მიიღე ზუსტი სარემონტო ხარჯთაღრიცხვა ფარული ხარჯების გარეშე

მიიღე ზუსტი სარემონტო ხარჯთაღრიცხვა ფარული ხარჯების გარეშე

როგორ შეგიკვეთოთ?

ხშირად დასმული კითხვები

მიბრუნდება თუ არა 320 ლარი, თუ რემონტს არ შეგუკვეთავთ?

არა. თუ რემონტს ჩვენთან შეუკვეთავთ, თანხა სრულად გკლდებათ საბოლოო ღირებულებიდან. თუ მხოლოდ სმეტაზე მუშაობა გსურთ, ეს არის ჩვენი ინჟინრის გაწეული შრომის საფასური, რომელიც თქვენს ხელში რჩება და რომლითაც ნებისმიერ სხვა ხელოსანს გააკონტროლებთ.

რატომ არის ეს მომსახურება ფასიანი, როცა ბაზარზე „უფასო ხარჯთაღრიცხვას“ გვთავაზობენ?

ზედაპირული და მიახლოებითი ციფრები ხშირად მხოლოდ ყურადღების მიქსდისთვის გამოიყენება. რეალური და უსაფრთხო საინჟინრო გათვლა მოითხოვს დროს, სიზუსტეს და პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვყიდით ილუზიებს.

მზად ხართ დაიწყოთ რემონტი ფარული ხარჯების და თავის ტკივილის გარეშე?

[ შეუკვეთე ხარჯთაღრიცხვა ახლავე — 320₾ ] მცირე გარანტია: უსაფრთხო ონლაინ გადახდა (TBC / BOG) • მენეჯერი დაგიკავშირდებათ გადახდიდან 10 წუთში და შეგითანხმებთ თუ სურვილი გაქვთ მომდევნო დღესვე ვიზიტს

არ იყიდო ილუზია რემონტის ციფრებში.

ხშირად, წინასწარ ნათქვამი ზოგადი და მიმზიდველი ციფრები პროცესში სრულიად იცვლება. METRIX გთავაზობს მკაცრ, დეტალურ Excel სმეტას, სადაც თითოეული ლურსმანი, მასალა და ხელობა წინასწარ არის გაწერილი.

[ შეუკვეთე ხარჯთაღრიცხვა — 320₾ ]

თუ რემონტს ჩვენთან დაიწყებთ, ეს 320 ლარი სრულად გიბრუნდებათ / გკლდებათ საბოლოო სახელშეკრულებო თანხიდან.

რატომ მთავრდება საქართველოში რემონტის 92% ძალიან უსიამოვნოდ, ვადების და ბიუჯეტის დიდი გადაცილებით?

არასრული ბიუჯეტის მახე

ხშირად, პირველად შეთავაზებებში იგნორირებულია ისეთი მნიშვნელოვანი და ხარჯიანი დეტალები, როგორიცაა: საშხაპე სისტემები, სარკეები, გათბობის ქვაბი, რადიატორები, ონკანები და ნიჟარები. რეალურად, ეს დეტალები ბოლოს მთელი რემონტის დანარჩენი ნახევარი ჯდება.

ზედაპირული ციფრები

ზეპირად ნათქვამი „კვადრატულის ფასი“ არის მცდარი ორიენტირი, რომელშიც გზადაგზა ათასობით ლარს კარგავ.

ჩვენი სტატისტიკა და ციფრები

რას ეფუძნება რეალური ბიუჯეტი?

რემონტის ფასის ჰაერიდან დათვლა არაპროფესიონალიზმია, თუმცა ჩვენი შიდა სტატისტიკა, რომელიც ჩვენს მიერ შესრულებულ პროექტებს ეფუძნება, მკაფიო სურათს აჩვენებს:

  • მინიმალური სარემონტო ბიუჯეტი: 732 ₾ (კვ.მ).

  • მაქსიმალური ზღვარი: 2198 ₾.

  • საშუალო მაჩვენებელი (რაც ჩვენი პროექტების 90%-მა შეადგინა): 1163 ₾

    (სრული მასალითა და ხელობით).

როგორ მუშაობს პროცესი?

4 მარტივი ნაბიჯი სრულ კონტროლამდე

1.     ნაბიჯი 1 — განაცხადი და გადახდა: იხდით 320₾-ს უსაფრთხოდ საიტიდან.

2.     ნაბიჯი 2 — ზარი და ვიზიტი: გადახდისთანავე გირეკავთ და გითანხმებთ ვიზიტის ზუსტ დროს.

3.     ნაბიჯი 3 — პროფესიონალური აზომვა: ჩვენი სპეციალისტი სტუმრობს თქვენს ობიექტს და აფასებს ტექნიკურ მდგომარეობას, კითხულობს თქვენს მოთხოვნებს, გაძლევთ რეკომენდაციებს და საბოლოოდ გითანხმებთ თქვენთვის საურველი რემონტის სტილს, რომლის შესაბამისადაც დაითვლება პროექტის სრული ღირებულება.

4.     ნაბიჯი 4 — სრული Excel სმეტა: ვიზიტიდან 3 დღეში იღებთ ამომწურავ დოკუმენტს, სადაც ზუსტად იცით რა, როდის და რა ფასად კეთდება.