ras-nishnavs-mtsvane-karkasis-remonti
რემონტი

რას ნიშნავს მწვანე კარკასის რემონტი?

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

416

0

28.03.2023

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

რას ნიშნავს მწვანე კარკასი?


ალბათ ხშირად გსმენიათ მეგობრებისგან თუ უცნობებისგან, რომ მწვანე კარკასის შეძენას გეგმავენ. აღნიშნული ტერმინი ალბათ არავისთვისაა უცხო, მითუმეტეს დღეს, როდესაც მშენებლობა და მშენებარე ბინების შეძენა ასეთი აქტუალურია. მწვანე კარკასის ზუსტი განმარტება არ არსებობს და თავად სამშენებლო კომპანიაზეა დამოკიდებული, მასში რას გულისხმობს. ხშირ შემთხვევაში მწვანე კარკასი კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ სივრცეს მოიაზრებს და ის, რა თქმა უნდა, გაცილებით დახვეწილია, ვიდრე შავი ან თეთრი კარკასი. ამიტომ შეცდომაში რომ არ შეხვიდეთ და მოლოდინი არ გაგიცრუვდეთ, ბინის შეძენამდე აუცილებლად დააზუსტეთ თავად კომპანია რას გულისხმობს მწვანე კარკასში და რა დონემდეა მიყვანილი რემონტი.


ხშირ შემთხვევაში კი მწვანე რემონტი ნიშნავს შემდეგს: ბინა უკვე აღჭურვილია მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრით, აქვს რკინის შესასვლელი კარი, ოთახები უკვე დატიხრულია, კედლები გაჯით არის შელესილი, ბინაში უკვე შეყვანილია კომუნიკაციები, გაყვანილია გათბობა და ელექტროენერგია. ასევე, მწვანე კარკასში მოიაზრება, რომ ის აუცილებლად ენერგოეფექტური მასალებით არის შესრულებული. ანუ, მწვანე კარკასი გულისხმობს რომ მასში ცხოვრება უნდა იყოს გაცილებით კომფორტული, მისი გარემონტება უკვე შედარებით ნაკლებ ხარჯთან უნდა იყოს დაკავშირებული და რაც მთავარია, ბინა ისეთი მასალით უნდა იყოს აშენებული და დაგეგმარებული, რომ მაქსიმალურად მცირე ზიანი მიაყენოთ გარემოს.


მწვანე კარკასის რემონტი


კომპანია მზად არის, თქვენი სურვილის შემთხვევაში სრული სერვისი შემოგთავაზოთ მწვანე კარკასის რემონტისთვის. ეს ეხება როგორც ბინას, კერძო სახლს ან აგარაკს, ასევე ოფისსა და სხვა ნებისმიერი ტიპის შენობას. რაც შეეხება მასალას, ორი ვარიანტი გვაქვს:


1. როდესაც თავად მომხმარებელი უზრუნველყოფს ამ საკითხს და რემონტისთვის საჭირო მასალების შერჩევა/შეძენაზე თავად ზრუნავს.

2. როდესაც ამ კუთხით მომხმარებელი თავიდან იშორებს პასუხისმგებლობას და მაღაზიებში სიარულსა თუ მასალების შეძენას მის ნაცვლად ხელოსნები უზრუნველყოფენ. რა თქმა უნდა, მომხმარებელთან შეთანხმებით და მისი გემოვნების გათვალისწინებით.


მეორე შემთხვევა ძალიან კომფორტულია მათთვის, ვისაც სამსახურისა თუ სხვა პირადი საქმეების გამო მაღაზიებში სიარულის დრო არ აქვს ან უბრალოდ, სურს, თავიდან აიცილოს ზედმეტი ძალისხმევა.


აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ METRIX მეგობრობს უამრავ ჰიპერმარკეტთან თუ მაღაზიასთან, რომელიც მომხმარებელს სარემონტო და სამშენებლო მასალებს სთავაზობს. მათთან მეგობრობის ფარგლებში ჩვენს მომხმარებელს 30%-მდე ფასდაკლებაზე მიუწვდება ხელი. სწორედ ამიტომ, ჩვენი სარემონტო მომსახურებით სარგებლობისას რემონტის ღირებულება კიდევ უფრო გიმცირდებათ, რაც საბოლოო ჯამში თქვენს ბიუჯეტზე დადებითად აისახება.


რა სამუშაოებს ვთავაზობთ მომხმარებელს მწვანე კარკასის რემონტისას? ჩამონათვალი ასეთია:


1. სააბაზანოს ცემენტით ლესვა (გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ქვიშა-ცემენტი);

2. სააბაზანოს იატაკის მოჭიმვა;

3. სააბაზანო ოთახში კერამიკული ფილების დაგება;

4. სააბაზანო ოთახში ფრანგული გასაჭიმი ჭერის მონტაჟი;

5. სააბაზანო ოთახში აქსესუარების მონტაჟი;

6. კედლებისა და ჭერის დამუშავება

7. კედლებია და ჭერის ღებვა, შპალერის გაკვრა

8. ლამინირებული იატაკის დაგება

9. სააბაზანო ოთახში კარის მონტაჟი

10. ცენტრალური გათბობის ქვაბისა და რადიატორების მონტაჟი

11. განათების სისტემებისა და ჩამრთველების მონტაჟი


მწვანე კარკასის რემონტის შემდგომი დასუფთავება


აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთან თანამშრომლობისას, მას შემდეგ რაც მწვანე კარკასის რემონტი დასრულდება, ჩვენი ჯგუფი აუცილებლად უზრუნველყოფს რემონტის შემდგომ დასუფთავებას. მომხმარებელს ყოველთვის ვაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ მიერ ჩაბარებული ბინა აუცილებლად იქნება 100%-ით სუფთა და ბოლომდე მიყვანილი. არ დაგხვდებათ დაუსრულებელი დეტალები ან შუა გზაზე მიტოვებული სამუშაოები.


რა არის მწვანე კარკასის ფასი და რა ჯდება ერთი კვადრატული?


მწვანე კარკასის რემონტის ფასი უამრავ დეტალზეა დამოკიდებული. მათ შორის, კონკრეტულად რა დონემდეა მიყვანილი გარემო და რა სახის სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. ასევე, მასალებს თქვენ შეიძენთ თუ კომპანიის მასალით გადაწყვეტთ თანამშრომლობას. ფასების კალკულაცია და სარემონტო ხარჯთაღრიცხვა ჩვენი ჯგუფის მიერ აუცილებლად წინასწარ მოხდება და რემონტის დაწყებამდე გექნებათ საშუალება, ზუსტად იცოდეთ, რა დანახარჯის გაწევა იქნება საჭირო. ჩვენ მიერ დათვლილი ფასები 100%-ით სტაბილურია და არ ექვემდებარება რამე ცვლილებას (გაუთვალისწინებელი შემთხვევების გარდა).


რატომ არის Metrix-თან თანამშრომლობა კომფორტული იმ შემთხვევაში, თუ მწვანე კარკასის რემონტისას არჩევანს METRIX-ის გამოცდილ გუნდზე გააკეთებთ, სარემონტო ხარჯთაღრიცხვის ფასიანი მომსახურება სრულიად უსასყიდლოდ, საჩუქრად, გადმოგეცემათ. ჩვენთან თანამშრომლობისას თქვენი ბინის რემონტზე პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი იმუშავებს. ჩვენი სპეციალისტები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმეს და რემონტის დასრულებას წინასწარ განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოფენ. შესაბამისად, ჩვენთან თანამშრომლობისას დაზღვეულები ხართ, რომ სარემონტო პროცესი უვადოდ არ გაიწელება. ჩვენთვის უპირველესი მომხმარებლის კომფორტი და კმაყოფილებაა. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, წინასწარ დაგეგმილ ვადებში მოხდეს სამუშაოს დასრულება, რათა რემონტი მომხმარებლისთვის უსიამოვნო პროცესად არ გადაიქცეს.


Metrix საკუთარი ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე 100%-ით არის პასუხისმგებელი.
Metrix-ის სერვისი მხოლოდ თბილისის მასშტაბით არის ხელმისაწვდომი. ხელოსნის გამოძახება კი დღის ნებისმიერ დროს, 24/7-ზე, შეგიძლიათ.


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები