განცხადება:
დეტალები:
364 სპეციალისტი
შეფასება:
სტატია:
ჭაღის მონტაჟი
ერთი წუთით მაინც წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება ელექტრობის გარეშე? ალბათ ვერა, რადგან ჩვენი ცხოვრების სტილი დღეს მთლიანად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. რაც უფრო გამართულია ამ მხრივ სახლი, ოფისი ან სივრცე, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ, მით უფრო კომფორტული და უსაფრთხო ხდება ჩვენი ცხოვრება. ეს ეხება როგორც ელექტროგაყვანილობებს, ასევე ჭაღისა თუ სხვა სახის სანათების მონტაჟს.
ჭაღის დაკიდება მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ის არ წარმოადგენს ისეთ საქმიანობას, რომელსაც თქვენითაც მარტივად გაართმევთ თავს. სწორედ ამიტომ, მის დასაყენებლად გამოცდილი ხელოსანი დაგჭირდებათ, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს უსაფრთხოების ნორმებს და საქმის სუფთად შესრულებას უზრუნველყოფს - არ დააზიანებს ჭერს ან თავად ჭაღს, მითუმეტეს თუ ის ძვირადღირებულია ან ოჯახის ანტიკვარიატს წარმოადგენს.
რა უნდა ვიცოდეთ ჭაღის მონტაჟისას
დავიწყოთ იქიდან, რომ ჭაღის ან სხვა სანათის დაყენება მხოლოდ განათებისთვის არ გვჭირდება. მას გარკვეული შტრიხები შეაქვს ინტერიერში, რაც ჯამში კარგ ან ცუდ დიზაინს ქმნის. სწორად შერჩეული ჭაღისა თუ სანათების დახმარებით შეგიძლიათ, მაქსიმალურად ფუნქციური განათება შექმნათ, რაც ერთ სივრცეში რამდენიმე ადამიანის კომფორტულ თანაცხოვრებას შეუწყობს ხელს.
ჩვენი მიზანია, ინტერიერში არსებული თითოეული დეტალი ისე გავითვალისწინოთ, რომ მასში ცხოვრება თავად თქვენთვის იყოს მარტივი და კომფორტული. სწორედ ამიტომ, მზად ვართ, მონტაჟთან ერთად რეკომენდაციებიც მოგაწოდოთ და სურვილის შემთხვევაში სამონტაჟო წერტილების დაგეგმარებაშიც დაგეხმაროთ.
ასევე, დიდი დაკვირვება გმართებთ ჭაღის შერჩევისას. გიზიარებთ რამდენიმე დეტალს, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია:
დიდი ზომის ჭაღს პატარა ოთახში თუ დაკიდებთ, სივრცეს კიდევ უფრო დააპატარავებთ. დიდ სივრცეში კი პატარა ზომის ჭაღი თავის ფუნქციას სრულად დაკარგავს, არც ლამაზი იქნება და საეჭვოა, სივრცის სრული განათებაც უზრუნველყოს.
უსაფრთხოების ნორმები ჭაღის ან სანათის მონტაჟისას
ჭაღის დაყენება უამრავ დეტალს მოიცავს, რომლის სწორად შესრულება პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. მაგალითად, იმის მიხედვით თუ რა სახის ჭერზე მაგრდება ჭაღი, სამაგრების შერჩევისას გარკვეული მითითებები უნდა გაითვალისწინოთ.
თუ ჭაღი ბეტონის ჭერზე მონტაჟდება, კაუჭიანი ანკერი, სპეციალური სამაგრები და დუბელები დაგჭირდებათ. ჭაღის მიმაგრება სწორედ ამ დუბელების საშუალებით ხდება. დუბელის სიგრძე კი უშალოდ ბეტონის სისქეზეა დამოკიდებული, მისი სწორად შერჩევა კი ჭაღის ხელოსნის პასუხისმგებლობაა. თუ თაბაშირ-მუყაოს ჭერთან გიწევთ მუშაობა, ჭაღის დაკიდებამდე მისი გამაგრება დაგჭირდებათ, რასაც ასევე გამოცდილი ხელოსანი უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია სადენების დაერთებისას თუ დამიწებისას გასათვალისწინებელი ნორმებიც, რომლის სისწორეც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ასევე, თუ ნათურის ან კედლის ბრას დაყენება/მონტაჟი გადაწყვიტეთ, ამასაც სპეციალური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. იქნება ეს კედლის ბრა, იატაკის სანათი, გარე განათება თუ უბრალოდ შეკიდული ჭერის ნათურა - გამოცდილი ხელოსანი აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ სისტემა უსაფრთხო დარჩეს წლების შემდეგაც კი და ვიზუალურადაც ლამაზი და ეფექტური იყოს.
ძველი ჭაღის რესტავრაცია
თუ ძველი ჭაღის შეცვლა არ გსურთ, რადგან ის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგ მოგონებებთან ასოცირდება ან ოჯახურ ანტიკვარიატს წარმოადგენს, არც ეს არის პრობლემა. Metrix-ის ხელოსანს შეუძლია, თქვენთვის სასურველი ჭაღის რესტავრაცია და განახლება უზრუნველყოს. ასე რომ, თუ ამ საქმისთვის დაგჭირდებათ ჭაღის ხელოსნის გამოძახება, აუცილებლად დაუკავშირდით მექტრიქსს.
ხელოსანი გამოძახებით 24/7-ზე
ჭაღის დაყენება ან ბრების მონტაჟი თუ გჭირდებათ, Metrix-ის გუნდი მზად არის, დღის ნებისმიერ დროს, 24/7-ზე, გამოგიგზავნოთ ხელოსანი, რომელიც ნებისმიერი სირთულის დავალებას ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევისა და გართულებების გარეშე შეასრულებს.
Metrix-ის ჭაღის ხელოსნის გამოძახება თბილისის ნებისმიერ უბანში შეგიძლიათ (ვაკე, საბურთალო, ბაგები, დიდუბე, დიდი დიღომი, დიღმის მასივი, ნახალოვკა, სანზონა, ავლაბარი, ვარკეთილი, სამგორი, ვაზისუბანი, გლდანი, თემქა, მუხიანი, ფონიჭალა, ავჭალა, ლილოს დასახლება და სხვა.)
ასევე, ჭაღის ხელოსნის გამოძახებისას ხშირად აინტერესებთ, თან ექნებათ საჭირო მოწყობილობები, თუ მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს. გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებლის კომფორტი ჩვენთვის უპირველესია, თქვენ არ მოგიწევთ ასეთ დეტალებზე ფიქრი და ნერვიულობა. ჩვენი ხელოსნები ყველა საჭირო ატრიბუტით იქნებიან აღჭურვილნი და სამუშაოსაც დიდი პასუხისმგებლობით შეასრულებენ.
სისწრაფე და ხარისხი ჭაღის მონტაჟისას
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ჭაღის მონტაჟისთვის ხელოსნის გამოძახება გეზარებოდეთ, ხელოსნის მიერ უსაშველოდ გაწელილი ვადებია. ალბათ ნებისმიერ თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ხელოსანთან ურთიერთობა თვეობით გაწელილა - მაშინაც კი, თუ საქმე ერთი ჭაღის დაყენებას ეხება.
Metrix-თან თანამშრომლობისას მსგავსი შემთხვევებისგან სრულად იქნებით დაცული, რადგან ჩვენთან დასაქმებული ხელოსნები ზუსტად იცავენ დაგეგმილ ვადებს და მოსალოდნელი ვადაგადაცილების შესახებაც წინასწარ აფრთხილებენ დამკვეთს.
ჩვენთვის სისწრაფე და საქმის სუფთად შესრულება ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა. მზად ვართ, მომხმარებლის კომფორტს მაქსიმალურად მოვერგოთ და მათი სურვილები ყოველდღიურ საქმიანობაში გავითვალისწინოთ. სწორედ ამიტომ, გუნდი პროფესიონალი, გამოცდილი კადრებით არის დაკომპლექტებული, ხოლო სერვისის გაუმჯობესების მიზნით კომპანიის მხრიდან მუდმივად ხდება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე გამოძახებული ხელოსნების მომსახურების გაუმჯობესება.
სისწრაფესა და ხარისხთან ერთად უსაფრთხოებაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უსაფრთხოებას კი მხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ელექტროგაყვანილობას და პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს სიცოცხლეს ეხება.
ჭაღის დაკიდების ფასები
ჭაღის მონტაჟის ფასი თავად პროდუქტზე და სამუშაოს სირთულეზეა დამოკიდებული. ჩვენი ხელოსნები სამუშაოს დაწყებამდე დათვლიან ფასებს და წინასწარ მოგაწვდიან ინფორმაციას მის შესახებ. ასე რომ, ჩვენთან თანამშრომლობისას თქვენ მაქსიმალურად ხართ დაცული თაღლითობისა და ფასების მოულოდნელი ზრდისგან.