ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობამ ინტერიერის დიზაინის შერჩევის პროცესი გაამარტივა. მზა დიზაინით ოთახების მოწყობამ, მართალია, საქმე გააიოლა, მაგრამ ამავდროულად გამოიკვეთა დიდი ნაკლიც - ერთი და იმავე ტიპის შაბლონის მიხედვით სახლების მოწყობა თანამედროვე დიზაინის დიდ მინუსად იქცა. თუმცა, თანამედროვე დიზაინერებმა გამოსავალი აქაც იპოვეს - მათ დაამატეს ეთნიკური დეტალები თავიანთ პროექტებს. პარალელურად ავეჯის დამამზადებელმა კომპანიებმა წარმოებაში ჩაუშვეს ამ სტილის ავეჯი ფართო ასორტიმენტით. ამიტომ, დღესდღეობით, ამ ტიპის ავეჯით და აქსესუარებით სახლის დიზაინის გამრავალფეროვნება აღარ წარმოადგენს რთულ საქმეს. სულ მცირე ეთნიკურ დეტალს შეუძლია მოსაწყენი დიზაინი უნიკალურად აქციოს. ასეთი ნივთები ქმნიან შეუდარებელ სტილს გამოხატული ხასიათით.
სტილის მახასიათებლები:
ეთნიკური სტილი არის ფართო კონცეფცია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ხალხის კულტურას, ქცევებს და ისტორიას. ყველა სტილი ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანმა ტრადიციებმა, ამიტომ, ასე უბრალოდ ინტერიერი ეთნო სტილში გააფორმო, შეუძლებელია. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა ერთი გარკვეული მიმართულება, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, რაც დამახასიათებელია ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის:
1. გამოყენებულია ბუნებრივი ხის და ქვის მასალები ან მათი მაღალხარისხიანი იმიტაცია, აგრეთვე უძველესი დროიდან ცნობილი ლითონები, კერამიკა, თიხა, მინა, ნატურალური ქსოვილები.
2. ყველა ქვეყნის ტრადიციული პალიტრა განსხვავებულია, ამიტომ არჩევანი შეუზღუდავია: გამოიყენება როგორც მშვიდი ბუნებრივი ჩრდილები, ასევე ნათელი, მსუყე ფერები.
3. ინტერიერის ეთნიკურ სტილს წარმოაჩენს სახასიათო დეკორი და საგნები, რომლებიც ხაზს უსვამენ კონკრეტულ მიმართულებას რბილი და ზომიერი განათებით.
4. ტრადიციული ეთნიკური ინტერიერი წარმოუდგენელია ორნამენტების გარეშე. ორნამენტები შეიძლება შერეული იყოს სხვადასხვა პროპორციით, მთავარია გამოყენებულ იქნას ერთი და იგივე კულტურის ნიმუშები.