განცხადება:
დეტალები:
364 სპეციალისტი
შეფასება:
სტატია:
რომელი გირჩევნიათ, იყიდოთ უკვე დამზადებული კარი თუ დაამზადებინოთ?
ნორმალური კარი სისქეში 4 სმ - ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
კარი არც ძალიან მძიმე ვარგა და არც - მსუბუქი, იგი, სადღაც 20 კგ - მდე უნდა იწონიდეს.
მძიმე კარი ანჯამებს არყევს და ჩარჩოს აზიანებს. მსუბუქი კი ზედმეტად ბგერათგამტარია და ისეთი მჩატე ერთხელაც შეიძლება ხელში შემოგატყდეთ.
თუ თქვენი კარის ჭრილი დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება მაშინ მზა მდფ - ის ყიდვას არ გირჩევთ. მართალია ქარხნული კარი სიგრძეში ჭრადია, მაგრამ განივ კორექციას ცოტა თუ უძლებს.
ქარხნული კარი ვერც ხარისხიანი საკეტი და საკიდი მექანიზმებით გამოირჩევა.
თუ კედელში კარის ამონაჭერი განიერია, მისი დაპატარავება მოგიწევთ. ამ დროს კარის ჩაყენების საფასურიც იზრდება.
ადრე თუ გვიან სასურველი დიზაინის კარს მაინც იპოვით თუმცა შეხვდებით ისეთ მზა კარსაც რომლის დაყენება ძალიან რთულია.
ასეთი კარი შეიძლება სულაც მეორადი ხის ნარჩენებისგან იყოს დამზადებული - თხელი ჩარჩოთი და სიფრიფანა ზედაპირით.
ხარისხიანი ხის კარის უჯრედოვანი ფენა დაახლოებით 5 მმ -ია.
შეკვეთით დამზადებული მდფ - ის კარი
კარის ხარისხსა და ფასს ხის ანათალის რაგვარობა და მდფ-ფენის სისქე განსაზღვრავს. მაგალითად, ხის ბოჭკოვანი კარი - ქარხნული ანათალით, რომლის სისქე 4 მმ- ზე ნაკლებია, შედარებით იაფი ღირს ვიდრე ბუნებრივი ანათალით დამზადებული მდფ კარი.
კარის დამზადებისას ერთმა ხელოსანმა შეიძლება მეტი მოგთხოვოთ მეორემ კი ნაკლ ები, თქვენც ადექით და რამდენიმეს დაუკავშირდით. შემდეგ კი შეკვეთის საფასური ერთმანეთს შეადარეთ.
MDF კარის მონტაჟის ფასი, მის ზომა-წონაზეცაა დამოკიდებული.
მომსახურებაში ზოგჯერ პეტლები, სახელური, სამაგრი მექანიზმები და საკეტიც შედის, ზოგჯერ კი არა.
როგორ გავიგოთ, ხელოსანმა კარგად დააყენა თუ არა კარი?
კარი ისე უნდა ეკიდოს ანჯამებზე რომ ჩარჩოსა და იატაკს არ ეხებოდეს.
იხურებოდეს ძალდაუტანებლად.
ჩერდებოდეს ჩვენთვის სასურველ ადგილზე ღია მდგომარეობაში.
მეტრიქსის 2 საფირმო რჩევა:
• არაკეთილსინდისიერი კომპანიები და მათი წარმომადგენლები შეკვეთის აღებასა და დასრულებას დიდხანს უნდებიან, ამიტომ სწორად შეარჩიეთ ისინი.
• ნუ იყიდით დამოუკიდებლად საკეტებს, სახელურებსა და სხვა საჭირო მექანიზმებს. კარგი იქნება თუ ამას კარის ხელოსნის დახმარებით გააკეთებთ.
როგორ დავამონტაჟოთ MDF - ის კარი სწორად და თანმიმდევრულად?
მონტაჟის დროს ყველაზე მთავარი საკიდ-სამაგრი მექანიზმების სწორად და ზუსტად დაყენებაა, რადგან ამაზეა დამოკიდებული რამდენად კარგად გაიღებ-დაიხურება კარი.
კარი რომ დიდხანს გვემსახუროს, იგი ჩარჩოზე მყარად უნდა ეკიდოს. მნიშვნელოვანია რომ ჩარჩოზე დასამაგრებელი მექანიზმები გამძლეობის მიხედვით შეარჩიოთ.
იატაკსა და კარის გულს შორის დაშორება უნდა იყოს მინიმალური.
ანჯამებისა და პეტლების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ:
მექანიზმების სისქეს.
მექანიზმები არ უნდა იჭედებოდნენ.
მექანიზმები უნდა აარჩიოთ კარის გაღების მიმართულების მიხედვით.
MDF - კარის დაყენება უსაფრთხოდ და საიმედოდ!
და აი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვასაც მივადექით!
რატომ უნდა დაამონტაჟებინოთ მეტრიქსის გუნდს თქვენი კარი?
იმიტომ რომ ჩვენი კომპანიის მთავარი ღირსება პროფესიონალიზმია.
ის კი ვინც ცოდნისა და გამოცდილების გასაღებს ფლობს ყველა ჩაკეტილ კარს აღებს.
მოკლედ:
თქვენ გვიკავშირდებით და გვაძლევთ შეკვეთას.
ჩვენ მივმართავთ შესაბამის ზომებს,
ვიღებთ პასუხისგებლობას და გირჩევთ;
ვარგებთ ხარისხიან მასალას - თქვენს სასურველ დიზაინს;
ვთანხმდებით შეკვეთის შესრულების პერიოდსა და საფასურზე;
ვუფრთხილდებით თქვენს დროსა და ნერვებს;
თქვენ გრძნობთ ჩვენს კეთილსინდისიერებას;
ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს ნდობას,
ორივე ვაძლიერებთ ერთმანეთს.
ვაკეთებთ საერთო საქმეს!
კეთილი იყოს ჩვენი ფეხი, თქვენი კარის ზღურბლთან!