
.webp&w=3840&q=70)
რემონტი ყველაზე სწრაფად თბილისში
გაიგე, როგორ ვმუშაობთ
ფასიანი სარემონტო ხარჯთაღრიცხვა
80 კვ მდე 320 ლარი
ფასიანი სარემონტო ხარჯთაღრიცხვა
როგორ შეგიკვეთოთ?
გალერეა

რემონტი პოლიტკოვსაიას ქუჩა

რემონტი 56 კვ ფოტო

მინიმალიზმი რემონტში

რემონტი ავეჯი

სრული რემონტი-ავეჯი
.webp&w=256&q=80)
სააბაზანიოს რემონტი

რემონტი ჯიქიას ქუჩა

აბაზანის რემონტი

საძინებლის რემონტი

სრული რემონტი

3 d რენდერები
.webp&w=256&q=80)
ინტერიერის დიზაინის შექმნა
ხშირად დასმული კითხვები
როგორ გავაკეთოთ ყველაზე სწრაფად
როგორ გავაკეთოთ ყველაზე სწრაფად
ყველაზე სწრაფად მხოლოდ ჩვენ გვესმის და ვიცით
როგორ შეიქმნა Metrix
რემონტი ყველაზე სწრაფად საქართველოში: როგორ ვასრულებთ 60-70 კვ.მ ბინას 40-45 დღეში
საქართველოში სარემონტო სამუშაოები თითქმის ყველასთვის დაკავშირებულია სტრესთან, გაჭიანურებულ ვადებთან და უსასრულო „ხელოსნების ლოდინთან“. რეალური მიზეზი, რის გამოც პროცესი იწელება, მარტივია: არაორგანიზებული მუშაობა და სიტყვიერი დავალებები. როდესაც ხელოსანი საქმეს თვითნებურად აკეთებს, შეცდომა აუცილებლად იჩენს თავს, შემდეგი ეტაპის ოსტატს უჭირს გაგრძელება და მთელი ჯაჭვი ინგრევა.
Metrix-ში ეს მიდგომა თავიდანვე გამოირიცხა. ჩვენ ვიცით, რომ წარმატებული რემონტის საიდუმლო არა ფიზიკურ ამოჩქარებაში, არამედ უზუსტეს წინასწარ დაგეგმარებასა და საინჟინრო დისციპლინაშია.
3 დღე, რომელიც მთელ პროცესს ზოგავს
სანამ ფიზიკურ სამუშაოებს დავიწყებთ, უკვე შექმნილია ჩვენი ფასიანი სარემონტო ხარჯთაღრიცხვა. ზუსტად ვიცით რა მასალა ვიხმაროთ, რა ეტაპები გავარღვიოთ და საით მივდივართ. პირველი 3 დღე სრულად ეთმობა ობიექტის ლაზერულ დამარკვებას.
ჩვენი პროექტის მენეჯერი და ძირითადი ხელოსნები ობიექტზე აბსოლიტურად ყველა სანტიმეტრს, გრადუსს, დახრის წერტილს და დონეთა სხვაობას ლაზერითა და მარკერით ნიშნავენ:
ელექტროობა: თითოეული წერტილის ზუსტი ადგილი წინასწარ არის დასმული.
სანტექნიკა და გათბობა: მილების მარშრუტები და კვეთის ადგილები მკაცრად განსაზღვრულია.
კედლების პროპორციები: კედლის ასაშენებელ ადგილებში ლაზერით და სპეციალური ძაფებით იდება იდეალური სისწორე.
როდესაც ოსტატი კედელზე ან ჭერზე ხედავს ზუსტ მონიშვნას, მას თვითნებურად მოქმედების სივრცე უბრალოდ არ რჩება. შეცდომის დაშვება ფიზიკურად გამოირიცხება, ხოლო თუ რამე გაიპარა, მენეჯერი ამას მაშინვე ამჩნევს და სასწრაფო წესით ასწორებინებს.
ავტომატიზაცია და 7-დღიანი ოპერაციული გეგმა
სწორი საინჟინრო დაგეგმარების გარდა, პროცესის სისწრაფეს უზრუნველყოფს მკაცრი ოპერაციული მენეჯმენტი:
ნულოვანი შეფერხება მასალებზე: ჩვენ არასოდეს ვკარგავთ დროს მასალების ძებნასა და სირბილზე — ეს პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და სამშენებლო რესურსი ობიექტზე დროულად ჩნდება.
7-დღიანი კონტროლის ციკლი: ყოველი მომდევნო 7 დღის გეგმა ხელოსნებისთვის დეტალურად არის გაწერილი და მენეჯერის მიერ მკაცრად კონტროლდება.
დროის კომპენსაციის მექანიზმი: თუ პროცესი რომელიმე ეტაპზე გრაფიკს ჩამოუვარდება, ობიექტზე ოპერატიულად ვამატებთ ხელოსნებს და დაკარგულ დროს უმოკლეს ვადაში ვანაზღაურებთ, რაც ვადების გადაცდენას გამორიცხავს.
როგორ გადავჭერით კლასიკური პრობლემები?
რემონტის დროს ყველაზე მძიმე კრიტიკული წერტილი არის ერთი ოსტატის მიერ დატოვებული ხარვეზის გადაბარება მეორესთვის. მაგალითად, მლესავების უმრავლესობას შუაგულის გასწორება უმარტივდება, მაგრამ კედლის თავებისა და ძირების გამოყვანა ეზარებათ. შედეგად, მალიარს უწევს წვალება და საქმე ფერხდება.
Metrix-ში ეს პრობლემა მოხსნილია: მლესავმა ზუსტად იცის სტანდარტი — მან მალიარს არ უნდა დაუტოვოს არატანაბარი ნალესი კედლის კიდეებზე.
შედეგი: შავიდან მწვანე კარკასამდე და სრული დასრულება 40-45 დღეში
ამ ყველა ნიუანსის, უზუსტესი ლაზერული მარკირების, ავტომატიზირებული მომმარაგებისა და მკაცრი მენეჯერული კონტროლის ხარჯზე, შავი კარკასიდან მწვანე კარკასამდე მისვლა და შემდგომ ბინის სრული დასრულება (ავეჯის დამზადების ჩათვლით) ჩვენთან 40-45 დღეში ხდება.
თუ თქვენთვის მთავარი ხარისხი, დროის მკაცრი დაცვა და ფინანსური გარანტიაა — Metrix მზადია თქვენი პროექტისთვის.
