საშხაპე მინების დამზადება — ნაწრთობი კალიონის შუშა-1
საშხაპე მინების დამზადება — ნაწრთობი კალიონის შუშა-2
ფოტო
საშხაპე მინების დამზადება — ნაწრთობი კალიონის შუშა-3
ფოტო
+6

საშხაპე მინების დამზადება — ნაწრთობი კალიონის შუშა

დაგიმზადებთ უმაღლესი ხარისხის საშხაპე მინებს აბაზანისთვის, გვაქვს 2 წლიანი საგარანტიო პირობები. დავამზადებთ საქართველოს მასშტაბით ყველაზე სწრაფად.

900 ლ-დან

შეფასება

5.0

ხშირად დასმული კითხვები

01რა ღირს საშხაპე მინის დამზადება და მონტაჟი?

ფასი დამოკიდებულია ზომაზე, სისქესა და დეტალებზე (ფურნიტურაზე). ჩვეულებრივი, საშუალო ხარისხის კაბინა დაახლოებით 1100 ლარი ღირს, ხოლო ძვირადღირებული, მაღალი ხარისხის მექანიზმებითა და კარგი მინით – 1800-დან 2000 ლარამდე

02 რამდენ ხანში მზადდება და ყენდება?

სხვა კომპანიებს ამაზე დაახლოებით ერთი კვირა (7 დღე) სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ „მეტრიქსში“ ამას სულ 3-4 დღეში ვასრულებთ.

03 შეიძლება თუ არა უკვე დამზადებული მინის ადგილზე გადაჭრა ან გაბურღვა?

არა, გამორიცხულია. ნაწრთობი მინის გაჭრას თუ სცდით ის აუცილებლად გატყდება — ყველაფერი ზუსტად წინასწარ, ქარხანაში იჭრება.

04როგორ გავწმინდოთ მინა ჩამჯდარი კირისა და წყლის ლაქებისგან?

შეგიძლია გამოიყენო ძმრისა და წყლის ნარევი (თანაბარი რაოდენობით) ან მაღაზიაში ნაყიდი სპეციალური ანტიკირის სითხე. მიასხურე, ცოტა ხანი გააჩერე, ჩამორეცხე და მშრალი ნაჭრით გაამშრალე.

05 რა არის ქრომირებული საშხაპე მინა და ღირს თუ არა მასში ფულის გადახდა?

ეს არის მინაზე წასმული სპეციალური დამცავი ფენა, რომლის წყალობითაც წყალი ზედაპირზე არ ჩერდება და წყლის შხეფები მასზე ლაქებათ არ რჩება. ნამდვილად ღირს, რადგან ამის მერე მინის წმენდა 5-6 თვეში ერთხელღა მოგიწევს.

06 მინა კაფელის დაგებამდე უნდა დავამონტაჟოთ თუ მერე?

აუცილებლად კაფელის დაგების მერე. ჯერ სრულად უნდა დამთავრდეს კედლების და იატაკის მოპირკეთება და ზუსტად ამის შემდეგ ხდება მინის აზომვა და დაყენება.

07რატომ ტყდება მინა ხანდახან თავისით და როგორ გადავრჩეთ ამას?

ეს ძირითადად ცუდად ნაწრთობი მინის, არასწორი მონტაჟის ან უხარისხო დეტალების ბრალია. ამიტომ მთავარია, საქმე პროფესიონალებს ანდო და ხარისხიანი მასალა აირჩიო.

08რა ზომის ბასეინი ეგრეთ წოდებული პაროგი მოვაწყოთ საშხაპე მინასთვის?

სიმაღლეში შეზღუდული არ ხართ მაგრამ ვიზუალურად 5-7 სმ ლამაზია, რაც შეეხება პაროგის სიგანეს იდეალურია 7 სმ სიგანის.

გამოიძახე ხელოსანი კომენტარით

დაწერეთ კომენტარის სახით, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი და მიიღეთ 10% ფასდაკლება სპეციალისტის მომსახურებაზე!

გააზიარე