ელექტრიკი გამოძახებით
ვმუშაობთ 24/7

ელექტრიკი გამოძახებით

განცხადება:

თუ გსურთ სახლში ელექტრონული პრობლემების მოგვარება ან გსურთ ახალი ელექტრო წერტილების გაყვანა მაშინ აუცილებლად მოგვმართეთ

დეტალები:

ხელმისაწვდომია

364 სპეციალისტი

შეფასება:

სტატია:

ელექტრიკოსი, ელექტრიკი გამოძახებით

ელექტროობა ეს არის ცნება, რომელიც გამოხატავს ფიზიკური სხეულებისა და პროცესების მოძრაობით გამოწვეულ მოვლენებსა და თვისებებს. აღნიშნულ პროცესში ურთიერთქმედებს მიკროსკოპული ნაწილაკები: ლითონებში - ელექტრონები; ელექტროლიტებში - იონები; მოლეკულები და ა.შ.

ელექტრიკოსი არის ელექტრომოწყობილობისა და ელექტროხაზების მონტაჟის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი, თანამედროვეობის უმნიშვნელოვანი პროფესია. შრომის ბაზარზე აღნიშნული პროფესიის აქტუალობიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, ხშირია გამოძახების სერვისები, იქნება ეს ელექტრიკის გამოძახება თბილისში, რუსთავში თუ სხვადასხვა ქალაქებში. მაგრამ რამდენად სწორია ანდო ყველას ეს მეტად საპასუხისმგებლო საქმე? ელექტროობა ხომ ის ნაწილია, სადაც უყურადღებობა საშიშია.

მუდამ გახსოვდეთ რომ Metrix ნებისმიერ დროს თქვენს გვერდითაა. იქიდან გამომდინარე რომ დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა ელექტროენერგიისა და იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ, ჩვენ ვხედავთ ბაზარზე არსებულ ამ გამოწვევას და გთავაზობთ გამართულ სერვისს - ელექტრიკი გამოძახებით, თქვენი კომფორტისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ?                      

კომპეტენტური და პროფესიონალი პირებისგან შექმნილ გუნდს; მათ მოვალეობაში კი შედის:

  • ჭაღის, ბრას-მონტაჟი
  • დიოდური განათების მონტაჟი
  • მრიცხველის მონტაჟი
  • გენერატორის შეკეთება
  • ელ ავტომატის მონტაჟი
  • ლედ განათების მონტაჟი
  • არმსტრონგის სანათის მონტაჟი
  • ჩამრთველის და ელ. როზეტის მონტაჟი
  • სახანძრო დეტექტორის მონტაჟი

ჩვენთან ელექტრიკის მომსახურება უსაფრთხოობასთან და ხარისხთან ასოცირდება. აარიდეთ თავი უამრავ გაუთვალისწინებელ შემთხვევასა თუ ხარჯს Metrix - თან ერთად.

აღნიშნული პროფესია ყოველთვის, განსაკუთრებით დღევანდელობაში, ძალიან მოთხოვნადი და ამავდროულად, ძალზე სახიფათოა. ის პასუხს აგებს არა მარტო საკუთარ უსაფრთხოებაზე, არამედ მომხმარებლის უსაფრთხოებაზეც, რომელიც იყენებს ყველა იმ ელექტრო მოწყობილობას, რომელსაც ელექტრიკოსი ამონტაჟებს და შეაკეთებს. ეს ყველაფერი ამ საქმის შემსრულებელს აუცილებელია კარგად გააზრებული ჰქონდეს და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩეოდეს. დენის დარტყმა არა არის ერთადერთი საშიშროება, რომელიც შეიძლება შეემთხვეს ელექტრიკოსს, გასათვალისწინებელია სხვადასხვა გარემოება და შემთხვევა, მაგალითად მას ხშირად უწევს სიმაღლეზე მუშაობა და ეს კი ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.  შესაბამისად დაუშვებელია პროფესიონალის მხრიდან ასეთ დროს პანიკისა და შიშის განცდა, მიუღებელია საკუთარ თავში ეჭვის შეტანა, კითხვები საკუთარ თავთან - „ნეტავ სწორად ვაკეთებ?!“ ამა თუ იმ დაბრკოლების გადალახვის დროს.

პროფესიულ განათლებასთან ერთად, რა არის აუცილებელი კარგი ელექტრიკისთვის?

აუცილებელია რომ ელექტრიკოს ახასიათებდეს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი, გონების ტექნიკური წყობა, კარგი მოტორიკა, კარგი მხედველობა, აკურატულობა და ყურადღება. უნდა ჰქონდეს ჯანმრთელი საყდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემა. ეს პროფესია არ არის შემოქმედებითი და ლამაზ ფერებში დახატული, ის დიდ რისკებთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.

ელექტრიკოსი ნებისმიერი სახის ელექტრომოწყობილებით შეიძლება იყოს დაკავებული. ეს იქნება ელექტროგენერატორი, ელექტროძრავები, ტელეავტომატიკა და სხვა ელექტრო საქონელი. მისი კონკრეტული მოვალეობაა - მონტაჟირება, მომსახურება, გარჩევა და შეკეთება. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილმდებარეობას, თუ სად უწევს მუშაობა, მაგალითად, ქალაქის ელქსელის ელექტრიკოსი მუშაობს ელექტროგადამცემი ხაზების გაჭიმვაზე, აყენებს ფარნებს ელექტრო ბოძებზე, დაკავებულია მისი შეკეთებით, მაგრამ თუ ელექტრიკოსი მუშაობს ქარხანაში, მაშინ იგი დაკავებულია ელექტროქსელის, ჩარხებისა და გენერატორების მომსახურებით და შეკეთებით. ხოლო მსხვილ საწარმოებში ელექრტიკოსები მუშაობენ ბრიგადებად და ცვლებში. როგორც უკვე მრავალგზის აღვნიშნეთ, თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ელექტროობის გარეშე. ერთი ელექტროსადგურის გათიშვაც გამოიწვევს ქალაქის პარალიზებას. თანამედროვე ადამიანი პრაქტიკულად მთლიანად დამოკიდებულია ელექტროობაზე.

რა არის ელექტროენერგია, მისი ისტორია და როლი თანამედროვე საზოგადოებაში

ელექტრული დენი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ელექტრონები სადენში ერთი მიმართულებით მოძრაობენ. ელექტრონები ატომის შემადგენელი ნაწილებია, ბუნებაში კი ყველაფერი ატომებისან შედგება, სწორედ ამიტომ ელექტროობა ყველაფერშია. თუმცა, მის არსებობას მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როდესაც ელექტრონები რაიმე ძალის ზემოქმედებით ატომებს მოსცილდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ელექტროენერგია ყველაფერშია, შესაბამისად მისი არსებობა ვინმეს გამოგონებას მივაწეროთ, არასწორია. თუმცა ბუნების ამ საჩუქრის აღმოჩენა და სწორად გამოყენება ნამდვილად დასაფასებელია. ელექტრული ენერგია ჩვენ ხელთ არსებული ენერგიის ერთ–ერთი ყველაზე გამოსადეგი ფორმაა. მის გარეშე პრაქტიკულად არაფერი მუშაობს, დაწყებული ტექნიკითა და განათებით, კომპიუტერებითა და კონდიციონერებით დამთავრებული, ზოგიერთი ტიპის ტელეფონები და გათბობის მოწყობილობებიც კი უსარგებლო ხდება. ელექტროენერგია ჩვენი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია.

ზოგი ფიქრობს, რომ ელექტროენერგიის აღმომჩენი არის ბენჯამინ ფრანკლინი, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. უნდა აღვნიშნოთ რომ ფრანკლინი ნამდვილად ატარებდა ექსპერიმენტებს ელექტროენერგიის მისაღებად, 1752 წელს, მან თავისი ცნობილი ფრთიანი მფრინავი ექსპერიმენტი ჩაატარა და დაამტკიცა, რომ ელვა ელექტროენერგიაა, მეტიც მისმა ექსპერიმენტებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ელექტროენერგიის განვითარებას, მაგრამ რაც შეეხება აღმოჩენას, ელექტროენერგიას უფრო ძველი ისტორია აქვს, ის ორი ათასზე მეტი წლისაა.

ძველმა ბერძნებმა ძვ.წ. 600 წელს აღმოაჩინეს სტატიკური ელექტროენერგიის სახელით ცნობილი ერთგვარი მიზიდულობა. ამიტომ, უკვე ამ დროიდან ცნობილი იყო ელექტროენერგიის სახეობა. შესაძლოა ეს არ არის ელექტროენერგია, რომელიც ემსახურება ქალაქების სინათლეს, მაგრამ სწორედ იქ დაიწყო კვლევისა და ცნობისმოყვარეობის განვითარება.ამის შემდეგ იყო მრავალი კვლევა, მრავალი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, 1900-იანი წლების დასაწყისში კი ნიკოლა ტესლამ თავის თავზე აიღო ენერგიის მთლიან კომერციულად გადაქცევა. შექმნა მრავალფაზიანი განაწილების სისტემა, როგორიცაა დღეს ცნობილი. შესაბამისად, დამაჯერებლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  ელექტროენეგერგიის აღმოჩენაზე საუბრისას, არ შეიძლება ითქვას ან დასახელდეს ერთი კონკრეტული ადამიანი. ეს ათასობით წლის შრომაა, რომელშიც სხვადასსხვა სფეროს მრავალი მკვლევარი მონაწილეობდა.

ელექტროენერგია არის ის, რამაც მნიშვნელოვნად განავითარა ადამიანის ცხოვრება, თუ გადავხედავ წარსულისა და აწმყოს შესაძლებლობებს დავინახავთ აშკარა განსხვავებებსა და დიდ უპირატესობას, უკეთესობისკენ შეცვლილ ცხოვრებას, ჩვენ კი მადლიერი უნდა ვიყოთ ამ ყველაფრისა, რომ ეს შესაძლებელი გახდა.

ელექტრიკოსი იმ მცირედ პროფესიებს შორისაა, რომლის მცოდნე ადამიანებს დასაქმება არ უჭირთ. კარგი სპეციალისტი ესაჭიროებათ ნებისმიერ კერძო საწარმოში, სახელმწიფო დაწესებულებებში, ბინებში, სახლებსა და სავაჭრო ცენტრებში. ნახსენები დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი სპეციალისტი არის უკონკურენტო და შეუცვლელი. ასევე ის ფაქტიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც დრო გავა მით უფრო გაიზრდება მოთხოვნა ამ პროფესიის ადამიანებზე, რადგან ელექტროობის გარეშე კაცობრიობის არსებობა უკვე შეუძლებელია, ხოლო სანამ ის იარსებებს, მანამდე იქნება საჭირო ის ხალხი, ვინც ამ ურთულეს სფეროში მოღვაწეობს.

 

 

 

მოითხოვე სპეციალისტი

597056520