელი

მისაღები ოთახი

საბავშვო ოთახი

ოფისი და ეზო

ყოველი შეკვეთა სრულდება უნაკლოდ და დროულად — უდიდესი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით, რაც დამკვეთის მოლოდინებს ყოველთვის ამართლებს.

დაგვიკავშირდით დღეს

მზად ხართ, ავეჯის შეკვეთა სტრესის გარეშე გამოცდილებად აქციოთ? დაგვიკავშირდით დღეს — პირველივე საუბარში მიიღებთ ზუსტ ფასს, რეალისტურ ვადას და სრულ სიმშვიდეს. Metrix-ი გელოდებათ.

image-VIP მასტერიVIP მასტერი

VIP მასტერი — გამოიძახე ახლავე

გათბობა გაფუჭდა, სანტექნიკამ გაჟონა, ელექტროობის პრობლემაა — და ხელოსანი ვერ იპოვე? Metrix-ის VIP მასტერი სწორედ ამ სიტუაციისთვისაა.

ერთი ზარით უმალ იძახებ სპეციალისტს — 24/7, თბილისის ნებისმიერ უბანში:

სანტექნიკა და გათბობა/კონდიცირება

ელექტრო სამუშაოები

მინის და რკინის კარის დამზადება და მონტაჟი

ნებისმიერი სივრცის შემინვა

რკინასთან დაკავშირებული სამუშაოები

მასალაც არ გაქვთ? არც ეს არის პრობლემა — ოსტატი თავად შეიძენს. სასწრაფოდ გჭირდებათ ხელოსანი? — ის ძალიან სწრაფად გესტუმრებათ.

გამოძახების ღირებულება 20 ლარიდან იწყება.

თანამედროვე რემონტით, ტრენდული ავეჯით, კრეატიული დიზაინით და ბოლო  თაობის ტექნოლოგიებით მოწყობილი სახლი ყველა ადამიანის ოცნებაა. სახლის ამ კონდიციამდე მიყვანას კი სწორი დიზაინერული მიდგომა, საკმაო ცოდნა, გამოცდილება ან მაღალკვალიფიციური დიზაინერის დახმარება და რჩევები სჭირდება. სახლი რომ იდეალური გამოვიდეს, ამისთვის სწორად შერჩეული დიზაინი, მასალები, ავეჯი, დეკორი, ტექსტილი და შესაბამისი დიზაინის ფანჯრებია საჭირო. ფანჯარა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ამიტომ ფანჯრის დიზაინის შერჩევას თუ ჯეროვანი ყურადღებით არ მოეკიდებით, მაშინ ყველაზე ძვირადღირებული რემონტიც კი ვერ მოგცემთ სასურველ შედეგს და სახლი უგემოვნო გამოვა.

დანიშნულება და სახეცვლილება დროში

ფანჯრის დანიშნულება მხოლოდ ის არ არის, რომ შიდა სივრცე უზრუნველყოს განათებით ან წარმოაჩინოს ულამაზესი გარე ხედები. ფანჯარას შეუძლია საერთოდ შეცვალოს სახლის ვიზუალი და გახადოს ის ან ძალიან თბილი და მყუდრო ან ცივი და უგემოვნო.
ოდესღაც, ფანჯარა მოიაზრებოდა როგორც ჩარჩოში ჩასმული მინა, რომლის დანიშნულებას მხოლოდ შენობის განათება წარმოადგენდა. მის მიმზიდველ გარეგნობაზე და ხარისხზე არავინ ზრუნავდა. დაუმუშავებელი ხის ჩარჩო ტემპერატურულ და სეზონურ ცვლილებებზე არ იყო გათვლილი, ამიტომ სწრაფად ზიანდებოდა და იმ მარტივ დანიშნულებასაც ვერ ასრულებდა, რასაც სიცივის და სიცხის შეკავება ჰქვია. დროთა განმავლობაში ბევრი რამე შეიცვალა პრაქტიკულობის და ვიზუალის თვალსაზრისით. დღესდღეობით თანამედროვე ბაზარი მასალის და დიზაინის ფართო არჩევანს გვთავაზობს. თანამედროვე ფანჯრები გამძლე და საიმედოა, დამაზიანებელი ფაქტორების მიმართ მდგრადი, კარგი თბოიზოლაციით და ამავდროულად დახვეწილი დიზაინით.

როგორ შევარჩიოთ?

თანამედროვე მწარმოებლები გვთავაზობენ სხვადასხვა ტიპის ფანჯრებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან  სისქით და ზომით, მრავალფეროვანი დიზაინით და ფორმით, ხარისხით და სხვა თვისებებით. ფანჯრების დიზაინი განსაზღვრავს არა მხოლოდ სახლის ინტერიერში შემავალი სინათლის რაოდენობას, არამედ  შენობის მთლიან გარეგნობას, მის ვიზუალურ აღქმას. მნიშვნელოვანია შეძენისას ყურდღება გაამახვილოთ არა მხოლოდ ფანჯრის ჩარჩოების ფერზე, არამედ გახსნის ზომზე, ჩამკეტ მექანიზმებზე, კომპაქტორების და სახელურების ხარისხზე და ა. შ... რადგან არასწორად გათვლილმა თითქოს მცირე დეტალებმა შემდგომში შეიძლება არასასიამოვნოდ იჩინოს თავი.

მეტრიქსდიზაინი

მეტის გაგება

დიზაინი ფორმის მიხედვით

რაც შეეხება ფანჯრის ფორმას, შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც გავრცელებული მოდელები, ასევე უფრო ორიგინალური ვარიანტები. ფანჯრა შეიძლება იყოს დიდი, მთლიანი მინის სახით, რომელიც დაიკავებს მთელ კედელს. ამ ტიპის ფანჯარა ქმნის გარე სივრცესთან ერთი მთლანობის შეგრძნებას. ასეთი არჩევანი იდეალურია, როცა ფანჯრიდან ლამაზი ურბანული პეიზაჟი ან ბუნების უზადო ხედები მოჩანს. თაღოვანი ჩარჩოები უფრო განკუთვნილია საძინებლების ან სველი წერტილებისთვის და წარმოადგენს ამ სივრცის დეკორატიულ ელემენტს. ორიგინალური ფორმის ფანჯრებს შეუძლიათ ხაზი გაუსვან ნებისმიერი ოთახის ინტერიერის ხასიათს, გახადონ ის უფრო საინტერესო და უჩვეულო, აგრეთვე, წარმოაჩინონ მფლობელის განსხვავებული ხედვა და დახვეწილი გემოვნება.
მცირე ნახევარწრიული და თაღოვანი ფანჯრები შეიძლება მოთავსდეს სახურავის სტრუქტურაში, რაც ბუნებრივი შუქით მოამარაგებს სხვენს ან მანსარდული ტიპის ოთახებს. სხვენში ასევე შეგიძლიათ განათავსოთ ჭერის სპეციალური მანსარდული ფანჯრები, რაც საშუალებას მოგცემთ ყოველდღე დატკბეთ მზის ჩასვლით, ღამით კი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ცქერით. თუ პროექტი არ იძლევა ფანჯრის გაჭრის საშუალებას, მაშინ შესაძლებელია გადმოსაწევი ფანჯრის (რომელსაც „სამტრედესაც“ უწოდებენ) დამონტაჟება, თუმცა ის დიდი სილამაზით და დიზაინით ვერ დაიტრაბახებს, მაგრამ შესანიშნავი გამოსავალია ისეთი შემთხვევების დროს, როცა არ ხერხდება ნებართვის მოპოვება შესაბამისი ორგანოებიდან ან სამეზობლოდან.

დიზაინის და მასალის შეთავსება

სახლის დიზაინპროექტის შედგენისას  მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ არა მხოლოდ ფანჯრის ფორმას, არამედ მასალას, რისგანაც დამზადებულია ფანჯრები. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა იფიქროთ არა მხოლოდ ვიზუალზე, არამედ გაამახვილოთ ყურადღება რამდენად ფუნქციონალური, საიმედო და გამძლეა მასალა. ისე უნდა შეუთავსოთ დიზაინი და მასალა, რომ არ დაირღვეს მიღებული არქიტექტურული ნორმები, რაც უგემოვნოდ აქცევს მთლიანად შენობას. მაგალითად, ხის სახლს ანალოგიური მასალისგან დამზადებული ფანჯრები უხდება და თანამედროვე მეტალოპლასტმასის დიდი ფანჯარა საერთოდ დაკარგავს იმ ხასიათს რაც ხის სახლს უნდა ჰქონდეს. თანამედროვე სახლს კი პირიქით, უზარმაზარი უჩარჩოო შუშები ან ასე გავრცელებული და ნაცნობი პლასტმასის კონსტრუქციები უხდება.

პოპულარული მასალები

1. ხე არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალა, რომელიც შესანიშნავი არჩევანია კერძო სახლის ფანჯრებისთვის. თუ სახლის დიზაინი ქანთრის ან პროვანსის სტილშია, მაშინ ასეთი მასალის გამოყენება იქნება იდეალური გადაწყვეტილება, რომელიც ხაზს გაუსვამს სახლის დახვეწილ გარეგნობას და მეტ სიმძაფრეს მიანიჭებს როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის სტილს.
2. მეტალოპლასტმასი არის პოპულარული მასალა, რომელიც გამოიყენება კერძო სახლებისა და ბინებისთვის. მასალის მთავარი უპირატესობა ფერების ფართო არჩევანია, რაც მეტი ლავირების საშუალებას იძლევა. ეს კონსტრუქცია გამძლე საიმედო და ელეგანტურია, კარგად ინარჩუნებს სითბოს და სიგრილეს სახლში, ამიტომ ეკონომიურად ითვლება, რადგან გათბობის და კონდიცირებისთვის საჭირო ხარჯებს ამცირებს.
3. ალუმინი არის კიდევ ერთი პოპულარული მასალა თანამედროვე ფანჯრებისთვის, რომელიც ხაზს უსვამს სახლის მესაკუთრის დახვეწილ გემოვნებას. მინიმალისტური სტილით გაფორმებულ სახლში ოპტიმალურია ვიწრო ალუმინის ფანჯრების გამოყენება. არც ისე დიდი ხნის წინ გამოიყენებოდა სამრეწველო და საოფისე შენობებისთვის, მაგრამ ახლა ის ასევე გამოიყენება კერძო სახლების დეკორაციისთვის. ერთადერთი ნაკლი არის მაღალი ფასი, რაც შეეხება უპირატესობებს: ეს მასალა მდგრადია ყველანაირი ამინდის და გარე ტემპერატურული ცვლილებების მიმართ, ის  გამძლეა და საიმედო.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები