განცხადება:
დეტალები:
364 სპეციალისტი
შეფასება:
სტატია:
გამოცდილი სანტექნიკოსის რჩევები ვინც საცხოვრებლის განახლებას, რემონტს, ან თუნდაც ახალი სახლის აშენებას აპირებთ, მაშინ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა ავეჯი, მასალები, დიზაინი და ა. შ. , ასევე მნიშვნელოვანი იქნება სანტექნიკის სწორად შერჩევაც. სწორად შერჩეული სანტექნიკა არის გარანტია იმისა, რომ წლები იცხოვრებთ კომფორტულად და არ გექნებათ ის უამრავი პრობლემა, რაც არასწორად შერჩეულმა ან არასწორად დამონტაჟებულმა სანტექნიკამ შეიძლება გამოიწვიოს. დეკორაცია თუ პრაქტიკულობა ისევე როგორც ავეჯს, სანტექნიკასაც აქვს თავისი მოდა, შესაბამისად, დროთა განმავლობაში მისი დიზაინი და მასზე მოთხოვნილებებიც იცვლება და ამ პროცესების დაკვირვებაზე დაყრდნობით მწარმოებლები ცდილობენ უფრო კომფორტული და დახვეწილი მოდელებით გააჯერონ ბაზარი. ამ საუკუნის დასაწყისში ტრენდული გახდა სადა და პრაქტიკული სანტექნიკა.
გამოცდილი სანტექნიკოსების რჩევაა, რომ უპირატესობა მიანიჭოთ არა დეკორაციებს, წინა წლებისგან განსხვავებით, არამედ ხარისხს, პრაქტიკულობასა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობას. ჩვენს თანამედროვეობაში, ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, უფრო და უფრო მარტივი ხდება პასუხის გაცემა კითხვაზე - როგორ შევარჩიოთ სანტექნიკა სახლისთვის? ამისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია წინასწარ ინფორმაციების მოძიება, რათა გაერკვეთ, თუ რა გჭირდებათ და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სასურველი საქონელი. ან უნდა მოძებნოთ სანდო სანტექნიკოსი, რომლის რეკომენდაციებს და რჩევებს ენდობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ კონტაქტი ათასნაირ ხელოსანთან და ამით შეიქმნით დისკომფორტს, რადგნ შემდგომში ხშირად ირკვევა, რომ არასანდო ხელოსნის რჩევებით ნაყიდი ონკანი, მილები, უნიტაზის ბაკი თუ ნიჟარა აღმოჩნდება ხოლმე ისეთი უსიამოვნებების მიზეზი, როგორიცაა მწვეთავი ონკანები, ნესტიანი კედლები, შეწუხებული მეზობლები, გაუთვალისწინებელი ფულადი დანახარჯები, წყალმდინარე მილები და უამრავი ამგვარი რამ, რისი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. პირველი ნაბიჯი - დაგეგმარება უდავოა, რომ ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია აბაზანის და სამზარეულოს გარეშე.
სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ეს ორი ლოკაცია თავიდანვე სწორად იყოს დაგეგმარებული, რათა შემდგომში არ მოგიწიოთ გადაკეთება და ზედმეტი დროის, ფულის და ენერგიის ხარჯვა. სწორი დაგეგმარებისთვის კი აუცილებელია კარგი, სანდო და გამოცდილი სანტექნიკოსი, რომელმაც პრაქტიკიდან გამომდინარე ისეთი ნიუანსები იცის, რომელსაც შეიძლება ვერ გადააწყდეთ ინტერნეტში ძიებისას. დაგეგმარების შემდეგ მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ის მასალა და აქსესუარები, რაც განთავსდება ამ ლოკაციებზე. ამიტომ, შეძლებისდაგვარად განვიხილოთ თუ როგორ უნდა შეირჩეს კარგი ხარისხის სანტექნიკა, მილები, ნიჟარები, საშხაპე, ონკანები და ა. შ. რით უნდა დაიწყოთ სანტექნიკის შერჩევა, პირველ რიგში, შეარჩიეთ გარემონტებული ფართის დიზაინის შესაბამისად.
უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის მონტაჟი, რაც დამოკიდებულია კარგ სანტექნიკოსზე. რაც შეეხება სანტექნიკის შეძენას, ახლა ეს უკვე გაცილებით ადვილია, ვინაიდან სანტექნიკის ბაზარი მუდმივად იზრდება და ვითარდება. უფრო რთულია წინასწარ ამოცნობა იმისა, არის თუ არა სანტექნიკა ხარისხიანი. ამიტომ, ყიდვის დროს უპირატესობა უნდა მიანიჭოთ შემდგარ და ასე თუ ისე ცნობად ბრენდებს, რომლებიც ერთ წელზე მეტია ბაზარზე არიან და თავიანთი დარგის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ. იაფი არ ნიშნავს უხარისხოს, ყველაზე ცნობილ ბრენდებაც კი აქვთ ბიუჯეტური ხაზი. თუ ბრენდი ახერხებს მყიდველს შესთავაზოს მაღალი ხარისხის სანტექნიკა მისაღებ ფასად, ამაში არაფერია ცუდი.
არ იქნება ურიგო რეკომენდაციების მიღება სანდო და პროფესიონალი სანტექნიკოსისგან ან ისეთი ნაცნობ - მეგობრებისგან, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გააკეთეს რემონტი. რომ აირჩიოთ მაღალი ხარისხის სანტექნიკა, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ მახასიათებლებს:
1. საიმედოობა და გამძლეობა.
2. შეძენილი სანტექნიკის ხარისხის მაჩვენებელი.
3. ადეკვატური ფასი, რომელიც შეესაბამება წინაწარ განსაზღვრულ ბიუჯეტს და რა თქმა უნდა თქვენს მიერ არჩეულ ხარისხს.
4. ეკოლოგიურად სუფთა მასალა, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება. ამისათვის თქვენ უნდა იცოდეთ, თუ რა მასალებისგან არის დამზადებული სანტექნიკა.
5. პროფესიონალი სანტექნიკოსის რეკომენდაციები. თუ ამ მარტივ წესებს დაიცავთ, მრავალი წლის განმავლობაში შეძლებთ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო და გაუთვალისწინებელი სიტუაციები, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.
რა უნდა ვიცოდეთ წყლის ფილტრის შესახებ სანამ შერჩეული სანტექნიკის მონტაჟს შევუდგებით, არ უნდა გამოგვრჩეს აუცილებელი რამ - ფილტრი. რადგან ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც, სამწუხაროდ, არავინ იძლვა სუფთა და გაფილტრული წყლის გარანტიას. გამოცდილი და კარგი ხელოსანი აუცილებლად გირჩევთ ფილტრის დაყენებას, რადგან, გაუფილტრავი და ჭუჭყიანი წყლის მინარევები ავსებს მილებს, რაც საბოლოოდ მის გაჭედვას იწვევს. რომ არ ამოივსოს მილები ნარჩენებით, ამიტომაა აუცილებელი ფილტრის მონტაჟი.
არსებობს რამდენიმე ტიპის ფილტრი: იაფი ანუ ბიუჯეტური და ცოტა უფრო ძვირიანი. ამ ცოტა ძვირიანის ფასი 50 ლარის ფარგლებში მერყეობს. სასურველია, თუ ფინანსები ამის საშუალებას გაძლევთ, შეიძინოთ ძვირიანი ფილტრი, რადგან მას თვითგასუფთავების მექანიზმი აქვს და მოსავლელად გაცილებით პრაქტიკულია, ვიდრე იაფინი ფილტრი, რომელიც ხელით უნდა ასუფთაოთ და პერიოდულად ცვალოთ ხოლმე. როგორ შევარჩიოთ მილები შემდეგი ეტაპი წყლის მილების შერჩევაა, ეს საკმაოდ რთულია ისეთი ადამიანისთვის, ვინც პირველად აკეთებს რემონტს და ამ სფეროსთან შეხება არ ჰქონია. ეს ის შემთხვევაა როცა პროფესიონალ სანტექნიკოსს უნდა მიმართოთ და მიიღოთ საუკეთესო ხელოსნის რჩევები. ძირითადი მახასიათებელი მილების შერჩევისას არის ის, რომ მილები კარგად უნდა დუღდებოდეს.
კანალიზაციის მილების შერჩევისას შედარებით მარტივადაა საქმე, არსებობს სქელკედლიანი და თხლკედლიანი მილები, ამის შემჩნევა არაპროფესიონალისთვისაც ადვილია, რადგან თხლკედლიანი კანალიზაციის მილი ოდნავი მიწოლისას იღუნება. ამიტომ, უნდა აარჩიოთ ისეთი, რომელიც არ იღუნება და სქელი კედლები აქვს. ასეთი მასალით დამონტაჟებული კანალიზაციის სისტემა დიდხანს და უპრობლემოდ მოგემსახურებათ. რადგან შეუძლებელია აბაზანის ან ტუალეტის გარემონტება მილებისა და ფიტინგების გარეშე, ამიტომ სახლისთვის სანტექნიკის არჩევისას სჯობს წინასწარ გაერკვეთ და მოიძიოთ ინფორმაცია, მითუმეტეს, რომ ბაზრის ფართო ასორტიმენტი ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ძირითადად მილები და ფიტინგები მზადდება ფოლადის, თუჯის, ალუმინის, სპილენძისა და სხვადასხვა მასალისგან. ექსპლუატაციის ვადა სწორედ ამაზეა დამოკიდებული,თუ რისგანაა მილები და ფიტინგები დამზადებული.
მაგალითად, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული სანტექნიკა 50 წელზე მეტხანსაც ძლებს, გალვანური ფილადის სანტექნიკისგან განსხვავებით, რომლის ექსპლუატაციის ვადა 10 – 15 წელია. კარგი სანტექნიკოსები ხშირად უპირატესობას სპილენძის მილების გამოყენებას ანიჭებენ, რადგან ისინი გამოირჩევიან მაღალი გამძლეობით და დიდხნიანი ექსპლუატაციის ვადით. ეს მილები კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურს და გამოირჩევა კოროზიის მიმართ გამძლეობით. უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს მეტალოპლასტმასის მილები. მან დამსახურებულად დაიკავა საპატიო ადგილი სანტექნიკის ბაზარზე. სანტექნიკოსებსაც უფრო უადვილდებათ ამ მასალით მუშაობა, მისი მსუბუქი წონის და სხვა დადებითი მახასიათებლების წყალობით.
ხელმისაწვდომი ფასი და ხარისხი, რომელიც ნახევარ საუკუნეს უძლებს, უფრო სასურველს ხდის მას და თუ დავამატებთ იმას, რომ ეს მილები არ იჟანგება, სანტექნიკის არჩევის დროს, რა თქმა უნდა, სასწორი მის მხარეს გადაიხრება. როგორ შევარჩიოთ უნიტზი უნიტაზი აბაზანის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხარისხის, ფასის და დიზაიინს გარდა, კიდევ არის რიგი მახასიათებლები რაზეც ღირს ყურადღების გამახვილება. მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ბაკის ავსების დროს ხმაურის დონეს, რამდენად ეკონომიურია წყლის ხარჯვა, როგრია გადინების ტიპი და ა. შ. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მასობრივად დამონტაჟდა წყლის მრიცხველები ინდივიდუალურად ბინებში და წყლის დაზოგვა გახდა მნიშვნელოვანი.
ამ კუთხით თქვენთვის საინტერესო იქნება უნიტაზები ნახევრად ჩამდინარე წყლით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის დანახარჯს. თუ უნიტაზს აქვს წრიული გადინება, ასე წყალი მთელ შიდა პერიმეტრზე ნაწილდება. ასეთი სისტემა მეტი სისუფთავის გარანტიაა. წარმოებაში უკვე ჩაეშვა უნიტაზები წყლის ჩუმი მიღებით, ეს საკმაოდ კომფორტულია პატარა ფართის ბინებისთვის. იატაკზე დასადგმელი უნიტაზის გარდა, უკვე მასობრივ ხმარებაში შემოვიდა და ტრენდულიც გახდა კედელზე დამონტაჟებული უნიტაზი. პროფესიონალი სანტექნიკოსები ამბობენ, რომ მისი დაყენება ცოტა განსხვავებულ სპეციფიკას მოითხოვს, რაც უზრუნველყოფს ასეთი დამაგრების საიმედოობას და თუ სანტექნიკის პრობლემები თავს იჩენს, მაგალითად ბაკში, შეკეთება ხორციელდება ღილაკების ხვრელებიდან.
ამის გამო არ იფიქროთ, რომ ის რამით ნაკლებია „ფეხიან“ უნიტაზზე, მხოლოდ ცოტაოდენი განსხვავებაა ფასში, სხვა მხრივ ორივე მოდელი ერთნაირად საიმედოა. კედელზე დამონტაჟებული უნიტაზის გაწმენდა უფრო ადვილია, რადგან მას არ აქვს ძნელად მისადგომი უკანა სივრცე, მაგრამ სამაგიეროდ მაღაზიაში ფასების შედარებისას, ფეხიანი უფრო ხელმისაწვდომია. თუმცა არც ისეთი განსხვავებაა ფასში, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ ყიდვისას. კარგი სანტექნიკოსის რჩევაა აირჩიოთ სანტექნიკის ისეთი სახეობა, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება თქვენი სველი წერტილების ფართის პარამეტრებს. ფაიფური თუ ფაიანსი? უნიტაზები ყველაზე ხშირად მზადდება სანიტარული ფაიფურისა და სანიტარული ფაიანსისგან (ფაიანსი არის მინერალური მასა, რომლისგანაც ამზადებენ კერამიკულ ნაკეთობებს.
მიიღება გარკვეული ხარისხის თიხისაგან, მასში თაბაშირისა და სხვა ნივთიერებათა შერევით). ეს ორი მასალა ვიზუალურად ძალიან წააგავს ერთმანეთს, თუმცა გარეგნულმა მსგავსებამ შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ, ეს მასალები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათი გარეგნობა თითქმის იდენტურია, მაგრამ სინამდვილეში ფაიანსის მასალა უფრო ფოროვანი სტრუქტურით გამოირჩევა, რაც იწვევს იმას, რომ ფორებში ბაქტერიები მეტად გროვდება და თავისთავად გამოდის,რომ არაჰიგიენურია თავის ძვირიან კონკურენტთან შედარებით. ფაიანსის უნიტაზები უფრო იაფია, ვიდრე ფაიფურისგან დამზადებული. თუმცა ორივე სათუთია და ადვილად იბზარება სიმძიმის დაცემის დროს. ამ ფაქტიდან გამომდინარე გამოცდილი ხელოსნები იძლევიან რჩევას, რომ ტრანსპორტირებისას სიფრთხილე გამოიჩინოთ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ უნიტაზების დასამზადებლად აგრეთვე გამოიყენება სხვა მასალებიც, ისეთები როგორიცაა: მარმარილო და მინა. ასეთი სანტექნიკა ზემოთ აღწერილთან შედარებით კიდევ უფრო ძვირია, მაგრამ გამოირჩევა მდგრადობით, გამძლეობით და დახვეწილი ვიზუალით. და ბოლოს ყურადღება მიაქციეთ ,რომ მაღაზიაში სანტექნიკის ყიდვის დროს, არ დაგავიწყდეთ ყველა წესების დაცვით გაფორმებული გარანტია. როგორ შევარჩიოთ ონკანი სანტექნიკის შერჩევისას საკმაოდ მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ონკანი. უნდა შეიძინოთ ისეთი ონკანი, რომელიც იქნება გამძლე, რაც იმის გარანტია იქნება, რომ დიდხანს არ დაგჭირდებათ სანტექნიკოსის გამოძახება, ნაწილების შეცვლა და ხშირად შეკეთება. ვიზუალის გარდა უნდა დააკვირდეთ რა მასალისგანაა დამზადებული ონკანი.
თუ ის ისეთი გამძლე მასალისგანაა, როგორიცაა სპილენძი ან ქრომირებული ან უჟანგავი ფოლადი და ფასიც მისაღები აქვს, მაშინ ჩათვალეთ რომ გაგიმართლათ და ძიებას ნუღარ განაგრძობთ. სანდო სანტექნიკოსები გვარწმუნებენ, რომ ასეთი მოდელები ყველაზე გამძლე და საიმედოა. ონკანის წონა შეიძლება მიუთითებდეს მის ხარისხზე. ონკანის სიმსუბუქე მიანიშნებს უხარისხობაზე, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის კედლები ძალიან თხელია და ჩქარა გაფუჭდება. მხოლოდ ნაწილის ყიდვა მოგიწევთ სანტექნიკის მაღაზიაში მთლიანი ონკანის ნაცვლად. იგივე შეიძლება ითქვას ონკანის შიდა ნაწილებზე (კარტრიჯი ან სარქვლის კოლოფი).
საჭიროების შემთხვევაში მოგიწევთ მხოლოდ ერთი კომპონენტის შეცვლა. ქართულ ბაზარზე ფასთა კატეგორიის მიხედვით რამდენიმე ტიპის ონკანია ყველაზე გაყიდვადი. არის იაფიანი ონკანები, რომლებსაც ერთჯერადსაც ეძახიან. ეს ერთჯერადი ონკანები დაახლოებით შეგიძლიათ შეიძინოთ 20 ლარის ფარგლებში. მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ონკანმა შეიძლება დიდი -დიდი წელიწადი გაძლოს. არის ონკანების საშუალო კატეგორია ფასის მიხედვით, რომელიც ღირს 50-დან 70 ლარამდე, ესაა ჩინური ან თურქული ლატუნის ონკანები, ეს ონკანები ყველაზე გაყიდვადია ქართულ ბაზარზე.
და ბოლოს მაღალი კლასის ონკანები, რომლის ფასები 170 ლარიდან იწყება. ამ კატეგორიის არჩევისას დაივიწყეთ სანტექნიკის ხელოსნის გამოძახება, რადგან ფაქტობრივად არ ზიანდება და არც ფუჭდება. როგორ გავუფრთხილდეთ უკვე დამონტაჟებულ სანტექნიკას სანტექნიკის მონტაჟის შემდგომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი მოვლა და მოფრთხილება. ელემენტარული წესების არცოდნამ შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ და თქვენს სანტექნიკას ვადაზე ადრე შერემონტება დასჭირდეს. ეს რომ არ მოხდეს, წინასწარ უნდა იცოდეთ რით შეიძლება შეექმნას საფრთხე სისტემას. ყველაზე დიდ საფთხეს თმის ღერები წარმოადგენს, ის დროთა განმავლობაში გროვდება და იბურდება მილებში, ამ დაგროვილ თმებზე ადვილად ჩერდება სხვა ნარჩენები და საბოლოოდ იღებთ საცობს, რომლის გაწმენდაც ხანდახან საკუთარი ძალებით შეუძლებელია და საჭირო ხდება სანტექნიკოსის გამოძახება.
ასევე საშიშია ცხიმი, ის ნელ - ნელა კედლებს ედება და საბოლოოდ სხვა ნარჩენებთან ერთად ჭედავს მილებს. ამიტომ ეცადეთ, რომ ჭურჭელს გარეცხვამდე მაქსიმალურად მოაცილოთ ცხიმი. გაგიკვირდებათ და საკმაო საფრთხეს წარმოადგენს თიხის ნიღაბი, რომელსაც ქალები სახეზე ისვამენ. მისი ნიჟარაში ჩარეცხვა არაფრით არ შეიძლება, რადგან ის ხმება და მილებს ეკვრის და საბოლოოდ სერიოზულ გაჭედვას იწვევს, რასაც ისევ სანტექნიკოსის გამოძახებასთან მივყავართ. თუ ნიჟარაზე არ გაქვთ დამონტაჟებული საკვები ნარჩენების დასაქუცმაცებელი, მაშინ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ჭურჭელი გაათავისუფლოთ საკვების ნარჩენებისგან, რომ ზემოთ აღწერილი შედეგი არ მიიღოთ.
კარგი სანტექნიკოსები იმასაც ამბობენ რომ გაჭედვას იწვევს ყავის ნალექიც, ამიტომ სჯობს ნალექიც მოვარიდოთ მილებს.