ჩაკეტილი კარების გაღება
ვმუშაობთ 24/7

ჩაკეტილი კარების გაღება

განცხადება:

ჩაკეტილი რკინის და სხვა ნებისმიერი ტიპის კარების გაღება, კარებზე საკეტის გამოცვლა, რკინის კარის დემონტაჟი-მონტაჟი, რკინის და მეტალოპლასტმასის კარის დამზადება

დეტალები:

ხელმისაწვდომია

364 სპეციალისტი

შეფასება:

სტატია:

ჩაკეტილი კარის გაღება

ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი, როდესაც სახლში შესვლას ვერ ახერხებთ ერთი უმარტივესი მიზეზის გამო - კარი არ იღება. არ აქვს მნიშვნელობა, ის სადარბაზოს შესასვლელი კარია თუ სახლის რკინის კარი. პრობლემა პრობლემაა და დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს. სახლში შესვლა ხომ ისეთი მომენტია, რომელსაც რამდენიმე საათით ან რამდენიმე დღით ვერ გადადებთ. ჩაკეტილი კარის გაღების პრობლემას მასშტაბები არ აქვს და ის ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს დროისა თუ საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.

როგორ ვიქცევით, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ დაზიანებული საკეტის გამო რკინის კარს ვერ ვაღებთ ან სადარბაზოში შესვლას ვერ ვახერხებთ? მთავარია, რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ თავი დავანებოთ და დასახმარებლად კომპეტენტურ ადამიანებს მივმართოთ. ადამიანებს, რომლებიც მრავალი წელია, ამ სფეროში მუშაობენ და დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმი დააგროვეს. კარის დაუზიანებლად გაღება გამოუცდელი ადამიანებისთვის არც ისე მარტივია და უშედეგოდ დახარჯული დროის გარდა შესაძლოა, უარესად დაამძიმოს სიტუაცია. ისე, რომ ადგილზე მოსულ სპეციალისტს მუშაობა გაურთულდეს და თქვენი სახლში შესვლის პროცესიც გაურკვეველი ვადებით გაიწელოს.

როგორ მოვიქცეთ, თუ სახლის კარი ჩაიკეტა და ვერ ვაღებთ

გიზიარებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც ზედმეტი გართულებებისგან დაგიცავთ. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ სწორად ცდილობთ კარის გაღებას. თუ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ გრძნობთ, საკეტი არ გემორჩილებათ და უამრავი მცდელობის მიუხედავად გაღება არ ხერხდება - უმჯობესია, შეეშვათ. ხშირ შემთხვევაში კარის გაჭედვის მიზეზი ჟანგი ან მტვერია, რომელიც საკეტში იჭედება და მექანიზმს გაღებაში უშლის ხელს. საკეტის მწყობრიდან გამოსვლა მის ხარისხზეც მიუთითებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი მექანიზმია, როგორია კორპუსის ლითონის სისქე, რამდენად მარტივად მოძრაობს გასაღები, აქვს თუ არა საკეტს ენის ბლოკირების სისტემა, როგორი გულანა აქვს მექანიზმს და ა.შ. ასევე, თუ გუგლში მოიძიებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხოთ ჩაკეტილი კარის გაღება, უამრავ ინფორმაციაზე მოგცემთ წვდომას. მაგალითად, საკეტში ზეთის შესხურება, რომელიმე სპეციალური სითხის გამოყენება, როგორიცაა  - WD40 ან სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენება.

თუმცა, ჩვენი რჩევაა, თავი მოარიდოთ მსგავსი მეთოდების გამოყენებას, რადგან თუ არასწორად გააკეთებთ რამეს, უფრო გაართულებთ მდგომარეობას და გამოცდილ სპეციალისტსაც კი შეაფერხებთ. იმისთის, რომ დრო დაზოგოთ და ხელოსანსაც ხელი შუეწყოთ საქმის დროულად დასრულებაში, უმჯობესია, დაუყოვნებლივ გამოიძახოთ Metrix-ის საკეტის ხელოსანი და საქმე მის გამოცდილებას მიანდოთ.

Metrix-ის ხელოსანი გამოძახებით, 24/7-ზე

Metrix-ის სპეციალისტებისთვის სამუშაოს სუფთად და სწრაფად შესრულება უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ყველაფერი ისე შესრულდეს, რომ ნაკლები ზიანი მიიღოს კარმა და სამუშაო დროულად დასრულდეს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც პრობლემის სირთულიდან გამომდინარე ძნელია, ყველაფერმა ზიანის გარეშე ჩაიაროს. ასეთ სიტუაციებშიც კი, Metrix-ის გუნდი მზად არის, საკუთარი გამოცდილებით სუფთად და დაზიანების გარეშე მოახერხოს როგორც კარის საკეტის გახსნა, ასევე სახლის კარის გაღება.

Metrix-ის მთავარი სავიზიტო ბარათი კომფორტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელოსნები ხელმისაწვდომები არიან ნებისმიერ დროსა და ადგილას, თბილისის მასშტაბით. კარის ჩაკეტვისგან დღის არცერთ დროს არ ხართ დაზღვეული. არასოდეს იცით, როდის დაგჭირდებათ ჩაკეტილი კარის გაღება. Metrix-ის გუნდის გამოცდილი სპეციალისტები მზად არიან, თქვენი ზარისთანავე უმოკლეს დროში გაჩნდნენ თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე და საკუთარი ხელსაწყოების დახმარებით უზრუნველყონ ჩაკეტილი საკეტის გახსნა. რაც მთავარია. Metrixs-ის ხელოსნები 24/7-ზე არიან ხელმისაწვდომები.

ჩვენი სერვისები, რომელიც ჩაკეტილი კარების გაღებას უკავშირდება:

დამატებითი კომფორტი Metrix-თან თანამშრომლობისას

Metrix-თან თანამშრომლობის დროს მაღაზიებში სიარული და საკეტის საყიდლად დროის დაკარგვაც არ მოგიწევთ. შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ მეტრიქსის სპეციალისტი თქვენთან შეთანხმებით შეიძენს რკინის კარისა თუ სადარბაზოს კარის საკეტს. თქვენზეა დამოკიდებული, როგორი ხარისხის საკეტს შეარჩევთ. ამაში ჩვენი სპეციალისტიც დაგეხმარებათ და შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე ისეთ საკეტს შეგარჩევინებთ, რომელიც მაქსიმალურად ერგება როგორც თქვენს ბიუჯეტს, ასევე საჭიროებას - დიდხანს მოგემსახუროთ და დიდხანს აგარიდოთ თავიდან პრობლემა, როგორიცაა სახლის კარის გაღება.

პრობლემას არც ჩაკეტილი სადარბაზოს კარის გაღება წარმოადგენს. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან, გამოძახებიდან უმოკლეს დროში მოაგვარონ პრობლემა და მაქსიმალურად სუფთად, ყოველგვარი დაზიანების გარეშე მოახერხონ სადარბაზოს კარის გაღება. თქვენი სურვილის შემთხვევაში კოდირებულ საკეტსაც დაგიყენებენ და რაც მთავარია ამას, 100%-იანი ხარისხით შეასრულებენ.

 

 

 

მოითხოვე სპეციალისტი

597701010