განცხადება:
დეტალები:
364 სპეციალისტი
შეფასება:
სტატია:
მდფ კარის დამზადება შეკვეთით
მდფ კარის დაყენება ან გამოცვლა გადაწყვიტეთ და არ იცით, ვის მიმართოთ? დღეს, როდესაც უამრავი კომპანია თუ კერძო ხელოსანი გთავაზობთ მდფ კარის დამზადების სერვისს, ძალიან ძნელია, საუკეთესო შეარჩიოთ. ამიტომ ალბათ სიახლე არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მომხმარებლის უმეტესობა სწორედ ამ ეტაპზე ხარჯავს ყველაზე მეტ დროსა და ენერგიას. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, უსაშველოდ გაგეწელებათ მდფ კარების დამზადების პროცესი თუ დაგეგმილ ვადებში ჩაეტევით და განახლებულ ინტერიერში ბედნიერად გააგრძელებთ ცხოვრებას.
რა მიზეზებით შეიძლება გაპრობლემდეს მდფ კარების ხელოსანთან ურთიერთობა? აღარ დავიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რომ ხელოსნის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე უამრავი დეტალია დამოკიდებული. არასწორად აღებულმა ზომებზე, არასწორად შერჩეულმა მასალამ, საქმისადმი ხელოსნის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ თუ არასაკმარისმა გამოცდილებამ შესაძლოა, არა მხოლოდ გაგიწელოთ რემონტის ვადები, არამედ ბიუჯეტიც გაგიორმაგოთ და ახლად დამონტაჟებული მდფ კარი რამდენიმე კვირაში ისევ შესაცვლელი გაგიხდეთ.
რატომ უნდა შეუკვეთოთ მდფ კარის დამზადება METRIX-ში
ის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს რემონტის წამოწყებისას და გადაწყვეტილების მიღებაში გვიშლის ხელს, რემონტისთვის აუცილებელი დროის გამოყოფაა. არავისთვისაა სახალისო ძვირფასი დროის ისეთ საკითხებში დახარჯვა, რომელიც არეულ სახლთან, მტვრით სავსე სივრცესთან და ხელსაწყოების აუტანელ ხმაურთან ასოცირდება. ამ ფონზე მდფ კარის შეკვეთით დამზადება თუ METRIX-ის ხელოსნის გამოძახების სერვისით სარგებლობა ნამდვილი საჩუქარია. წარმოიდგინეთ, არ გიწევთ ხელოსნის მოსაძებნად ელიავაზე წასვლა, არც ნათესავებთან ჩამორეკვა და სანდო ხელოსნების საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება. საკმარისი, METRIX-ის ცხელ ხაზზე დარეკოთ და მდფ კარების დამზადება შეუკვეთოთ.
შეკვეთის მიღებისთანავე ჩვენი წარმომადგენელი თქვენთვის მისაღებ დროზე შეგითანხმდებათ და მდფ კარის ხელოსანს გამოგიგზავნით. ხელოსანი პირველ რიგში 100%-იანი სიზუსტით აიღებს ზომებს, მოისმენს თქვენს რეკომენდაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ შეკვეთის დამზადებას. რაც მთავარია, არჩევანში შეზღუდული არ ხართ და სრულად თქვენზეა დამოკიდებული რომელ ფერსა თუ უზორს შეარჩევთ კარისთვის.
METRIX-ის მდფ კარებების ხელოსნებისთვის შეუსრულებელი დავალება არ არსებობს. ისინი მზად არიან, ნებისმიერი სირთულის შეკვეთა უმოკლეს დროში უმაღლესი ხარისხითა და პასუხისმგებლობით შეასრულონ. ასევე, ჩვენთან თანამშრომლობისას დაზღვეული ხართ, რომ შეკვეთას აუცილებლად დათქმულ დროს ჩაიბარებთ და კარის გარეშე დარჩენილ ინტერიერში არ მოგიწევთ ცხოვრება.
როგორ მოვუაროთ მდფ-ისგან დამზადებულ კარს?
აქვე რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, როგორ მოუაროთ მდფ კარს, რომ მაქსიმალურად დიდხანს შეუნარჩუნოთ პირვანდელი სახე და მალე არ გამოვიდეს მწყობრიდან.
თუ გსურთ, მდფ კარმა დიდხანს გაგიძლოთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მის ხარისხსა და სწორად შესრულებულ მონტაჟზეა დამოკიდებული. თუმცა, თუ მაქსიმალურად მოუვლით და ფრთხილად მოეპყრობით, მით უფრო გაახანგრძლივებთ მის საექპლოატაციო ვადას.
მდფ კარის ხელოსანი გამოძახებით, 24/7-ზე
ყველაზე ხშირად მომხმარებელს აინტერესებს, როგორ იპოვოს მდფ კარის ხელოსანი თბილისში. სწორედ ამიტომ შეგახსენებთ, რომ Metrix-ის მდფ კარების ხელოსნის გამოძახება თბილისის ნებისმიერ უბანშია შესაძლებელი (ვაკე, საბურთალო, ბაგები, დიდუბე, დიდი დიღომი, დიღმის მასივი, ნახალოვკა, სანზონა, ავლაბარი, ვარკეთილი, სამგორი, ვაზისუბანი, გლდანი, თემქა, მუხიანი, ფონიჭალა, ავჭალა, ლილოს დასახლება და სხვა.) Metrix-ის მდფ კარის ხელოსნების გამოძახება დღის ნებისმიერ დროს, 24/7-ზეა, შესაძლებელი.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სერვისით სარგებლობა დაგჭირდებათ. ისინი უსწრაფესად და უმაღლესი ხარისხით მოგემსახურებიან, იქნება ის:
მდფ კარების დამზადება და ფასები ინდივიდუალურია და სრულად თქვენს შეკვეთაზეა დამოკიდებული: რა ზომისაა კარი, რა სირთულის სამუშაოა შესასრულებელი, რომელი მასალა გაქვთ შერჩეული და ა.შ. ამ დეტალებს ხელოსანი ზომების აღების შემდეგ გაგაცნობთ, შეკვეთის გაფორმება კი მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ მოხდება.